სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

gurianews.com

საზოგადოება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებს

2018 იან 20 12:04:58

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი.

"NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.

PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. 

აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.

რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში.

 




 ახალი ამბები
  • ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ღიმილისმომგვრელია“ ეს ჩანაწერები, რადგან ეს საკითხები აქტუალური აღარც არის. ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.  „კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ნაცმოძრაობამ "რუსთავი 2"-ის მეშვეობით,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების საუბრების შინაარსი „კომიკურია.“ „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყიფიანი ჩანაწერებში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ამ ბიზნესს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა. ლევან ყიფიანი ჩანაწერების პირველ ნაწილში დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს, მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე ... ...
  • ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის ნება არ მისცეს პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენ თვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ, რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ _ განაცხადა ზაზა ... ...
  • "თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ" (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს. „არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება“, - განაცხადა სალომე ... ...
  • იტალიაში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყაიტალიაში 31 წლის გიორგი ფერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ზღვამ გამორიყა. ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მათი თქმით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა. ისინი მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ. "ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. გიორგი ფერაძე ბაღდათის მუნიციოალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. წყარო: ... ...
  • შსს-მ ლანჩხუთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?