სითი პარკი ბიზნესომბუდსმენისგან რეაგირებას ითხოვს


საზოგადოება

სითი პარკი ბიზნესომბუდსმენისგან რეაგირებას ითხოვს

19 მარ. 2018, 18:17:51

კომპანია სითი პარკის გენერალური მენეჯერი ბინიამინ ლაჰავი ბიზნესომბუდსმენსა და თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს და მისგან რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

"მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ"-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ყველაზე უარესი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყო ინვესტორის ხელშეკრულებითა და კანონით გარანტირებული უფლებები.

გაცნობებთ, რომ შპს „სი-ტი პარკს" ორი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ და დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. მიუხედავად მერის განცხადებებისა, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში იდავებდა, არც კი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის მხოლოდ ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.

„სი-თი პარკი" განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიამ უკვე დაწიყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კომპანიის მფლობელები ასევე ავრცელბენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით.

სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და უცხოელ ინვესტორებს მისცემთ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას სამართლიან გარემოში. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, თქვენი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით", - წერია კომპანიის გენერალური მენეჯერის მიმართვაში.

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის. 

კომპანია "სითი პარკმა" განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. 

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.




 ახალი ამბები
  • "19 იანვარს დიდი ღონისძიებები არ იგეგმება" _ დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილიშემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილი გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 19 იანვარს არ იგეგმება მათი მხრიდან დიდი ღონისძიებები. “პანდემიის გამო მდინარეში არ მოხდება საყოველთაო ნათლობა. ხვალ გაიმართება ყველა მოქმედ ეკლესია-ტაძარში წირვა, რის ბოლოს იქნება წყლის კურთხევა", _ გვითხრა მამა ბასილმა. მამა ბასილის თქმით, თუ ვინმე გავა მდინარეში, ეს იქნება საკუთარი ინიციატივით. "გურია ნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა ოზურგეთის ტაძრებში ტრადიციული ნათლობა, მამა ბასილი გვპასუხობს, რომ ნათლობას მასშტაბური ხასათი არ ექნება. “ვისაც ექნება სურვილი, ნათლობა გაიმართება, მაგრამ ეს მასშტაბურის სახით არ მოხდება", _ აღნიშნა მამა ბასილმა. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით დიდი შეკრება ქალაქ ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟზე იმართებოდა, სადაც საყოველთაო ნათლობა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. „დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, ოპოზიციური სპექტრიდან უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ინტერესები არის უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი და არ დარჩებიან სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მძევლებად“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდისეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების კლების ტენდენცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. „ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღონისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, - განაცხადა ამირან ... ...
  • როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებშიამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში. ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, მარინა ცინცაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ პასუხი, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება. „ვერ გეტყვით, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ კვირაში, სავარაუდოდ, შევხვდებით მერიას ეპიდემიოლოგებთან ერთად და გადავწყვეტთ. ალბათ, ამ კვირაში გვექნება ამაზე პასუხი“,_ გვითხრა ცინცაძემ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს ბაღის თანამშრომლების ტესტირება. გრაფიკი გვაქვს შედგენილი, რომელი ბაღი როდის მივიდეს ტესტის გასაკეთებლად. სავარაუდოდ, 10 დღეში ყველა თანამშრომლის პასუხი გვეცოდინება“,_ გვითხრა ... ...
  • ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე განბანვის ტრადიციული რიტუალი ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე მდინარეში განბანვის ტრადიციული რიტუალი? _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მიმართა.  დეკანოზის თქმით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი არ არის ჩატარდება  თუ არა განბანვის ტრადიციული რიტუალი. „გადაწყვეტილი არ გვაქვს. ღამით კომენდანტის საათია და თავს ვიკავებთ, უხერხულია. დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩავატაროთ“,_ გვითხრა მამა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....