თავმომწონე გურულების და „ ეგნატეს უთავო ძეგლის“ მრავალწლიანი უტყვი ბაასი

gurianews.com

საზოგადოება

თავმომწონე გურულების და „ ეგნატეს უთავო ძეგლის“ მრავალწლიანი უტყვი ბაასი

2018 მარ 13 20:17:13

ოზურგეთში, იქ, სადაც ცნობილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სახელობის ქუჩა იწყება, ხელმარჯვნივ, მრავალი წელია, ცარიელი კვარცხლბეკი დგას.  გურულებმა მას სარკასტული ხუმრობით „ეგნატეს უთავო ძეგლი“ შეარქვეს. აქ, 2006 წლამდე ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი იყო დადგმული  და  ყველამ იცოდა, რომ აქედან  იწყებოდა ცნობილი  მწერლის სახელობის ქუჩა და იქვე, სერზე მდებარე პირველი საჯარო სკოლაც მწერლის სახელს ატარებდა. რა თქმა უნდა, სკოლას და ქუჩას  სახელები არ შეცვლია, უბრალოდ, პიედესტალზე ეგნატეს ბრინჯაოს ბიუსტი მოაძვრეს და მოიპარეს.

„ეგნატეს უთავო ძეგლის“ პრობლემა გურულებს,  რატომღაც კადრს მიღმა დარჩათ და  ხანდახან იქვე  ხილ-ბოსტნეულის ბაზრობაზე  სხვა რაიონებიდან ჩამოსული   მოვაჭრეები თუ ჰკითხავენ, _ სად იყავით ეგნატე რომ მოგპარესო; ჩვენც გვეძინა და იმასაც, დაბნელებული წლები იყო და ბიუსტისპარიები დაძრწოდნენო, _ ხუმრობით პასუხობენ, თუმცა, გულწრფელად აღიარებენ იმასაც, რომ ეს  მრავალწლიანი სირცხვილია და სხვა სახელი ამ მდგომარეობას არ ჰქვია.

2006 წელს ეგნატეს ბიუსტის გარდა, ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ბიუსტიც მოიპარეს და არცერთი ქურდობა დღემდე  არ გახსნილა.   

ახლახან, 17 თებერვალს,  მწერლის დაბადების დღეს,  ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე,  საზეიმოდ გაიხსნა ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი.  ჯიმსონ გურგენიძის ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცა ბათუმის საზოგადოებამ, რამაც გურიაში გამოცოცხლება გამოიწვია. ხშირად ისმის ასეთი საუბარი:

_ ეს  ჩვენი სირცხვილია,  ამდენი წელი ამ ბოძს ვუცქერით, „ეგნატეს უთავო ძეგლი“ რომ დავარქვით. იგიც ატუზული მოგვჩერებია და ვართ ასე მუნჯებივით. უთავოები ჩვენ დავრჩით, თორემ  მაგ კაცს ისეთი თავი და გული ჰქონდა, სახალხო მწერალი  35 წლის ასაკში ავიდა კვარცხლბეკზე. მხატვრულ ლიტერატურაში ხასიათების მკვლევარს, სიტუაციების ოსტატსა და სოციალური სიღრმის წვდომის ოსტატს, აუსახავი არ დარჩენია ბატონყმობის შემდგომი საქართველოს ყოფა-ცხოვრების არცერთი ნიუანსი. ეს ეკადრებოდა ჩვენგან? _ ამბობენ ისინი.

ნინოშვილს   ქუჩის მცხოვრებთ ერთნაირ პასუხი აქვთ:  ჩვენ რა შეგვიძლია, ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს, რომ აქ ბიუსტი აღდგეს. ნამეტანი  ბევრი ფული და შრომა არ დასჭირდება მაგ საქმეს და ეს სირცხვილი მოიშორონო.

„გურია ნიუსის“ აქტიური მკითხველი, ოზურგეთელი გრამიტო მამინაშვილი იწონებს ქალაქ ბათუმში მწერლის ბიუსტის გახსნას და „უთავო ძეგლად“ შერაცხულ კვარცხლბეკს გურულების სირცხვილად მიიჩნევს.

