თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის ხარვეზები

საზოგადოება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის ხარვეზები

6 აპრ. 2017, 14:44:23

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველად სამართლებრივ შეფასებებს წარმოადგენს, რომლიც ყურადღებას დაუთმობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების საჯაროობის, თანხმობის დოკუმენტად ქცევის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა და დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ უკვე შეისწავლა საპროექტო მომსახურების – ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიში.

„მოცემულ ეტაპზე, დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. მსგავსი მიდგომა კანონის მოთხოვნაა და აშკარაა მისი უგულებელყოფა. ამასთან, საჯაროდ არ არსებობს და ავტორ ორგანიზაციას არც დღემდე მოუწოდებია საზოგადოების სხვადასხვა ფენის თუ დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობის საკითხზე ან მათი მონაწილეობის ხარისხზე, არც ერთი შეხვედრის ან განხილვის ოქმი. საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი უნდა იყოს. არჩილ კაიკაციშვილმა, ამ მიმართულებით, შესწავლის პროცესში, პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წერილიც მოიყვანა და სამწუხარო უწოდა ფაქტს, როდესაც დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შექმნის პროცესში, საპარლამენტო ჩართულობა არ ხორციელდება“, _ აცხადებს კაიკაციშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა.

„თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, წარმოდგენილ დოკუმენტში მკაფიო არ არის და არც რომელიმე კვლევის საფუძველზეა დასაბუთებული მოსალოდნელი ქალაქგეგმარებითი წინადადებების განხორციელება, რამდენად პასუხობს საჯარო ინტერესებს და არ წარმოადგენს კერძო ინტერესების სფეროს (რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებით და სხვა). ორგანიზაცია, ამ მიმართულებით სამართლებრივი ანალზიის პროცესს აგრძელებს და მსჯელობას მონიტორინგში ბიზნესის, მესაკუთრეთა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზეც წარმოადგენს“, _ აცხადებენ ორგანიზაციში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის საგანი, აგრეთვე არსებული სამართლებრივი დილემის შეფასება გახდა, რომლის თაანხმადაც, საქართველოს კანონმდებლობაში არ გხვდება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი.

მართალია, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6–17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ დაეყრდნო „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონთა საფუძვლებს, მაგრამ ზ/აღნიშნულ არც ერთ კანონში დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი არ მოიძებნება. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის ცნება და მისი ნორმატიული შინაარსი არ გხვდება არც ერთ იმ კანონში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში,  თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს განმარტავდა. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისს მიღებულ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმას, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, უკვე რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. მთავარი კითხვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხზე დაისმის. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უწყებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან წარმოდგენილი დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მისი უპირობოდ რეგისტრაციის კანონიერი საფუძვლები. ამ დრომდე, ორგანიზაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან განმარტება არ მიუღია, თუმცა ორგანიზაცია წინასწარი დსკვნით აღნიშნავს, რომ სამინისტროს საკრებულოდან წარდგენილი დოკუმენტის რეგისტრაცია, კანონთან კონფლიქტის გამო, არ უნდა მოეხდინა“, _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს აპრილში წარმოადგენს. მონიტორინგის შედეგები  ხელმისაწვდომი და საჯარო იქნება.  

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის პოზიციას „გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 




 ახალი ამბები
  • ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართებალეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი. მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.  „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან  შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა. ინფორმაციისთვის: 2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება. თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 841 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 ... ...
  • მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელიმეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი და შესაძლოა, ნიშნულმა 42 გრადუსსაც გადააჭარბოს. „ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“ - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე. სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და მზეზე გადაადგილებისგან თავის შეკავება. „ასევე, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“, - აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა. საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლოდან, შედარებით, აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგან - ძლიერად. მოსალოდნელია ელჭექი და ... ...
  • "როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს" _ დავით ჭიჭინაძე"როგორც ჩანს, კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ, პრობლემა აღარ ექნება იმ  მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება. ზუსტად 9 თვის შემდეგ მივიღე დეპუტატის შეკითხვაზე  პასუხი სუს-ისგან, რომ „ვარკეთილი დეველოპმენტის საქმეში“ თურმე არანაირი დარღვევა არ არსებობს. არადა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში 15 მილიონზეა საუბარი.“ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასი მესამე ვადით დარჩენას გამორიცხავს. „ მესამე ვადით „ ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. მითუმეტეს, რომ ივანიშვილი სერიოზული პრობლემების წინ დგას.  კანდიდატები,  რომელთა დასახელებაც მოუწევს  საარჩევნოდ,  კიდევ უფრო მეტი სიმძიმე გახდება მისთვის, რადგან:  1. ძველმა სახეებმა ყველა რესურსი ამოწურეს და მათ სუფთა წაგება უჭირავთ ხელში.  2. რაც შეეხებათ ე.წ. ახალ სახეებს, სულ ტყუილა ჰგონიათ „ოცნებაში“, რომ ისინი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობენ. მათი ერთადერთი ფუნქცია ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დაიცვა და „გაპრავებაა“ და იმიტომ.  მოკლედ, რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილი ხალხს რეალურად არ იცნობს; მას პოლიტიკოსები კი არა, მორჩილი ადამიანები სჭირდება; ივანიშვილს რომ ჰგონია გუნდი ჰყავს, გუნდი არა, სამაგიეროდ ნამდვილად ჰყავს მცირე დაჯგუფებები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთის დასმენაზე არიან გადასული; შესაბამისად, დროის კონკრეტულ მომენტში სწორედ იმ გუნდის ძალაუფლება იკვეთება, ვინც იმ მომენტისთვის მეტი „ნდობის“ მოპოვებას ახერხებს. შედაეგად კი ვიღებთ იმას, რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს, ცხოვრების დონე ცოტათი მაინც რომ გაუმჯობესდეს. სამაგიეროდ ივანიშვილის გარემოცვას კარგად აქვს გაკვალული გზა - რაც შეიძლება მეტი  ფული როგორ წაიღონ ქვეყნიდან. ხალხს კი, მარსსაც დაჰპირდებიან, რაში ადარდებთ, თუ არ შეუსრულებენ", _ აცხადებს დავით ... ...
  • რომელ ქვეყნებს გაუხსნის საქართველო საზღვრებსსაქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით. საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში. აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...