შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია - საია

საზოგადოება

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია - საია

20 ივნ. 2017, 11:56:56

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც  შპს ,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს” ავტორიზაცია გაუუქმდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება.

საია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სკოლას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას  გაუუქმდა ავტორიზაცია, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიაზაციის საბჭომ აშკარად შეუსაბამო და არათანაზომიერი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შედეგად პირთა ჯგუფისათვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები) განათლების, შრომის და პიროვნული განვითარების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოჰყვა.

საია-ს მიერ შესწავლილი დოკუმენტებით  ირკვევა, რომ სკოლას ავტორიზაცია 2015 წლის 04 სექტემბერს მიენიჭა.

ავტორიზაციამდე სკოლაში მიმდინარეობდა თურქულ ენაზე არაფორმალური სწავლების პროცესი, მაგრამ ვინაიდან სწავლების ფორმატი არ იყო შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, სკოლა  არ გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამდასტურებელ დოკუმენტს. გამომდინარე აქედან, თურქულენოვანი სექტორის არსებობას სკოლის ფარგლებში არ ესაჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვა. მაგრამ ავტორიზაციის მინიჭებისას სკოლას მიეცა რეკომენდაცია თურქულენოვანი სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორზე გადაყვანის შესახებ.  მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ჰქონდა უფლება არ გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი, მათ იხლემძღვანელეს ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თურქულენოვანი სექტორი გაუქმდა.

2015 წლის 25 დეკემბერს ავტორიაზაციის საბჭომ განიხილა შაჰინის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი, თუმცა, ექსპერტთა მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭომ ჩათვლა, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს თურქულენოვან სექტორში ჩარიცხულ მოსწავლეებთან დაკავშირებით პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა, ამიტომ,  სკოლის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზაციის გაქუმების თაობაზე შეწყდა.

2017 წლის 20-22 იანვარს, სკოლაში განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის არაგეგმური ვიზიტი, რის შედეგადაც მომზადდა დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა დაახლოებით ერთი წლის წინ თურქულენოვან სექტორიდან მოსწავლეების ქართულ ენოვან სექტროზე ჩარიცხვის პროცესი დადებითად შეაფასა, ამჯერად აღნიშნული დარღვევად ჩაითვალა. ასევე, კანონის უხეშ გადაცდომად იქნა მიჩნეული მიმდინარე სასწავლო პროცესში 5 მოსწავლისათვის მოსწავლის სტატუსის შეუჩერებლობა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით საია მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ისე მიიღო, რომ სრულყოფილად არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა. მაგალითად, ავტორიზაციის საბჭომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თურქულენოვან სექტორთან დაკავშირებით არსებითად ერთხელ ნამსჯელი ჰქონდა და არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოს მიერ დარღვევებად მოყვანილი გარემოებები რეალურად არსებობს, დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმება არ შეიძლება ადეკვატურ  და პროპორციულ ზომად მივიჩნიოთ.

სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების ფონზე, ჩნდება ეჭვები, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება რამდენიმე თვის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას კონსულმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას სკოლის დახურვის მოთხოვნით.

თურქეთის დაინტერესებას, აღნიშნული სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტასთან მიმართებით ადასტურებს ისიც, რომ თურქული მხარე საქართველოსაგან მოითხოვს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. მისი თურქეთისათვის გადაცემის დასაბუთებისას თურქული მხარე მიუთითებს, რომ თურქეთში, და მის ფარგლებს გარეთ, დაარსებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც კავშირი აქვთ ფეტულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებულ ორგანიზაცია FETO/PDY-თან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს“,_ აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საია ასევე მოუწოდებსქართულ მხარეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ დაუშვას მისი თურქეთისათვის გადაცემა.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...