_ მე ამ პროცესს სისხლის ყივილს დავარქმევ. ოფიციალურად არსად წამიკითხავს, მაგრამ ძალზე ხშირად მსმენია და გამიგია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკატერინე  მეორეს თხოვნით თუ ბრძანებით, გურიის მოსახლეობის ნაწილი ჩაუსახლებიათ აჭარის სასაზღვრო ზონებში, ხოლო  აჭარის მოსახლეობის ამდენივე რაოდენობა  ჩამოუსახლებიათ გურიაში.  ჩვენ ძმები, ერთიანი საქართველოს შვილები ვართ,  თუმცა, იმ დროში ამ ქმედებას  ლოგიკა გააჩნდა _ სასაზღვრო ზონა ყოფილიყო იმედიანად. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მოსმენილის წყარო არც არასდროს მომიძებნია, უბრალოდ, ახლა შემახსენა თავი ამ ამბავმა _ თუ ჩვენი აჭარის მოსახლეობამ, ჩვენმა სასიქადულო ქართველობამ ზეიმით დაუდგა ბიუსტი ეგნატე ნინოშვილს, აქ, ოზურგეთში, სკოლის გადმოღმა, სადაც სწავლობდა მწერალი, „ეგნატეს უთავო ძეგლი“ უნდა იდგეს? უბრალოდ, ჩვენ ერთ მუჭა ქართველებს _ გურულებს, აჭარლებს თუ სხვებს, თვითგამორკვევა გვჭირდება იმისთვის, რომ 15 წელი უთავო კვარცხლბეკი სამარცხვინოდ არ გვედგეს ქალაქის ცენტრალურ ადგილას, მწერლის მშობლიურ მხარეში? _ ამბობს ის.

აღვნიშნავთ, რომ „გურია ნიუსი“ არართხელ წერდა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა, დღემდე  შეპირებად დარჩა.  მაგალითად, გასულ წელს ქალაქ  ოზურგეთის მერიისგან მოგვწერეს, რომ აქ იგეგმებოდა ეგნატე ნინოშვილის სკვერის რეაბილიტაცია. „იდეაშიც არავის უფიქრია, რომ ამ ადგილზე რაიმე ობიექტის მშენებლობა იგეგმებოდეს. აქ მოხდება სკვერის რეაბილიტაცია“, _ გვწერდნენ მაშინ, თუმცა, მერე   გაკეთება აღარ მოესწრო _ არჩევნებიც მოახლოებული იყო და ადგილობრივი ხელისუფლებაც შეიცვალა.  

რას ფიქრობენ ახლა?

ჩვენ კითხვით მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. მათგან კი ასეთი შინაარსის პასუხი  მივიღეთ:

 „შესაძლოა, მწერალ ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის აღდგენის საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამის   სამსახურთან ერთად განიხილოს და დღის წესრიგში დააყენოს“. 

ქალაქ ოზურგეთის ე. ნინოშვილს სახელობის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე კი  „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს:

„მივესალმები თითოეულ  ადამიანს, ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც ამ   საქმეს წამოიწყებს. მათ გვერდით დავუდგები. მართალია, ჩვენი სკოლის ეზოში დგას ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ეს საკმარისია. ვიმეორებ, მე, მთელი ჩემი პედაგოგიური კოლექტივი, სკოლის სახელით მივესალმებით მწერლის ბიუსტი აღდგენას იმავე სკვერში, სადაც ადრე იყო“ _ გვითხრა მან.


