"სესხით ნაყიდ სახლში არც მთავრობა მაყენებს და არც სტიქია"

საზოგადოება

"სესხით ნაყიდ სახლში არც მთავრობა მაყენებს და არც სტიქია"

2018 ნოე 14 21:43:58

"ყველანაირი გასაჭირი ჩემ თავზე დაბრუნდა წისქვილის ქვასავით. მამისეული სახლიდან გვიან გადმოვედი ცალკე საცხოვრებლად, გავიყავით. ახლა სამოცი წლის ვარ. სესხით ვიყიდე ერთი სახლი, აქვე, ჩვენს სოფელში. იგი ძველი აშენებულია, თუმცა, სახურავი არაფრად ვარგა _ დაცრეცილი, დაგლეჯილი თუნუქია, ყველგან წყალი ჩამოდის. ოდნავ ქარი და წვიმა რომ არის, ოთახში არ შეისვლება.

ახლა შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნებს ზედიზედ მიგზავნის, საგადასახადო ვალდებულება გაქვს და ორმოცდათექვსმეტი ლარი გადაიხადეო. დღემდე ვიხდი სესხად აღებულ ფულს, რითაც ეს სახლი ვიყიდე. რომელს გავუმკლავდე _ სახლის საყიდლად აღებულ სესხს, ყოველ გაწვიმებაზე "ტაშტებით" სირბილს, მით უფრო, როცა სტიქია ძალზე მძლავრობს თუ გადასახადის მოთხოვნებს? მოკლედ, სესხით ნაყიდ სახლში არც მთავრობა მაყენებს და არც სტიქია", _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მკვიდრი, გიორგი მჟავია.

"გურია ნიუსი" გიორგი მჟავიას შინ ეწვია. მდგომარეობა მართლაც სავალალოა, რადგან ორსართულიან ძველ სახლს სახურავი გაცილებით ძველი და დაზიანებული აქვს. თუნუქის სახურავი ჟანგისგან ისეა დაცრეცილი, წყალი ყველგან ჟონავს და თითოეული ოთახის ჭერი და კედლები დაზიანებულია.

_ რაც ჭურჭელი მაქვს, კი ხედავთ. ჯერ ამ სახლის საყიდლად აღებული სესხი არ გადამიხდია. სახლი რით გადავხურო? ყანა დავთესე, კიდეც გავთოხნე და შევწამლე, მაგრამ ახლავე გაჩვენებთ, როგორი სიმინდი მიყრია ნალიაში _ ფაროსანამ მაინც გამიოხრა. პირუტყვს თუ ვაჭმევ, თორემ ადამიანს არ ეჭმევა. ასეთ დღეში ვარ. არ მითხრათ, ახლა, ზარმაცი ხარო... _ გვეუბნება ის.

კითხვაზე, მიმართა თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ავთანდილ მჟავია ამბობს, რომ წერილობით არ მიუმართავს. ერთხელ იყო და უთხრეს, რომ განცხადება უნდა დაეწერა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ ავთანდილ მჟავიას განცხადება მერიაში არ შესულა და განმარტეს, რომ მან უნდა მიმართოს სოფლის ადმინისტრაციას წერილობით. შემდეგ განცხადება შემოვა მერიაში და განიხილავენ ინფრასტრუქტურის სამსახურში.

რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებას ქონების გადასახადზე, მჟავია მიიჩნევს, რომ მას არ უნდა ეკისრებოდეს ქონების გადასახადი, რადგან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი ორმოცი ათას ლარს არ შეადგენს.

მჟავიას საკუთრებაშია ექვსას სამოცდაათი კვმ. საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც თხილის და ხეხილოვნების ნარგავები აქვს. ასევე ფლობს საყანე ფართობს.

 ადვოკატი კახა ჩავლეშვილი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად, პრივატიზაციის შემდეგ, საკუთრებაში შეძენილ ქონებაზე არსებობს გადასახადი. ამას აქვს კანონის სახე. დანარჩენი, საკუთრების მეპატრონემ თავად უნდა გაარკვიოს.

გიორგი მჟავიას, რატომღაც, დახმარების იმედი ყოველმხრივ გადაწურული აქვს, თუმცა, ის, როგორც თავად ამბობს, დღემდე არ მისულა ოფიციალური განცხადებით ხელისუფლებასთან და მხოლოდ ახლა დარწმუნდა, რომ მერიაში ოფიციალური განცხადება უნდა წარადგინოს.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...