სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშე

საზოგადოება

სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშე

2019 თებ 16 15:24:17

წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი გაეროს მიერ 2010 წელს იქნა აღიარებული.


თითოეული ადამიანისთვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რაც დღე-ღამეში 100 ლიტრამდე წყალს გულისხმობს, რომ დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით, 20-25 ლიტრამდე წყლის მიწოდება  კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად და განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითად ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი.

წყალი და სანიტარული უზრუნველყოფის საშუალებები უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი და განთავსებული მოსახლეობისათვის ადვილად და უსაფრთხოდ მისასვლელ ადგილას. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აქტუალური და არსებითია მოწყვლად ჯგუფებთან (შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებთან და ხანდაზმულებთან) მიმართებაში.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროს მოსახლეობას ქართველები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ.

საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 325 მოსწავლე სწავლობს, ბავშვებს წყალი დასალევად სახლიდან მიაქვთ, საპირფარეშო კი სკოლის შენობაში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 110 მეტრით არის დაშორებული.

სკოლის დირექტორის, ნათელა ნიჟარაძის თქმით, სკოლა 1985 წელს აშენდა. სოფელი ბერძნებით იყო დასახლებული და 2004 წელს მხოლოდ 9 ბავშვი სწავლობდა, 2005 წლიდან კი სოფელში ეკოემიგრანტები აჭარიდან, სვანეთიდან და ეროვნული უმცირესობები აზერბაიჯანიდან დასახლდნენ, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობამ 365 შეადგინა.

სკოლაში ფანჯრები 2009 წელს შეიცვალა და გათბობის სისტემა ჩაირთო, თუმცა, ქვანახშირის შეტანა ძვირი ჯდებოდა და 2013 წლიდან გათბობა ბუნებრივი აირით ხდება. 2015 წელს პირველ-მეორე სართულზე გაკეთდა განათება, შეიცვალა სახურავი ნაწილობრივ, კარებები მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები ბევრია და ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს.

ხშირად გვიწევს მარნეულიდან წყლის ყიდვა. სპეციალური მანქანებით ამოაქვთ და ვასხამთ რეზერვუარში, მაგრამ ამდენი მოსწავლისთვის, სისუფთავის დასაცავად, გათბობის სისტემისთვის, სველი წერტილებისთვის საკმარისი არ არის. ბავშვებს სასმელი წყალი ძირითადად სახლიდან მოაქვთ.

სკოლა 85 წელს არის აშენებული და უწყლობის გამო საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. გარე სველი წერტილები შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ, გავაკეთეთ, მაგრამ წყლის პრობლემა არის იქაც“,_ამბობს წინწყაროს სკოლის დირექტორი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა,  წელზე მეტია რაც Wash პროექტის გახორციელება დაიწყო და ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლები, ბაღები, ამბულატორიები და თავშესაფრები შეაფასა.

როგორც სენის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე შეფასების მიხედვით ამბობს, ერთი შეხედვით, წინწყაროს სკოლა თითქოს გარემონტებულია, მაგრამ გაეროს და იუნისეფის სტანდარტები ირღვევა. სკოლაში არ არის წყალი, საპირფარეშო და ხელსაბანი.

„სკოლის ეზოში წყალი არ შედის არსაიდან, არც დასალევი და არც ტექნიკური. სკოლის თანამშრომლები ტექნიკურ წყალს აგროვებენ ავზებში. თუმცა, ის წყალი არ ვარგა დასალევად. საპირფარეშო არის 110 მეტრის მოშორებით, რაც უკვე დარღვევაა. გარდა ამისა, არ არის ხელსაბანი. სტანდარტით, რომელიც გაწერილია იუნისეფის მიხედვით, სკოლაში უნდა იყოს საპირფარეშო ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის, უნდა ჰქონდეს საკეტი. ასევე საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა, სადაც იდება საპონი და ხელსახოცი. ასევე პედაგოგებისთვის ცალკე და ადაპტირებული ცალკე.

თუ საპირფარეშო არის გარეპერიმეტრზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სეპტიკური ავზი და არ უნდა იყოს ყველაზე ცოტა 20-70 მეტრამდე დაშორებული სკოლის პერიმეტრიდან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სანამ საპირფარეშოში წავა შესვენების დროს, დაბრუნებამდე გაკვეთილი დაიწყება. თუ გაკვეთილის პროცესში უნდა გასვლა, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიდრე  ჩავა და ამოვა გაკვეთილი დამთავრდება.

გარდა ამისა, იქვე უნდა იყოს ხელსაბანი, რაც არ შეგვხვდა და ასევე დარღვევაა. სკოლა უნდა იყოს შემოღობილი და არ ხვდებოდეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ფეკალიები, იმიტომ რომ მერე ხშირად ეს შედის სკოლაში და იწვევს ანტისანიტარიას სრულს. ოთახები უნდა მუშავდებოდეს სველი წესით და ტარდებოდეს დეზინფექცია.

გარდა ამისა,  იუნისეფის და გაეროს მიხედვით, თუ  სკოლაში არ არის წყალი, ის სკოლა უნდა დაიხუროს. შესაბამისად, არის რამდენიმე დარღვევა ამ სკოლაში, რაზეც გვინდოდა ყურადღების გამახვილება და თუკი Wash საბჭო გადაწყვეტდა ჩავრთულიყავით პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში“, _ამბობს წიქორიძე.

მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება Wash საკითხებთან დაკავშირებით, რადგან სკოლაში გარეპერიმეტრზე არსებული საპირფარეშო კი გაარემონტეს, მაგრამ დაბალი ცნობიერების გამო გააფუჭეს.

„აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა ცნობიერების ამაღლების. წინწყაროს სკოლაში იყო იმის პრეცედენტი, რომ გააკეთეს საპირფარეშო გარეთ მაგრამ იმდენად დაბალი იყო ცნობიერება, რომ დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ჯერ ცნობიერება უნდა ამაღლდეს.

ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა, უნდა გაითავისონ რა ფუნქცია აქვს გარემონტებულ და კარგად შენახულ, მოვლილ საპირფარეშოს და თავადაც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვვეთილები უნდა ტარდებოდეს.

როგორც ვიცი, წინწყაროს სკოლაში ტარდება კვირაში ერთხელ კლასის საათი, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ არის ინფორმაცია  როგორ უნდა დაიცვან თავი წყლისა და სანიტარიის მდგომარეობა სკოლებში და ბავშვები როგორ უნდა მოიქცნენ.

საერთო ჯამში, ნათქვამია, რომ ბავშვის გაზრდა იწყება სკოლაში საპირფარეშოდანო და თუ საპირფარეშოები არ უვარგა სკოლებში ქვეყანას, იმ ქვეყნის პრობლემა ჯერ აქედან უნდა გადაიჭრას“,_ამბობს წიქორიძე.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიისა და Wash საბჭოს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  არის დაგეგმილი პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდება წინწყაროს სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინწყაროსთვის მთლიანად ქსელის მოწესრიგებას და პროექტის ფარგლებში მოხდება წინწყაროს  სკოლის  მიერთება.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...