„თავშესაფრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედების სახით დახმარებას“

gurianews.com

საზოგადოება

„თავშესაფრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედების სახით დახმარებას“

2018 იან 13 21:33:10

დღეს, ძეგვში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს და მარტოხელა დედებს თანამედროვე მწერლებმა და პოეტებმა  შეგროვილი თანხა, პროდუქტები და ტანსაცმელი  საახალწლო საჩუქრად გადასცეს.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას მწერალი და მასწავლებელი, ლევან ლორია ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ.

„თავშესაფარში მოსვლის და აქ მყოფი ადამიანების დახმარების იდეა ნატა ვარადასგან, ნინია სადღობელაშვილისგან, რობერტ მესხისგან, თამარ წოწორიასგან და კიდევ ბევრი სხვა მეგობრისგან წამოვიდა. აქ იმყოფებიან მარტოხელა დედები, ბავშვები, რომლებსაც ოჯახი არ აქვთ. ყველაზე მთავარია, რომ ამ ადამიანებმა თავი მარტოდ არ  იგრძნონ. ვთვლი, რომ თითოეულმა ადამიანმა, ასევე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე. მწყინს, ნუთუ სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავშესაფარს ვალის გასტუმრებაში დაეხმაროს“, _ამბობს ლორია.

როგორც ცნობილია, მწერლები და პოეტები თავშესაფარს უკვე რამდენიმე წელია, რაც ეხმარებიან, თუმცა წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტრის წინამძღვარი, დედა მარიამი,  ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თავშესაფრისთვის დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვანია.

„აქ თავშეფარი, ბავშვთა სახლი 1995 წლიდან არსებობს, როდესაც პატრიარქის კურთხევით ქუჩიდან 120 ბავშვი მოვიყვანეთ.   ამ ეტაპზე აქ ბავშვთა სახლი არ არის და ფუნქციონირებს შერეული ტიპის თავშესაფარი. 20-მდე ბავშვია, ასევე არიან მოხუცები, ფსიქო-ნერვიული, ნარკოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები. აქ რომ რამე ინციდენტი მოხდეს არ არის სასურველი, თავისთავად სჭირდება ყურადღება. მათ ჰყავთ რამდენიმე მომვლელი, ეს ჩვენთან გაზრდილი ბავშვები არიან, რომლებიც მათ მოვლაში გვეხმარებიან და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. ძალიან მძიმე მოსავლელ ადამიანებს ვერიდები ბუნებრივია, გვყავს აქ ფსიქო-ნევოლოგი, ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც ჩვენან რემისიის პერიოდ არიან და თუ დაუმძიმდათ მდგომარეობა მაშინ საავადმყოფოში გადაგვყავს“,_ამბობს ის.

დედა მარიამის თქმით, თავშესაფრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს  ქველმოქმედების სახით დახმარებას, თუმცა, ქვეყანაში ქველმოქმედება საკმაოდ შეზღუდულია და იოლი არ არის.

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ აქ მოდის ადამიანი და გვეხმარება. მინდა გითხრათ, რომ გვეხმარებიან უფრო საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მათი მოსვლა უფრო ხშირია აქ, ვიდრე ძლიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანების, თუმცა მათი მოსვლაც ხშირი არ არის. წამლების სიძვირე და გადასახადების უკიდურესად დიდ პრობლემებს გვიქმნის, გვაქვს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ქველმოქმედება საკმაოდ შეზუდულია და იოლი არ არის. არსებობს კერძო თავშესაფრები, სადაც გადასახადი თვეში 600 ლარიდან იწყება და როცა რომელიმე კომპანიასთან მივდივართ დახმარების თხოვნი, ჩვენს გასაჭირს ვერ ვაგებინებთ იმდენად დაკეტილი კარები გვხვდება“, _ამბობს დედა მარიამი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ტაძრისთვის თანხას გამოყოფს, მაგრამ ის თავშესაფრის ხარჯებისთვის საკმარისი არ არის.

სახელმწიფო აძლევს ეკლესიას თანხას ქველმოქმედებისთვის და ეს თანხა გვეძლევა ჩვენ, რომელსაც ეკლესია თავის საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის ანაწილებს. ეს თანხები, სამწუხაროდ, სიძვირის გამო, 6 თვე გვყოფნის ხოლმე და არ არის საკმარისი. ბოლო პერიოდში უკიდურესი გაჭირვებაა და ამიტომ მნიშვნელოვანია თუ დაგვეხმარებიან საკვები პროდუქტებით, ჰიგიენის საშუალებებით“, _ ამბობს დედა მარიამი. 


ნახვა: 77


 ახალი ამბები
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს. „გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. „სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ... ...
  • გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ... ...
  • ბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხაბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხა და ჯიბიდან 100-ლარიანი კუპიურები ამოაცალა. თუმცა, მათ გაქცევა ვერ შეძლეს. გამვლელების დახმარებით ტურისტებმა თანხა დაიბრუნეს. _ მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ჩვენს მეგობარს ჯიბიდან თანხა ამოაცალეს. გაქცევისას, გამვლელების დახმარებით, დავიჭირეთ და უკან დავაბრუნებინეთ. რაც მოხდა საშინელებაა. უცხოელებს, საქართველოში ქუჩაში თავს ასე ესხმიან? ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას. შსს-ს თქმით, რადგან ბოშებს არ აქვთ მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, ენიჭებათ პირობითი სახელი და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დგება მათი პასუხისმგებლობის ... ...
  • საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემურიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე  Human rights watch -ის ანგარიშის შედეგებს გამოეხმაურა, როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი  თავმჯდომარე  ,,გურია ნიუსთან“  საუბრისას აცხადებს,  პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა დადებითი იქნება თუ უარყოფითი მნიშვნელოვანია. ,,პარლამენტში დამოუკიდბელი საგამოძიებო  მექანიზმი ამჟამად იქმნება. ვთვლი, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ვაცნობიერებთ ამას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემურია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის და საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ყურადღებით ვიხილავთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას,  რაც უნდა დადებითი თუ ნეგატიური  შეფასებები იყოს მასში ასახული და როცა ვხედავთ, რომ  საკითხთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებაა მოცემული, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ“, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ Human rights watch-მა  2018 წლის ანგარიში  გამოაქვეყნა, 643-გვერდიანი ანგარიში აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს არ გააჩნია ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეშფოთებას იწვევს მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით. ამას გარდა,  Human rights watch -ის ანგარიშში საუბარია ნარკოპოლიტიკასთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პრობლემურ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...