სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება

საზოგადოება

სოციალური დახმარების მისაღებად ქულების მინიჭების მეთოდოლოგია და ადმინისტრირების წესი იცვლება

4 აპრ. 2021, 10:18:39

სოციალურ დახმარებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ სამი თვეა საჭირო, რომ დაგენერირდეს ქულა და მიიღოს მოქალაქემ პირველი დახმარება. ბუნებრივია როცა ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს ეს საკმაოდ დიდი დროა. ჩვენ ვაკეთებთ მეთოდოლოგიასა და ადმინისტრირებაში ცვლილებას, რომ სოციალური დახმარების მიღებიდან გაცემამდე დრო ერთ თვემდე შემცირდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

„ეს მეთოდოლოგია, რომლითაც მოქალაქეების მოწყვლადობის შეფასება ხდება 2015 წელსაა შემუშავებული. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები ისეა შეცვლილი, რომ საჭიროა გადახედვა, რათა სწორად და კარგად დავინახოთ მოქალაქეების საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და წარმატებულად ითვლება, ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად მისი დამიზნების არეალი უარესდება. სხვადასხვა ცვლადებია და განმაპირობებელი კრიტერიუმებია, რომლითაც ფასდება ბენეფიციარის მოწყვლადობა ავტომატურად წინასწარ განსაზღვრული ქულებისა და კრიტერიუმების მიხედვით“, - განაცხადა ბარკალაიამ ​

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება.

„დღეს თუ მცირე რაოდენობის კრიტერიუმით ხდება შეფასება, როდესაც ეს სპექტრი გაფართოვდება უკეთესად მოხდება საჭიროებების დანახვა. ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ბაზაში, ახლა სისტემა მათ მოწყვლადობას დაინახავს“, - აღნიშნა ბარკალაიამ.

მისი თქმით პანდემიის პერიოდში 100 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. 2020 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 450 ათასი იყო.

„ეს ნათლად აჩვენებს რომ ჩვენი ახლანდელი სისტემა კარგად ხედავს იმ ეკონომიკურ საჭიროებებს. რადგან პანდემიასთან ერთად გაიზარდა მოწყვლადობა, შესაბამისად სოციალურ დახმარებაზე მომართვიანობა და მიმღებთა რაოდენობაც“, - აღნიშნა ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, როგორ ხდება მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნა.

„მოწყვლადობასა და სიღარიბეზე რეაგირების მექანიზმია ე.წ. სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საჭიროების მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს. წერენ განცხადებას, აფიქსირებენ საჭიროებას და ამის შემდეგ იწყება მათი მოწყვლადობის შეფასების პროცესი. ამის შედეგად გენერირდება მოწყვლადობის ქულა. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მოწყვლადია და ღარიბია ოჯახი და შემდეგ შესაბამისად ენიშნება დახმარება“, - აღნიშნა ბარკალაიამ.





 ახალი ამბები
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...
  • გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტეს - ქუთაისიდან მსვლელობა ვერ შედგაქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა. „წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ. ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც ... ...
  • ნინუცა მაყაშვილი: არ ვაპირებ ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, არ მინდა დაიჭირონმსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი ქმარი, "რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან არ უნდა ეს ადამიანი დაიჭირონ. ამის შესახებ მაყაშვილმა  "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა. "არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ", _ ამბობს ნინუცა მაყაშვილმა. ცნობისთვის, შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ... ...
  • სენაკში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვასენაკში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.ა დგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დახმარების ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა _ ის, სავარაუდოდ, გაიგუდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი დღეს, გამთენიისას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...