ნახვა: 316


 ახალი ამბები
  • რატომ გაათავისუფლა გურიის გუბერნატორმა მოადგილე, რომლის შესახებაც "არაფერი იცის"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ყოფილი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის კადრების გათავისუფლება დაიწყო. წყაროს თქმით, მან თანამდებობიდან წასვლა უკვე მოსთხოვა მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს. აღნიშნულ ინფორმაციას ნასარაია არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის(?!): _ მე არავინ არ გამითავისუფლებია ჯერ. _ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა? _ არ ვიცი არაფერი. _ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება? _ მე არ ვარ გურიაში. გუშინ თბილისში ვიყავი და ახლა გზაში ვარ. _ ბატონო ზურაბ,  არჩილ ყაზაიშვილისთვის არ გითქვამთ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა? _ ჩამოვალ და ვნახოთ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან“ საუბრისას ნასარაიამ. ის, რაც მხარის პირველმა პირმა არ დაგვიდასტურა, დაადასტურა არჩილ ყაზაიშვილმა, რომლის თქმით, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პარასკევს დაწერა: _ კი, ბატონო, დაწერილი მაქვს განცხადება, _ გვითხრა ყაზაიშვილმა. გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს: _ ბატონო არჩილ, მიზეზად რა გითხრეს, როცა განცხადების დაწერა მოგთხოვეს? _ ალბათ სხვას მოიაზრებს მოადგილედ. ახალი გუბერნატორია და მისი გუნდის წევრი სურს. მოიყვანოს. _  როდის მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება? _ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ და პარასკევს დავწერე განცხადება 24 სექტემბრიდან გათავისუფლების თაობაზე. _ ბატონო არჩილ, თქვენ მერაბ ჭანუყვაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდით და ხომ არ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამას უკავშირდება? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. _ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგატოვებინეს თანამდებობა? _  ეს არის პოლიტიკური და არა პროფესიული თანამდებობა. შესაბამისად, როგორც პრემიერს სურს მისი გუნდი ყავდეს, ისე  სურს გუბერნატორსაც, რომელსაც აქვს ამის უფლება და შესაძლებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა. რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს _ ამ ეტაპზე უცნობია,  დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ქეთი მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე. ორივე მათგანი ამ თანამდებობებზე ჭანუყვაძის გუბერნატორობამდე მუშაობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ნასარაიამ ორივე დატოვოს. თუმცა, არის ერთი დეტალი _ მოისწრაფეშვილი საკმაოდ დიდი სკანდალშია გახვეული. როგორც ვწერდით, მისი გვარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა. მაკონტროლებელ უწყებას მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს, რადგან უდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე). „გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია. გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მოისწრაფეშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დასკვნას გაეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა რამდენიმე დღეა ოზურგეთშია ჩამოსული, ნასარაია ამბობს, რომ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს. „გურია ნიუსის“ წყაროს თქმით, ამ თემას მთავარი პროკურატურა აუდიტის სამსახურის წერილის საფუძველზე უკვე სწავლობს. ამავე თემაზე: რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში ... ...
  • რიკოთის გვირაბში ღამით ავტოტრანსპორტის მუშაობა აიკრძალებარიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.  ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას  საპატრულო პოლიცია ... ...
  • როგორ ანაზღაურდება დიალიზით მკურნალობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოშიდევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა განმარტებული, პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამა მოიცავს ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას. ასევე, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაცია; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია; კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას; თირკმლის ტრანსპლანტაციას - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას; ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით). „დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა პაციენტმა უნდა წარადგინოს გეგმური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში):  პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები:• თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;• ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;• იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში. - ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;- დადგენილი ფორმის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში“- აღნიშნულია სააგენტოს ... ...
  • დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორისდაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის - შვილმოკლულ მამას გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ადგილზე გასაბერი ლეიბის შეტანის უფლება არ მისცა. ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტთან უკვე 12 დღეა, აქციას მართავს, ლეიბის ტროტუარზე გაშლას აპირებდა, თუმცა, სამართლდამცველებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ბევრი ტურისტი მოძრაობს და შვილმოკლულ მამას ამის საშუალება არ მისცეს. ზაზა სარალიძე აქციის შეწყვეტას არ აპირებს.   წყარო: ... ...
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...