„შეუფასებელია თქვენი ღვაწლის სამშობლოსათვის“ _ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ოზურგეთში

საზოგადოება

„შეუფასებელია თქვენი ღვაწლის სამშობლოსათვის“ _ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ოზურგეთში

2018 მაი 9 12:54:14

დღეს, ოზურგეთში, დიდი სამამულო ომის დასრულებისა და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ოზურგეთის თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე უძღვებოდა.

_ ჩვენ გვერდით არიან ისინი, ვინ საკუთარ თავზე გამოსცადეს ფაშიზმის სისასტიკე და ომის საშინელება. დღეისთვის, ოზურგეთში  შვიდი ვეტერანია რეგისტრირებული. მათ მუნიციპალიტეტის მერიამ საჩუქარი მოუმზადა,  თითოეულს 350 ლარის ოდენობით.  ხოლო  ვეტერანთა დეპარტამენტმა თითოეულს  600 ლარი გადასცა. მივესალმოთ  მათ და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ, _ მიმართა  ზაზა ჯინჭარაძემ შეკრებილ საზოგადოებას.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე თითოეულ ვეტერანს მიესალმა.

„შეუფასებელია თქვენი ღვაწლი ჩვენი სამშობლოსთვის. თქვენ ხართ მაგალითი, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული პატივი უნდა მოგაგოთ თქვენ, ვინც ჩვენს გვერდით ხართ და გითხრათ უდიდესი მადლობა. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრათ მუნიციპალიტეტის მერიას და ვეტერანთა საბჭოს, რომლებიც ყოველ წელს აწესებენ საჩუქარს თქვენთვის, _ მიმართა მან ვეტერანებს და ასევე, მილოცვა გადასცა პრემიერ-მინისტრისგან. გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ტარიელ თავდიშვილს, რომლის ინიციატივითაც ვეტერანებს უფასოდ ჩაუტარდებათ ნებისმიერი სამედიცინო გამოკვლევა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა ყველა ვეტერანს, რომლებმაც გაუძლეს ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი ომის საშინელებას.

_ წილობრივად საქართველომ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. გილოცავთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებული პატივით მინდა, მოვიგონოთ ისინი, ვინც შეეწირნენ ამ სასტიკ ომს და  მათი  საფლავი დღემდე არ ვიცით, _ თქვა მან.

საზეიმო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას 93 წლის ვეტერანი შოთა მანჯავიძე მიესალმა:

„გისურვებთ, არავის გენახოთ ის საშინელება, რაც ჩვენ ვიხილეთ. ბედნიერ და მშვიდობიან ქვყანაში გეცხოვროთ“, _ თქვა ვეტერანმა.

ვეტერანებს მიესალმა ფოლკლორული ანსამბლი „იადონი“.






 ახალი ამბები
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...
  • ტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავესტაქსის მძღოლი, რომელმაც უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ​„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • “ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“ - გურული მაშველი დააჯილდოვესქალაქ ბათუმში, შედგა იმ მაშველების დაჯილდოება, რომლებმაც წყალზე სამაშველო ღონისძიებებში  განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. გურიიდან სპეციალური სიგელი და ჯილდო გურიის საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველს, ნოდარ კალანდაძეს გადასცეს. ღონისძიებაზე ითქვა, რომ წელს, წყალზე სამაშველო განყოფილებებში უპრეცედენტო რაოდენობის სეზონური მაშველი მუშაობდა, რომლებმაც, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე, თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის, 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. “საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში 5 წელია ვმუშაობ. კერძოდ, გურიაში, ურეკის სანაპირო ზოლზე. წლევანდელ სეზონზე  40-ამდე ადამიანი მყავს გადარჩენილი, რისთვისაც, ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს.  ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემთვის აღმატებული გრძნობაა“, _ თქვა დაჯილდოვების ცერემონიაზე ნოდარ კალანდაძემ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბათუმში სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...