ახალციხეში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს (R)

საზოგადოება

ახალციხეში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს (R)

8 აგვ. 2020, 20:25:01

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე -ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, დავით ფეიქრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ახალციხის ცენტრალურ სკვერში შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ახალციხის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა (აბრამაშვილმა) კი გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, სამცხე-ჯავახეთიდან, 6 ჯარისკაცი შეეწირა;

 32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან იყო. იგი, გორის ჯავშან-სატანკო ბატალიონში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ომი რომ დაიწყო.  თამაზი, 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპა.

თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიაშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა მედლებით: ''მხედრული მამაცობისთვის'' და ''სამშობლოსათვის თავდადებული''. მისი სახელი ქვია ახალქლაქის ერთ–ერთ ქუჩას, ასევე სოფელ კოთელიის საჯარო სკოლას, რომელიც 2012 წელს გახისნა.

III ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, ალექსანდრე ზაზაშვილი ადიგენიდან იყო; ცხრა აგვისტოს, ცხინვალში სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა დაბომბილი ტერიტორიიდან დაჭრილები გაჰყავდა; იგი ტანკზე იჯდა, როცა კასეტური ბომბი ჩამოვარდა... ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს ადიგენის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა.

27 წლის დევი ჩადუნელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანიდან იყო. მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა.  დევიმ სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა და კიდევ აპირებდა წასვლას. დევი ჩადუნელი, ცხრა აგვისტოს, ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებენ, წინა ხაზიდან დაჭრილები გამოყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშან-ჟილეტი გაუხდია და მისთვის მიუფარებია; მისი მეგობრები ყვებიან, რომ წელს ზემოთ შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო".

ცხინვალში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ, რუსულმა მხარემ მათი დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც გამსკდარი ჭურვი დევი ჩადუნელს მარცხენა მხარში მოხვდა;ახლოს ტაძარი იყო და ბიჭებისთვის უთქვამს ტაძართან მივიდეთ, იმასაც ხომ არ დაბობმავენო, მაგრამ მანამდე დაიჭრა. მერე ტაძრის კედელთან მიმჯდარა და ბიჭებს ეუბნეოდა დამტოვეთ და თქვენ წადითო. დაჭრილმა რამდენიმე საათი გაძლო, სასწრაფო დახმარებამ ვერაღ მიუსწრო"...

გარდაცვლილი დევი ჩადუნელი, ბრძოლის ველიდან, თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. კაპრალი დევი ჩადუნელი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა  მედლით''მხედრული მამაცობისათვის''.ადიგენში, ერთ–ერთი ქუჩა, მის სახელს ატარებს.

არტემ ბალახაშვილი სოფელ უდეს მკვიდრი იყო, ქუთაისის მესამე ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. იგი 11 აგვისტოს, სოფელ ბროწლეთთან, რუსების მიერ ნასროლმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. არტემის მამა, გურამ ბალახაშვილი, უკვე 11 წელია, შვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირს ატარებს. უდეს პირველ საჯარო სკოლასთან არსებული მინი სტადიონი, არტემ ბალახაშვილის სახელობისაა. ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი ჰქვია ადიგენში ერთ–ერთ ქუჩასაც.

24 წლის, წარმოშობით  ახალციხელი კაპრალი, ანზორ გელდიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მებრძოლი იყო; 11 აგვისტოს, გორის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა; მისი თანამებრძოლების იხსენებენ,რომ 8 საათი ებრძოდა დაჭრილი სიკვდილს, მოძღვარი მოუთხოვია ბოლოს, მამა სერაფიმემ აზიარა, თურმე, სიკვდილის წინ; დაჯილდოვებულია მედლით''მხედრული მამაცობისათვის''.

20 წლის კაპრალი, ტარიელ ქამაშიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანიდან იყო; III ქვეით ბრიგადაში ირიცხებოდა; 9 აგვისტოს,მისი ბრიგადა, ცხინვალში შევიდა; ახალგაზრდა კაპრალის ოცეული სამთავრობო შენობასთან ჩასაფრდა. სწორედ იქ იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ, ორმხრივი სროლის დროს.   სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით ''მხედრული მამაცობისათვის''. (R)




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...