სერტიფიკატის მოპოვება სწავლების გვერდის ავლით?

საზოგადოება

სერტიფიკატის მოპოვება სწავლების გვერდის ავლით?

2018 სექ 13 16:25:00

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მასწავლებელთა და მეთოდისტთა გადამზადება ხდება. ფაქტობრივად, ეს ყველა მასწავლებელს ეხება, თუმცა, წყაროსვე ინფორმაციით, პედაგოგთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი მიიწვიეს გადასამზადებლად, დანარჩენი კი ტრენინგს მიღმა დატოვეს.

მაკა ჭყონია

მიზეზი იმისა, რომ მეორე ცვლის მასწავლებლები ტრენინგს მიღმა დარჩნენ, წყაროს მტკიცებით, არის ის,

რომ ფული არ არის სამყოფი, რომ ყველა გადაამზადონ: "თუმცა, სასერტიფიკაციო სიაში მოხვდნენ ადმინისტრაციული სფეროს თანამშრომლებიც. ტრენინგი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ მასწავლებლებისთვის და მეთოდისტებისთვის არის განკუთვნილი", _  ამბობს წყარო.

წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, ტრენინგის პარალელურად, თითოეული თანამშრომლისგან ათ ლარს აგროვებენ და თუ რისთვისაა ეს თანხა განკუთვნილი, დადგენა ძნელი არ უნდა იყოს:

_ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სასერტიფიკაციო სიაში შეიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი თემურ მოქია; ასევე, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც, _ გვეუბნება წყარო და დასძენს, რომ "მათ სერტიფიკატი ტრენინგის გაუვლელად უნდა გადასცენ. მიზეზი და მიზანი ამისა კი არის ის, რომ, სავარაუდოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვლავ განათლების სისტემისთვის დაქვემდებარებას ვარაუდობენ და ადგილს იმზადებენ".

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას ესაუბრა:

_ ქალბატონო მაკა, რა სახის ტრენინგი ტარდება ახლა სკოლამდელ დაწესებულებაში და მართალია თუ არა, რომ პედაგოგთა წარდგენა სუბიექტური შერჩევით მოხდა?

_ ეს არის ხუთდღიანი ტრენინგი: "სასკოლო მზაობის სტანდარტები და ბავშვებზე ძალადობა, ძალადობის ფორმები და პრევენცია". შარშან, როგორც გვითხრეს, სოფლების ბაღების აღმზრდელებს ჰქონდათ გავლილი. მოვიკითხეთ და ვისაც არ ჰქონდა გავლილი, ისინი ჩავრთეთ. ასევე, დავუძახეთ ქალაქის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს. სულ 64 პედაგოგი მონაწილეობს და გაიცემა 64 სერტიფიკატი. ნელ-ნელა ყველა გაივლის ტრენინგს და არავინ არ დარჩება ტრენინგგაუვლელი. სრული სიცრუეა, რომ შერჩევა ვიღაცის სურვილის მიხედვით მოხდა.

_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თემურ მოქიაც მოხვდა იმ სიაში, ვისაც სერტიფიკატი უნდა გადაეცეს ტრენინგის გაუვლელად.

_ რა სისულელეა? რაში სჭირდება თემურ მოქიას ეს სერტიფიკატი? საერთოდ არ მისულა იქ. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ 64 პედაგოგი მონაწილეობს ტრენინგში და 64 მიიღებს სერტიფიკატს. სიცრუეა მოქიას მიმართ ასეთი ინფორმაციის გავრცელება...

_ ასევე, გვაცნობეს, რომ სკოლამდელი აღზრდის ერთ-ერთი თანამშრომელი 10 ლარს აგროვებს თითოეული პედაგოგისგან. რა თანხაა ეს და რამდენს იხდით თქვენ თითოეული პედაგოგისთვის ამ ტრენინგში?

_ მე ვერ გეტყვით, რა თანხაა ეს. შესაძლოა, თავად სურთ რაიმე ღონისძიების ჩატარება. ეს მათი საქმეა. არ ვიცი ამის შესახებ. რაც შეეხება პედაგოგთა გადამზადებას, თითოეულისთვის 60 ლარს ვიხდით.

მაკა ჭყონიამ, ასევე, გვითხრა, რომ თუ საჭირო იქნება, სასკოლო მზაობის ტრენინგზე წარდგენილი პედაგოგების სიას წარმოგვიდგენენ, დამადასტურებელი საბუთებით.

"გურია ნიუსი", ასევე, ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს, თემურ მოქიას, რომელმაც გაიკვირვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელის სერტიფიკატი სურს.

_ რაში მჭირდება ეს სერტიფიკატი? მე მაქვს სერტიფიკატი, როგორც სკოლის დირექტორს. ასევე, მაქვს სერტიფიკატი, როგორც ქართული ენის მასწავლებელს. ასევე, მაქვს სკოლამდელ დაწესებულებაში რეესტრის წარმოების სერტიფიკატი. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ აღმზრდელის პროფესიას, მაგრამ აღმზრდელი არასდროს ვყოფილვარ. ეს სერტიფიკატი სჭირდება მას, ვინც აღმზრდელია და გარკვეული დროის შემდეგ იქნება აღმზრდელ-პედაგოგი.

_ ამბობენ, რომ სკოლამდელი დაწესებულებები კვლავ განათლების სისტემას უნდა შეუერთდეს...

_ შეიძლება არ შეუერთდეს და მართვის კუთხით, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, სკოლებიც მუნიციპალურში გადმოვიდეს. კანონი სკოლამდელთა აღზრდის შესახებ განათლების სამინისტრომ მოამზადა, მეთოდური კუთხით მაინც სამინისტროა ჩართული და რომც მოხდეს გადმოსვლა, მეთოდურ მხარეს მაინც სამინისტრო დაიტოვებს. ამ თემას რაც შეეხება, საბავშვო ბაღებთან კავშირი, სამსახურიდან გამომდინარე მაქვს. აღმზრდელი არასდროს ვყოფილვარ და არც სურვილი მაქვს. ვიმეორებ, შეურაცხყოფას არ ვაყენებ ამ პროფესიას, მაგრამ რაში მჭირდება აღმზრდელის სერტიფიკატი? _ გვითხრა მოქიამ.




 ახალი ამბები
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...
  • სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოკლედ მიმოიხილა წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. შეეხო იმ ძირითად მოვლენებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესის საგანი იყო მთელი წლის მანძილზე. სახალხო დამცველმა ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესზე, შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს განხორციელებულ შეწყალებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე, დევნილთა ავარიული შენობებიდან (ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან) გამოყვანის აუცილებლობაზე. დისკრიმინაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწასა და გამოვლენილ შემთხვევებზე. ყურადღება გაამახვილა უსაფრთხო შრომის პირობებზე ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.  ცნობისთვის, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას. დეკლარაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 10 დეკემბერს აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს. საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს დეკლარაციის მთავარ მისწრაფებას შეიქმნას ისეთი მსოფლიო, „რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე“. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს