საპროტესტო აქცია მეათე საჯარო სკოლის ეზოში

საზოგადოება

საპროტესტო აქცია მეათე საჯარო სკოლის ეზოში

19 სექ. 2020, 12:36:52

თბილისში, მეათე საჯარო სკოლის შენობის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ითხოვენ განათლების სამინისტროსგან მეათე სკოლის შენობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მოთხოვნას, ასევე პასუხის მიღებას ითხოვენ სამინისტროსგან  მასწავლებლებისა და მშობლების წერილობით მიმართვებზე და დასაბუთებას, რატომ არ ხვდება მინისტრი ან მისი მოადგილე სკოლის წარმომადგენლებს.

სკოლის ეზოში შეკრებილი ადამიანები ამბობენ,რომ  მხარს  უჭერენ  სკოლის ყოფილ დირექტორს ბელა ხუბუტიას, რომელიც მათი თქმით,  ამ დრომდე დამოუკიდებლად აქტიურობდა და სამსახურის ფასად გადაიტანა დიდი ბრძოლა, რომ 22-ე სკოლის  გარემო, სადაც სწავლის გაგრძელება მეათე სკოლის მოსწავლეებს შენობის ავარიულობის გამო მოუხდათ, მათზე მორგებული ყოფილიყო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2017 წლიდან სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

სწორედ ამ მიზეზით მეათე საჯარო სკოლამ შეიცვალა ლოკაცია და დიდუბის რაიონში გადავიდა იმ იმედით, რომ ძალიან მოკლე (გონივრულ) დროში სწავლას სკოლის მოსწავლეები ისევ ამ სკოლის შენობაში გააგრძელებდნენ.

ისინი ამბობენ, რომ  განათლების სამინისტრო არ ჩქარობს, მეტიც, ტენდერის პირველი ეტაპი, რომელიც კარგა ხანია დასრულებულია, ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ დამტკიცებულიც არ არის.

"ჩვენი მოთხოვნებია სკოლის დროული რეაბილიტაცია. მეათე საჯარო სკოლა არის სავალალო მდგომარეობაში, ნგრევის პირას მისული. ამ ეტაპზე ბავშვები დაგვყავს წერეთლის გამზირზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში. ეს არის დიდი დისკომფორტი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის. ამიტომ ვითხოვთ ტენდერის დროულ გამოცხადებას და რეაბილიტაციას, რაზეც განათლების სამინისტროდან გვაქვს პასუხი, რომ განიხილავენ და მომავალ წელს აპირებენ გაკეთებას. არ გვაქვს კონკრეტული პასუხი, დროში გაწელილია და ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ დაჩქარდეს ტენდერი და შემდეგ უკვე რეაბილიტაცია მოხდეს სკოლის ამ ტენდერის პირობებით. გარდა ამისა დირექტორი, ქ-ნი ბელა იქნა გათავისუფლებული და ვითხოვთ, რომ ის დროულად დაბრუნდეს სკოლის დირექტორის პოზიციაზე. ჩვენი მიზანი არ იყო აქციების გამართვა და მაქსიმალურად ვერიდებოდით, მაგრამ იძულებული გაგვხადეს",_ ამბობს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი, დავით კობიაშვილი.

გარდა ამისა, მშობლები, რომლებსაც ბავშვები მეათე საჯარო სკოლაში დაჰყავდათ, შიშობენ, რომ სკოლის შენობა შესაძლოა გაიყიდოს.

„გურია ნიუსი" ამ საკითხების შესახებ პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სკოლის გაყიდვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე-10 სკოლის შენობა არის სარეაბილიტაციო და ბუნებრივია იგეგმება მისი რეაბილიტაცია. სკოლის ბავშვები დროებით გადაყვანილნი არიან 22-ე საჯარო სკოლაში. საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ეს შენობა იყიდება არის ტყუილი.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მას გაუვიდა 6-წლიანი ხელშეკრულების ვადა. ბუნებრივია, მას შესაძლებლობა აქვს დარჩეს სისტემაში ან სამომავლოდ, მონაწილეობა მიიღოს დირექტორების კონკურსში, რომელსაც გამოაცხადებს განათლების სამინისტრო",_ ამბობენ უწყებაში.




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...