„სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"


საზოგადოება

„სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"

6 ივლ. 2020, 18:24:27

„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა.

გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

საქართველოს ბანკი:

ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL

მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე

პირადი ნომერი: 37001047801

ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში.

P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის.

გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა.

ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება.

ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო.

გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას.

ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“.

ამავე თემაზე:

ხანძარი სამტრედიაში (ვიდეოკადრები)




 ახალი ამბები
  • ნათლისღების განთიადს ოზურგეთი თოვლით შეხვდადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვლის მცირე საფარი იდო. თუმცა, დილის ცხრა საათის შემდეგ თოვა მატულობს. ოზურგეთის ქუჩებში ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს. „გურია ნიუსი“ მთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა. ყველაზე ადრიანად სოფელ მთისპირის წარმომადგენელი გამოგვეხმაურა._ ჩვენთან შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარი ამ წუთებში დიდი არ არის. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა თოვა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. მე ახლა გავდივარ სოფელში, შემოვლაზე, _ გვითხრა მაია ... ...
  • ბაკურიანში დიდი თოვლი მოვიდაკურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • გაბუნია ვაქცინაციაზე: ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ იმუნურობის საჭირო დონის მისაღწევად, ზრდასრულების 60%-ის აცრაა საჭირო. "სამიზნე მაჩვენებელი - ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად - არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმუნურობის დონის გარანტია, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არიას ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და მაღლი რისკის სხვა ჯგუფები", - ამბობს გაბუნია. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. "ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია". ამავე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ ... ...
  • ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას გაქრობას" უწინასწარმეტყველებსოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიების ნაწილის განცხადება, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, შანტაჟია. ინჯია ოპოზიციას "გაქრობასაც" უწინასწარმეტყველებს: "შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგალითად, რომელიღაცა სოფელმა და იმ პარტიამ, ვისაც 0,5% აქვს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, მაგრამ ეს არის შანტაჟი სხვადასხვა მეთოდებით. თვითმმართველობის არჩევნები როდის იქნება, ჯერ გამოცხადებული არ არის და ვნახავთ, ვინ დარეგისტრირდება. ვფიქრობ, რომ ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თუ არ მიიღებენ, ისინი უახლოეს წლებში საერთოდ გაქრებიან“, _ ამბობს ინჯია. შეგახსენებთ, რომ ინჯია პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით ... ...
  • გიორგი ვაშაძე - ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებულიჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ. გიორგი ვაშაძე ელისაშვილის ამ განცხადებას ჭორაობას უწოდებს. „ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან. „არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....