"თანამშრომლებსაც არ აქვთ ნერვები" _ რა მოხდა კარფურში

საზოგადოება

"თანამშრომლებსაც არ აქვთ ნერვები" _ რა მოხდა კარფურში

5 მარ. 2018, 22:21:40

,,კარფურის“  ერთ-ერთ  ფილიალში, როგორც „გურია ნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ხანდაზმულ ქალბატონზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. კერძოდ, მაღაზიის და დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ თანამშრომლები ხანდაზმულ ქალბატონს დასცინოდენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და თან ტელეფონით  იღებდნენ. თვითმხილველის თქმით, როცა თავად და მაღაზიის სხვა მომხმარებლები თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ქალბატონის შეურაცხყოფა, თანამშრომლები  აგრესიულად განეწყვენ და ამბობდნენ, რომ ქალბატონი მაღაზიას პრობლემას უქმნის, რადგან  არის აგრესიული. „მაღაზია  არაა კათარზისი, წაეთრიოს და სხვაგან გაყიდოს ყვავილები“, _ ამბობდნენ ისინი, თუმცა ჩვენი წყაროს თქმით, ასაკოვანი ქალბატონი იმ დროისთვის  აგრესიულობას არ იჩენდა, მაღაზიის შესასვლელთან იჯდა და ყვავილებს ყიდდა. 

ამ  საკითხთან დაკავშირებით, ,,გურია ნიუსი“  ,,კარფურის“ წარმომადგენელს და დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ ხელმძღვანელს ესაუბრა. აღნიშნული ქმედება,  ,,გურია ნიუსთან“,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა შეაფასა.

,,კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული ქალბატონი მაღაზიას პრობლემებს უქმნის, აგრესიულია და მომხმარებლებს ჯოხს ურტყამს

,,ეს ქალბატონი,  არის ჩვენი ძალიან დიდი ხნის პრობლემა. უკვე ორი თვეა უნებართვოდ შემოდის ჩვენს მაღაზიაში და ყიდის ყვავილებს. ყველანაირ ზომას მივმართეთ.  პრობლემა, მხოლოდ ის არ არის, რომ უნებართვოდ ყიდის ყვავილებს, პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მომხმარებლებს  ჯოხს ურტყამს.  მომხამარებლები, რომლებიც მანდ სხედან და ყავას სვამენ coffee shop-ში,  მიდის  და თავის ჯოხს ურტყამს,  ადამიანები  კი გარბიან. არ ვიცით,  რა მოვიმოქმედოთ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. პატრულიც გვყავდა გამოძახებული, მათ წყევლის და ლანძღავს, შემდეგ ისინიც მიდიან და ვერაფერს აკეთებენ.  ასე  გრძელდება დიდი ხანია. ძალიან აგრესიული ქალბატონია. ამის დამადასტურებელი ვიდეოც გვაქვს, მაგრამ ვერ გავასაჯაროებთ ვერანაირად, თუ მოხვალთ სათაო ოფისში, განახებთ“, _ განაცხადა ნინო რამიშვილმა.

კითხვაზე _ შეიძლება თუ არა თანამშრომლის გამართლება, რომელიც დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს ხანდაზმულ ქალბატონს, თან ტელეფონით იღებს, რამიშვილი გვპასუხობს, რომ  ამ შემთხვევის გამო თანამშრომლებს გააფრთხილებს.

თანამშრომლებსაც არ აქვთ ნერვები და ალბათ, ამან გამოიწვია მათი ეს ქმედება. თანამშრომლებს გავაფრთხილებ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.  გეთანხმებით, ეს არაა მისაღები.  მე,  პირადად, მაგ თანამშრომლებს არ ვიცნობ, გავარკვევ, ვინ იყო  და გავაფრთხილებ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ზომამდე მივიდენენ, რომ ნერვები აღარ აქვთ. ქალბატონი  იგინება და  ჯოხს ურტყამს ხალხს, პოლიციამაც კი ვერ მოუხერხა ვერაფერი. ჩვენ  ვზრუნავთ  ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლის უსაფრთხოებზე. რა თქმა უნდა, სანახავად ცუდია, მაგრამ ასე გრძელდება თვეების განმავლობაში.

საყვედურს გამოვუცხადებთ იმ თანამშრომელს,  მსგავსი შემთხვევა რომ არ განმეორდეს,  ასევე, დაცვის კომპანიასაც გავაფრხილებთ. იმ ქალბატონის ქცევის გამო ხომ შეიძლება მომხმარებლისგან საჩივარი მივიღოთ?! ადგეს და წავიდეს სხვა მაღაზიაში“, _ თქვა „გურია ნიუსთან საუბრისას ,,კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო რამიშვილმა.

კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნათქვამის გადასამოწმებლად ,,გურია ნიუსი“   საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, სადაც  გვითხრეს, რომ მოძიებული ინფორმაციიდან გამომდინარე,  საკითხთან დაკავშირებით, ,,კარფურის“ აღნიშნული ფილიალიდან არ გამოუძახებიათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“  დირექტორის, გიორგი ლავიძის თქმით,  თანამშრომლებს გააფრთხილებს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

,,როგორც ვიცი,  იმ ქალზეა საუბარი,  რომელიც ფულს ითხოვს ადამიანებისგან. ის სისტემატურად შედის მაღაზიაში,  არის აგრესიული, ჯოხს იქნევს. მანდ  არის  coffee shop-ი. მანდ არ არის კათარზისი, რომ შეჭირვებულები შევიდნენ და ისადილონ. ეს სასადილო არ არის. თანამშრომლებს გავაფრხილებთ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, _ განაცხადა  დაცვის სამსახური  ,,მაგისტრის“  დირექტორმა.

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი: ,,მოხუცზე ძალადობა დაუშვებელია. თუ მოხუცი აგრესიულია,  სოციალური სამსახური არის სწორედ ის უწყება, რომელმაც უნდა შეისწავლოს, ამ მოხუცს აქვს თუ არა ყოველდღიური საკვების თანხა ან რატომ უწევს  ამ საქმიანობაში ჩართვა, ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი. ამ დროს სოციალური სამსახური უნდა გამოძახონ.  ძალადობას არაფერი ამართლებს, თუ კანონით  აკრძალულია  მანდ ყვავილების გაყიდვა, მოხუცებულს უნდა განუმარტონ და შესაბამისი ინსტრუქცია უნდა მისცენ არა მარტო  თანამშრომლებმა, არამედ  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. ის, რომ მოხუცებული აგრესიული იყო, არ ამართლბს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ და ეს ყველაფერი გადაიღონ. ეს დაუშვებელია!“ _ თქვა გურია ნიუსთან საუბრისას ანა არგანაშვილმა.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...