"სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"

საზოგადოება

"სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"

2020 იან 27 15:03:35

ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ.

როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს.

_ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.

 აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს.

_ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა.

სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა.

_ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს:

_ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია.

_ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომ ჩვენია? ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ.

"გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს მიადევნებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია ... ...
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლა ჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...
  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი გნგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ზალკანიანს იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებს საზოგადოება გაგებით მოეკიდება, თუმცა მისივე თქმით ამ დიდი შეხვედრის ჩატარება საქართველოსთვი ძალიან მომგებიანი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...