სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

საზოგადოება

სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები

31 მაი. 2020, 18:00:30

იმ ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ მინდობით აღზრდის მომსახურებაში, არ ფლობს არც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, არც რომელიმე სხვა სტრუქტურა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მცირე საოჯახო სახლებიდან გასული ახალგაზრდების სრული ბაზა, უცნობია გენერალური ერთობლიობა. ჩვენ ხელთ არსებული ბაზა მოიცავდა 150 ადამიანს, თუმცა, მათგან მხოლოდ 82 დათანხმდა კვლევაში მონაწილეობას, დარჩენილი 68 ახალგაზრდიდან გარკვეულმა ნაწილმა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, ზოგიერთთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერ იქნება რეპრეზენტატულობის მაღალი ხარისხის მქონე, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ამ თემაზე საქართველოში ჯერჯერობით კვლევა არ ჩატარებულა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული ობიექტური ტენდენციების გამოვლენა, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდამჭერი სისტემების ამოქმედებისათვის”, _ ეს არის ამონარიდი იმ კვლევიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა და მისი შედეგები უკვე საჯარო გახადა.

კვლევის საგანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული სრულწლოვანი ახალგაზრდები იყვნენ. კერძოდ, ისინი, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის შესრულების დროისთვის ცხოვრობდნენ მცირე საოჯახო სახლებში და სწორედ ეს მომსახურება წარმოადგენდა მათთვის სახელმწიფო ზრუნვის უკანასკნელ ფორმას.

კვლევის ძირითადი საკითხები იყო: სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები; განათლების ხარისხი; დასაქმება და ანაზღაურება; სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ცხოვრების გამოცდილება; ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ არსებული გამოწვევები; სოციალური დახმარებები; ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ცხოვრება საოჯახო ტიპის სახლის შემდეგ

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა გურიაში მყოფი ახალგაზრდებით, რომლებმაც საოჯახო ტიპის სახლები უკვე დატოვეს და ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგრძობენ.

ირაკლიმ (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია )საოჯახო ტიპის სახლი წელს 2019 წელს დატოვა, რადგან ის უკვე 18 წლისაა და უკვე დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. წინ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე სურს, რომ „საზღვაოზე ჩააბაროს“.

“მეგობრების დატოვება ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თან ჩემს დებთან და ძმებთან დავბრუნდი საცხოვრებლად. პირველი, რაც უნდა მომეგვარებინა, ეს იყო საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის გარემონტება. ამაში სოციალური სამსახურის აგენტი დამეხმარა და განცხადებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, საიდანაც გარკვეული თანხა ჩამირიცხეს და ეს პრობლემა მოვაგვარე“, _ გვითხრა ირაკლიმ.

ახლა ირაკლის უმაღლესი განათლების მიღება სურს.

“ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ვნახოთ, რა გამომივა. თუ სახელმწიფოსგან დაფინანსება (გრანტი) ვერ მივიღე, მაშინ, არ ვიცი, რა მოხდება. კარგი იქნება, ამ დროს სახელმწიფომ სწავლის ნახევარი მაინც დამიფაროს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სწავლასთან ერთად მუშაობაც მომიწევს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ირაკლიმ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანებიი ყველაზე მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ადგილებს, დასაქმებას, სოციალურ პაკეტებს და განათლებას. 

“მაგალითად, ჩემ ირგვლივ ხუთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლესი განათლების მიღება. ისინი თვითდასაქმებულები არიან და ასე ირჩენენ თავს“.

რა დახმარებებს იღებენ საოჯახო ტიპის სახლიდან წასულები

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საოჯახო ტიპის სახლიდან წამოსულებისთვის _ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებში ერთჯერადი დახმარებაა გათვალისწინებული.

მათ მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე სპეციალური კომისია ვითარებას სწავლობს, რის შემდეგ ხდება თანხის ჩარიცხვა.

“ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვანების გამო ამორიცხული 18-24 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში, სულ მცირე, 2 წელი გაატარეს. დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 ლარამდე“, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასულ 24-წლამდე ახალგაზრდებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფინანსურ დახმარება გაიცემა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჯინჯიხაძემ “გურია ნიუსის“ კითხვაზე _ სახელმწიფო რა პროგრამებით ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებიდან მიდიან 18 წლის შესრულების შემდეგ? _ ასე გვიპასუხა:

“უშუალოდ "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობიდან გასული სრულწლოვანების მომსახურებებს. თუმცა ა(ა)იპ ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებენ  პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ფუნქციონირებს ახალგაზრდული სახლები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრუწლოვანებისთვის. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული აღსაზრდელების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და აღმზრდელების/დედობილ/მამობილების  მიერ ერთობლივად ხდება ბავშვის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა, პროფესიული და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და  მისი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებში სწავლების ხელშეწყობა.

ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების თვითმოვლის და ცხოვრებისეული  უნარ-ჩვევების განვითარებას, თავისუფალი დროის სწორი ორგანიზების უზრუნველყოფას, არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, ზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, მომავალში  ხელს შეუწყობს თითოეული მათგანის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას. 

მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ისწავლონ პროფესიულ სასწავლებლებში, მათი სურვილისა და მიდრეკელების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ის სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, სარგებლობენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით.“

ამონარიდები კვლევის შედეგებიდან

ამ ეტაპზე, რესპონდენტთა უმრავლესობა _ 51.2% დასაქმებულია. მათგან 42.7% დაქირავებული თანამშრომელია, ხოლო 8.5% _ თვითდასაქმებული. ნაწილი _ 29.3% პერიოდულად ყოფილა დასაქმებული, თუმცა, ამჟამად უმუშევარია. გამოკითხულთა 19.5% არასდროს ყოფილა დასაქმებული.

დასაქმებულ რესპონდენტთა ნახევარზე მეტი _ 54.1% მუშაობს მომსახურების სფეროში. მომსახურების სფეროს ობიექტებს წარმოადგენს: კაფე, რესტორანი, მაღაზია, დღის ცენტრი, კლუბი, ავტოშეკეთების პუნქტი, დასუფთავების სამსახური, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკაბელო ტელევიზია, კომპიუტერული მომსახურების ცენტრი, სილამაზის სალონი, სამკერვალო და სახელოსნოები. დასაქმების მომდევნო _ ყველაზე გავრცელებულ სფეროებს წარმოადგენს მშენებლობა, სადაც დასაქმებულია რესპონდენტთა 16,4%, დაცვის სამსახური _ 9.8%. მხოლოდ ერთი  რესპონდენტი აღმოჩნდა დასაქმებული სამთავრობო სტრუქტურაში.

ახალგაზრდები დასაქმებულები არიან შემდეგ პოზიციებზე: მზარეული, მიმტანი, სტილისტი, მშენებელი, ოპერატორი ქარხანაში, კონსულტანტი სავაჭრო ობიექტში, მუშა, ხელოსანი, ანიმატორი, მოცეკვავე, მკერავი, ხელოსანი, გადია, დამლაგებელი და სხვა.

რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია სამუშაო ანაზღაურებით, სამუშაო გარემოთი, დასაქმების ადგილებში თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებით, ასევე, თავად დამქირავებლის/დამსაქმებლის (დაქირავებული თანამშრომლის შემთხვევაში) მათდამი დამოკიდებულებით. ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებითაც.

რესპონდენტთა იმ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად არ არის დასაქმებული, ნახევარს (50%) უცდია მუშაობის დაწყება სამთავრობო ან კერძო სტრუქტურებში/დაწესებულებებში; ხოლო მეორე ნახევარს - 40.5% არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია ამ მიზნით.

რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომელსაც არ უცდია დასაქმება, მიაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში უშედეგო იქნება სამსახურის ძიების პროცესი, ამიტომ არანაირი ქმედებისთვის არ მიუმართავთ. მცირე ნაწილი, ამის მიზეზად საოჯახო საქმიანობას ან სწავლას ასახელებს. ერთი რესპონდენტის მხრიდან მოტივაციის არქონა, სამსახურის მოძებნის თვალსაზრისით, შეზღუდული შესაძლებლობებითაა გამოწვეული, კიდევ ერთის _  მონასტერში ცხოვრებით.

ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი, მიზეზად  ასახელებენ დაბალ ანაზღაურებას, არასაკმარის კვალიფიკაციას და მიუღებელ სამუშაო პირობებს. სტატისტიკურად მცირე პროცენტი სხვა გარემოებებზე მიუთითებს, როგორიცაა: დამსაქმებლის მიერ კადრის არასამართლიანად შერჩევა, საცხოვრებელი ადგილიდან დასაქმების ადგილის სიშორე, დედაქალაქში ცხოვრებისთვის და დასაქმებისთვის დამატებითი თანხების აუცილებლობა, ჯარში გაწვევა, ოჯახის წევრის მოვლა. 

