სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა სასწრაფო დახმარების მოლოდინში

საზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა სასწრაფო დახმარების მოლოდინში

6 ივნ. 2019, 12:55:55

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  ახალი სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა ჯერ კიდევ  2017 წელს დააანონსა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ, როცა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე  დეპუტატებისგან იმ წელს გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ განკარგულებაში ცვლილებაზე  თანხმობა ითხოვა.

ლევან ჩხაიძის მაშინდელი მოხსენებით, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის ღირებულება 161 545 ლარს შეადგენდა, პროექტის გახორციელება აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლოსთვის დასრულებულიყო.. მაშინ სხდომათა დარბაზში მყოფმა უკლებლივ ყველა დეპუტატმა ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირა, თუმცა, ზოგმა ის ტერიტორია დაიწუნა, სადაც ამ ცენტრის მშენებლობა იყო გათვალისწინებული _ აქცენტი ქალაქის პირველი ბაღისა და სარეაბილიტაციო ცენტრ "იავნანას" მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდებოდა და სხვათა შორის, ამ ადგილზე მშენებლობას, დეპუტატების გარდა, საფრთხის შემცველს ხედავდნენ უბრალო ადამიანებიც:

"სასწრაფო დახმარება მუდმივ რეჟიმშია მობილიზებული, რასაც ხმაური და ბევრი სხვა საკითხი მოსდევს თან. იქვეა საბავშვო ბაღი და ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი, პირველი საჯარო სკოლაც, ამიტომ მიზანშეუწონელია ეს ადგილი ამ ცენტრის მშენებლობისთვის. იმდენი ტერიტორიაა ამ ქალაქში, რომ გაცილებით უკეთესი ადგილის შერჩევაც ადვილად შეიძლება", _ ამბობდნენ ისინი. თუმცა, მათი კრიტიკული მოსაზრება არავინ შეისმინა და ზუსტად იმ ადგილზე დაიწყო მშენებლობა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის ექსგუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს კიდეც და ხაზი გაუსვეს, რომ წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა და რომ მალე საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში დაიდებდა ბინას.

მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა გახორციელდა, აქედან ორი გურიაში _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.

ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი შენობა მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2018 წლის ბოლოს გახსნა.

რაც შეეხება ლანჩხუთს, ერთი შეხედვით, ამ დასრულებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოები კარგა ხანია, აღარ მიმდინარეობს, მაგრამ, რაც დრო გადის, იქ სიტუაცია უარესდება და შენობის გარე ფასადის უბრალო თვალის შევლებითაც კარგად ჩანს, რომ იქ სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელია _ ჩამოშლილია ბათქაში, ბზარები შეიმჩნევა კედლებზე და ალაგ-ალაგ ჩამოყრილია საღებავი.

ის, რასაც ზედაპირზე ყველა ხედავს, როგორც ჩანს, შეუმჩნეველია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისთვის _ ალექსანდრე სარიშვილი უარყოფს, რომ ახალაშენებული შენობა დაზიანებულია. მერი, ღონისძიებაზე ყოფნის გამო, ჩვენთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და გვითხრა, რომ ადგილზე მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩასატარებელი.

სარიშვილისგან განსხვავებით, პრობლემების არსებობას ადასტურებს მერიის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. ჩხაიძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებს შპს "ბილდ მენეჯმენტი" ასრულებდა, ხოლო მშენებლობის მიმდინარეობას ზედამხედველობას "რეალ ექსპერტი" უწევდა. მისივე თქმით, მშენებლობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა და ის დაზიანებები, რაც სასწრაფო დახმარების ახალ აშენებულ შენობაზეა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შეფერხებითაა გამოწვეული:

"შენობის გარკვეული დაზიანებები მისმა უმოქმედობამ გამოიწვია _ აქ მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიღა იყო დარჩენილი და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტენდერი, რომელიც საამისოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უნდა გამოეცხადებინა, რამდენჯერმე ჩავარდა.

სწორედ ამ სამუშაოების შეფერხებამ გამოიწვია შენობის დაზიანება, ნესტის გამო გარკვეული ხარვეზებია შენობის შიგნით და გარე ფასადზეც ბათქაში ჩამოვარდა. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ მიმდინარეობს ამ ხარვეზების აღმოფხვრა", _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დაიწყება:

_ ეზოს კეთილმოწყობაზე ერთი ტენდერი ჩავარდა და ახალ ტენდერს მალე გამოვაცხადებთ. რაც შეეხება უშუალოდ შენობას, ის მერიამ ააშენა და როგორც ვიცით, მშენებელს აქვს ვალდებულება ხარვეზების გამოსწორების. ჩვენ ვიცით ამ ხარვეზების შესახებ, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. ხარვეზები დაფიქსირდა არა მხოლოდ ფასადზე, არამედ შენობის შიგნითაც. ამ დროისთვის შიდა პრობლემები მოგვარებულია და ფასადზე არსებული ხარვეზებიც მალე გამოსწორდება, _ გვითხრა  თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, შენობის შიგნით და გარეთ არსებულ ხარვეზთან არაფერ შუაშია არაა ეზოს კეთილმოწყობა:

_ ცოტა გაუგებარია, რა კავშირშია ეზოში ჩასატარებელი სამუშაოები ახალაშნებულ შენობაში არსებულ ხარვეზებებთან. ეს მშენებლობის ხარვეზია, რომელიც, როგორც გითხარით, მშენებელმა მალე უნდა გამოასწოროს, _ გვითხრა თალაკვაძემ, და აღნიშნა, რომ ახალ შენობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გადავა.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...