„სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს

საზოგადოება

„სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ”:დიზელის საწვავზე ერთლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე ჩამოსწიეს

14 ივლ. 2020, 17:17:51

საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომლის მიხედვით ფერმერებს ერთი ლარის ფასდაკლებით სთავაზობდნენ დიზელის საწვავის შეძენას, დღეს ეს შეღავათი, მაქსიმუმ,  32 თეთრს  შეადგენს და ბენეფიციარები უკმაყოფილებას არ მალავენ. ისინი განსაკუთრებულ გულისწყრომას ბანკებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებში, რიგში დგომისას,  გამოხატავენ:

_ზუსტად ერთი ლარის ოდენობის შეღავათს შეგვპირდნენ, მერე რომ  მივხვდით, გვატყუებდნენ, ერთ ლარამდე გეხმარებოდითო. ახლა   1,48 თეთრს  ვიხდით  და სულ ერთი ლიტრი დიზელის საწვავი 1,87 ლარი ღირს. რა გამოდის? 39 თეთრია შეღავათი. თან ყოველ კვირაში აკლებენ. რა  ჰქვია ამას, თან  ახლა ვის სჭირდება საწვავი. ყანები დახნულ-დათესილია.  მოსავლის აღების და შეშის მოჭრის სეზონი ჯერ არ არის. სჯობს, ტყუილებს გადაეჩვიონ, დიზელის საწვავზე ლარიანი შეღავათი 39 თეთრამდე რომ ჩამოსწიეს. ტყუილია საქმე, თორემ არც მაგას გვაძლევდნენ და კი ვიყავით. როდის დასრულდება თვალლთმაქცური ტყუილები ამ ქვეყანაში? -გვეუბნებიან ფერმერები: სერგო ბოიაჯანი, ალექსანდრე ხინთიბიძე, გიორგი ლომჯარია, თინა ვაშაყმაძე და სხვები.

 მართლაც, როცა  პრემიერმა წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამი იყო, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“

 „გურია ნიუსი“ კვლავ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს. აქ მოგვცეს საშუალება, პროგრამის კოორდინატორთან, ლევან მიროტაძესთან გვესაუბრა.:

 ლევან მიროტაძე ადასტურებს, რომ ახლა  ნაკლებია  შეღავათი და ის 32   თეთრს შეადგენს. თუმცა,  ამას ასე ხსნის:

_ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში როცა გახორცილედა პროექტი, ბენზინგასამართ სადგურებზე 1,90 ლარი ღირდა დიზელის საწვავის ფასი. პროექტის მიხედვით კი _ 1,10 ლარი.   ჩვენი მიმართვის საფუძველზე მხოლოდ „სოკარმა“ შემოგვთავაზა იდეალური ფასი, ტენდერის ფარგლებში. თუმცა, ყოველ თვეში  იცვლება საწვავის კონსოლიდირებული ფასი. როცა დავიწყეთ პროექტი, მაშინ ფასი დაბალი იყო. დღეისთვის კი კონსოლიდირებული ფასი 1,66 ლარია. ახლა გამოდის შეღავათი 32 თეთრი. ეს შეღავათი წლის ბოლომდე გვაქვს გადანაწილებული და სავარაუდოდ, საწვავის ფასი უფრო დაიწევს. ციგრებით რომ ვისაუბროთ, ჯამში  2 მილიონ ლარზე მეტია დანაზოგი, - გვითხრა მან.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება (R)6 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი, ახალი პროექტების დაფინასებას განაგრძობს. ბანკისა და შპს ჯეო სტილის თანამშრომლობის შედეგად ლილოსთან, სოფელ გამარჯვებაში, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.  პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან მსგავსი საწარმოს  სხვა ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ბანკის დაფინანსების ფარგლებში  კომპანია აკუმულატორების გადამუშავებით აწარმოებს ტყვიას. „შპს ჯეო სტილი“  წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას  გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას პროექტის განხორციელების პროცესი  პანდემიის პირობებში არ შეუწყვიტავს, რადგან ბანკმა მას შესაბამისი ფინანსური დახმარება COVID 19-ის პირობებშიც გაუწია.  „საქართველოს ბანკსა და „შპს ჯეო სტილს“ დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. ამჯერად კი ბანკისა და კომპანიის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროექტს. საქართველოში აქამდე არ არსებობდა ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა. ამიერიდან კი საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც განსხვავებული დარგების წახალისებას უწყობს ხელს. ბანკი მუდმივად მზადაა გვერდით დაუდგეს საინტერესო წამოწყებებს. ჩვენი და „შპს ჯეო სტილი“-ს თანამშრომლობაც სწორედ ამის დასტურია“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ... ...
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...
  • "სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინფორმაცია მომაწოდონ" _ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყოგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. „ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, _ განაცხადა ბაჩალიაშვილის ... ...
  • ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვესსამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...