რესპონდენტების ძირითადი ნაწილი _ 43.9%, ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს; ამიტომ, ძირითადი ნაწილი დღეისათვის ცხოვრობს იმ საცხოვრებელში, სადაც ცხოვრობს ოჯახი. 6% ცხოვრობს საკუთარ სახლში, 4% _ ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდის "საქართველოს კარიტასი" ახალგაზრდულ საცხოვრისში; 4% _ ბარაკის ტიპის (ფიცრულ) საცხოვრებელში, 6% _ მონასტრის კელიაში, ხოლო 1% _ საერთო საცხოვრებელში.

ახალგაზრდების 45% ცხოვრობს ოჯახის კუთვნილ საცხოვრებელში, 31%-ის ოჯახს ბინა/სახლი აქვს ნაგირავები, 6% ახლობლის კუთვნილ საცხოვრებელში, რომელშიც არ იხდის საფასურს, მცირე პროცენტი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტსა და მონასტერში. 

რესპონდენტების მიერ უმთავრეს პირად პრობლემად დასახელდა საკუთარი საცხოვრებლის არქონა (25.8%). შემდეგ საფეხურზეა სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის არარსებობა (22.7%), დასაქმება (21.1%), ურთიერთობის დამყარების/აღდგენის პრობლემა ოჯახის წევრებთან/ნათესავებთან (9.4%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემები (7.8%), დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის არქონა (3.9%), ქალაქში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა (2.3%).

ოჯახებში არსებული პრობლემებიდან, განსაკუთრებული სიმწვავით, გამოკითხულთა 27.9%-მა გამოჰყო არასაკმარისი ფინანსები, 14.4%-მა _ ოჯახის წევრების დასაქმება, 12.4%-მა _ საბინაო პირობები, 10.4%-მა _ კომუნალური გადასახადების გადახდა, 7.5%-მა _ მედიკამენტების შეძენა, 5.5%-მა _ ვალებისა და კრედიტების გადახდა, 5.0%-მა _ ოჯახში არსებული კონფლიქტები, 3.0%-მა ტანსაცმლის შეძენა, 3.0%-მა _ სამედიცინო მომსახურება.

ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ: რესპონდენტები მათი ოჯახების წინაშე მდგარი პრობლემებიდან განსაკუთრებული სიმწვავით გამოყოფენ არასაკმარის ფინანსებს (27.9%), ოჯახის წევრების დასაქმებას (14.4%), საბინაო პირობებს (12.4%), კომუნალური გადასახადების გადახდას (10.4%).

რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებს

და ბოლოს, “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა: რეკომენდაციებს, რომელიც შეიმუშავეს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში კვლევის დასრულების შემდეგ, მოჰყვა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემა.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისსოციალური კომპონენტის მენეჯერის სალომე ჭიჭინაძის თქმით, რეკომენდაციები იქნა გაცემული შემდეგი უწყებებისთვის:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის; ადგილობრივი თვითმმართველობისთვის; სოციალურ მუშაკთა ასოციაციისთვის

“რაც შეეხება გამოხმაურებას, სახელმწიფო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ კვლევის მიგნებების შედეგად გაწეული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. აქვე დავსძენთ, რომ ორგანიზაცია, როგორც კოალიცია ‘’ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საბჭოს წევრი ლობირებს აღნიშნულ რეკომენდაციებს სხვადასხვა პლატფორმაზე“, _ გვითხრა სალომე ჭიჭინაძემ.

სალომე ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს შემდეგ რეკომენდაციებზე რეაგირება _ შემუშავდეს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ საკითხებს/კომპონენტებს სამიზნე ჯგუფის დახმარების მიმართულებით; დამოუკიდებელ ცხოვრებაზე გადასვლის ეტაპზე ტრანზიტული მხარდამჭერი მომსახურებების (ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურება, თავშესაფარი, დასაქმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და სხვა) განვითარება  სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისთვის; ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგიული მიდგომა, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ მუნიციპალიტეტის ადმინისტრირებულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...