სუიციდი, ტაბუდადებული თემა _ რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ

საზოგადოება

სუიციდი, ტაბუდადებული თემა _ რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ

2018 სექ 10 15:41:13

10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი წლის დევიზია: _ ,,ვმუშაობთ სუიციდის პრევენციისათვის.“

სასიამოვნო საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, გამუდმებული მოწყენილობა, კვებისა და ძილის ჩვევების ცვლილება, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა, საუბარი თვითმკვლელობაზე_ეს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ნიშნებად მიიჩნევა, რაც შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში, დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.

სტატისტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.

სუიციდის პრევენციის სამოქმედო გეგმის მიმართულებით გამოვლენილ უმოქმედობაზე სახალხო დამცველი  სპეციალურ ანგარიშებში ყოველწლიურად წერს.

რა იწვევს თვითმკვლელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული სუიციდის ნიშნების შესახებ და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ფსიქოთერაპევტს, გიორგი დონაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, თვითმკვლელობაზე მრავალი სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ის არის, როცა კრიზისულ პერიოდში ადამიანი მარტო რჩება.

„სუიციდს ძალიან ბევრი ფაქტორი  იწვევს. როგორც  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ალკოჰოლი, დეპრესია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც,  როცა ადამიანს კრიზისული პერიოდი აქვს და  ვერ იღებს საზოგადოებისგან მხარდაჭერას“, _ ამბობს დონაძე.

როგორც ფსიქოთერაპევტი ამბობს, მოზარდებს ხასიათი ხშირად ეცვლებათ, მაგრამ  მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა, ოთახში ჩაკეტვა, ცხოვრების სტილის  უეცარი ცვლა _ ის ნიშნებია, რასაც მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება.

„რაც შეეხება სუიციდის ნიშნებს, ეს არის ქცევის ცვალებადობა, აღგზნებადობა ან პირიქით მოწყენილობა, ცხოვრების სტილის უეცარი შეცვლა. მოზარდებში ხშირია ცვალებადი ხასიათი, მაგრამ აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს, როცა ოთახში იკეტება და არ გადის. შესაძლოა სუიციდი არ იყოს, მაგრამ პრობლემაა. ასევე, როცა მოზარდი  სახლიდან გარბის, რაღაცებს მალავს ან პირიქით, ძალიან ბედნიერია. ფსიქიკური აშლილობა ერთ-ერთი რისკფაქტორია, მაგრამ ყოველთვის არ არის სუიციდის მიზეზი“, _ ამბობს დონაძე.

გიორგი დონაძის თქმით, საზოგადოებაში სუიციდის თემას ტაბუ ადევს,  საუბრის ეშინიათ. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს თვითმკვლელობის შემთხვევების აღსაწერი ერთიანი სისტემა.

„საზოგადოებაში ამ თემას ტაბუ ადევს.  ეშინიათ საუბარი. ერთიანი სისტემა არ არსებობს სუიციდის შემთხვევების აღსაწერად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები 2-ჯერ მეტია საქსტატის მონაცემებზე“, _ ამბობს ფსიქოთერაპევტი და სუიციდთან საბრძოლველად შემდეგ გზებს ასახელებს: “არ უნდა შეგვეშინდეს გახსნილად საუბარი სუიციდზე, მნიშვნელოვანია მითების მსხვრევა.  თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ჩვენს გზავნილებსა და საკითხის უსაფრთხო გაშუქებასთან დაკავშირებით. სუიციდთან საბრძოლველად  მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პროფესიული წრეების, არამედ ოჯახის წევრების, თემის, მეგობრების გაძლიერება“. 

 

 




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვესლანჩხუთის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მანამ არ მიიღებენ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, სანამ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ ... ...
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...