შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, პოლიციელებს ბინები გადასცა (R)

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, პოლიციელებს ბინები გადასცა (R)

25 თებ. 2020, 17:06:52

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ბუტა ანთაძის ოჯახს, პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში ბინები საჩუქრად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცათ.

ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი მადლობის სიგელი მიიღო.

„მივესალმები პატარა სტუმრებს, დიდი მადლობა, ქალბატონო ირმა, რომ მობრძანდით, პატარებთან ერთად, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. დღეს ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, თანადგომა და პატივისცემა ჩვენი გმირი პოლიციელების, მათი ოჯახების მიმართ. მე მინდა, გავიხსენო 2018 წლის ინციდენტი, როდესაც ჩვენი თანამშრომელი - ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, უმძიმესი, ასე ვიტყოდი. მოხდა მასზე თავდასხმა, რა დროსაც მიიღო უმძიმესი ჭრილობები. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით ბუტას გადარჩენა. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დღეს ბუტას ქალბატონის დაბადების დღეა. გილოცავ, ანასტასია, შვილო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ და ქალბატონო ირმა, თქვენ, თქვენმა შვილებმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბუტა ნამდვილად გმირი იყო და შეეწირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და დაცვას. დიდი მადლობა. ასევე, მინდა აქვე გავიხსენო ბათუმის ინციდენტი, როდესაც ჩვენი საპატრულო ეკიპაჟი გადაადგილდებოდა ბათუმში, ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და თავს დაესხა ოთარ თავართქილაძეს, მიაყენა უმძიმესი ჭრილობები ყელისა და კისრის არეში. მოხდა თავდამსხმელის ადგილზე დაკავება. ბატონმა ავთომ ისეთი სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მაღალი პროფესიონალიზმი, რომ ვუყურეთ ამ კადრებს, ყველა გაკვირვებული ვიყავით. დიდი მადლობა მას. ეს არ იყო მარტო ჩვენი თანამშრომლებისა და კოლეგების შეფასება, მოქალაქეებიც, ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებოდნენ - ასეთი რამ იშვიათად ხდება, ფილმებში გვინახავსო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყავით. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ მოქალაქეს, ბატონ რაულს, რომ გამოიჩინეთ სამოქალაქო გმირობა, გვერდში დაუდექით პოლიციელს. რომ არა თქვენ, შეიძლება, ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო პერსონალს, ვინც ჩაერთო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაატარა. ჩვენ ვიყავით, ვესაუბრეთ მათ, თქვეს, რომ ძალიან მძიმედ იყო ოთარი. დროულად მოყვანა... ის წუთები, ის წამები ყველაფერს ნიშნავდა. ყველას დიდი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, ბატონო პრემიერო, რომ მობრძანდით. თქვენთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ახლობელია. ვიცი, როგორ პატივს სცემთ ყველა რიგით თანამშრომელს, ხელმძღვანელებს. ძალიან ბევრი გააკეთეთ ნამდვილად და ამას ვაგრძელებთ. ბევრი სიკეთე გაკეთდა. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ თორნიკეს, ჩვენი თხოვნიდან გამომდინარე, უსწრაფესად გამოგვეხმაურა და გვერდში დაგვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ჩვენი გმირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს დღეს შესაძლებლობა მოგმართოთ თქვენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიციაზე საუბარი იმაზე ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ - ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. არაერთხელ მითქვამს ეს და ბევრჯერ, როდესაც მექნება შესაძლებლობა, ამას ყოველთვის გავიმეორებ. წარმატება არ იქნება მიღწევადი არც ერთ სფეროში, განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და ტურიზმით გაგრძელებული და კიდევ ბევრი მიმართულებით, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და, რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონებო, ამას უზრუნველყოფთ თქვენ.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც გააკეთა ეს ბუტა ანთაძემ. ძალიან კარგად გვახსოვს ის დღე, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ჩვენ მაშინ, ვისაც შეგვეძლო, ემოციურად ყველანი ვიყავით ბუტას გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ და ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ეს, ვიყოთ მისი ოჯახისა და შვილების გვერდით. მე მახსოვს ემოციური შეხვედრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ის პერიპეტიები, რომლებიც საგამოძიებო პროცესში გამოვიარეთ და ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით. მერწმუნეთ, ჩვენ ამას ყველაფერს შევასრულებთ. პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად, აგრეთვე, მისი ოჯახისა და მისი შვილების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ხოლო ის, რაც პატრულმა-ინსპექტორებმა - თავართქილაძემ და მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის ის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო, იქნება, მაგრამ რომლებსაც სჭირდება ღირსეული და შესაბამისი დაფასება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პატრულმა-ინსპექტორებზე - ოთარ თავართქილაძესა და ავთანდილ მჟავანაძეზე საუბრისას.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა და ამ ახალგაზრდა ბავშვების ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ბუტას ბიჭიც რომ გაიზრდება, მისი პირველი ოცნება იქნება პოლიციელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. მადლობას გიხდით თქვენ, ბუტას ოჯახს. ვუსურვებ პოლიციის რიგებს და საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ღირსეული პოლიციელი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ჰყავდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ ეს ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელიც ეხებოდა წახალისებას, ასე ვთქვათ, ოფიცრების, იმ გმირობისთვის, სიმამაცისთვის, რაც მათ გამოავლინეს. მე ქედს ვიხრი გარდაცვლილი პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე და მინდა, საჯაროდ კიდევ ერთი რამე ვთქვათ, რომ სახელმწიფო, ყველა, მთავრობა გააგრძელებს თქვენს თანადგომას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა.

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძე დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს - მიხეილ დილიმაშვილსა და პატრულ-ინსპექტორ ირაკლი იფშირაძეს კი გადაეცათ მედალიონები -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

გასული წლის 18 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან - ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. მოულოდნელად მოქალაქემ ოთარ თავართქილაძე ცივი იარაღით დაჭრა. ავთანდილ მჟავანაძემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. თუმცა, დაკავებისას, აღნიშნულმა პირმა მასაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. ოთარ თავართქილაძე საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ დილიმაშვილმა, პატრულ- ინსპექტორმა ირაკლი იფშირაძემ და ფაქტის შემსწრე მოქალაქემ - რაულ თებიძემ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და დაჭრილი პოლიციელი არ მიატოვა, საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს. (R)




 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...