თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

29 თებ. 2020, 22:43:09

„ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ამ ეპიდემიის დაწყებიდან პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არიან თანამშრომლები, რომლებიც არ გასულან საავადმყოფოდან. ვერ ვიხსენებ სხვა დაწესებულებას, რომელიც 24 საათი მუშაობდეს მაქსიმუმს აკეთებდეს პაციენტების მოვლისთვის“, - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

აკმაყოფილებს თუ არა ინფექციური საავადმყოფო კრიტერიუმებს პაციენტების სამკურნალოდ? ამ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ ასე უპასუხა: „მედალს ორი მხარე აქვს. თუ ვინმე დაკმაყოფილების კრიტერიუმად ჩათვლის შენობის მდგომარეობას, მაშინ არა. მაგრამ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ინფექციური საავადმყოფოს კარგ ან ცუდ მუშაობასთან. ელემენტარულად იმიტომ რომ ეს შენობა არ გვეკუთვნის ჩვენ ეს შენობა არ გვეკუთვნის ჩვენ. იქ მდგმურები ვართ. შენობა ეკუთვნის ერთ-ერთ კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. რომელიც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ. თვითონ შენობის მდგომარეობაზე ჩვენ სამწუხაროდ პასუხს ვერ ვაგებთ. არ გვაქვს ბერკეტი და მექანიზმი, რომ ჩავერიოთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, რას შეეხება სერვისებს და პაციენტების მომსახურებას. კედლები და იატაკი არ მკურნალობს პაციენტებს, ავადმყოფებს მკურნალობენ ექიმები, სერვისები, გამოცდილება, მოვლა და მეთოდები. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ამაზე არსებობს მსოფლიოს წამყვანი ისნსტიტუციების სხვადასხვა ოფიციალური მონაცემები. რომ ჩვენს ცენტრში სამედიცინო მომსახურება არის უმაღლეს დონეზე.

თანამშრომლები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ბრძოლაში. ჩვენ ცენტრს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ლეტალობა განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს, როგორიც არის ყირიმ-კონგოს ცხელება ან როგორიც არის ღორის გრიპი. გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობა მთელს ევროპაში.

ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების „ცე ჰეპატიტით“ განკურნების მსოფლიოში ყველაზე მაღალ 39 პროცენტს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ამაზე ლაპარაკობს. გამორიცხულია არაკვალიფიციური და სათანადო სერვისების მიწოდება. ხოლო „შიდსში“ აღმოსავლეთ ევროპაში გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი. მკურნალობის მოცვით და ეფექტურობით. გვაქვს ორჯერ ნაკლები სიკვდილობა, ვიდრე აშშ-ში.

ამის დასადასტურებლად, რომ ჩემი სიტყვების იყოს ტენდენციური, ცენტრს მიღებული აქვს, შიდსის ვირუსული ინფექციების და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მკურნალობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო. რომლის მსგავსი პრემია არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ სამედიცინო დაწესებულებას. ჯანმო ასეთ ჯილდოს ტყუილად არავის აძლევს. მათ ათასჯერ შეისწავლეს ჩვენი სერვისების დონე. ჩვენი გამოცდილება და დადებული შედეგები და მოგვცეს ეს უნიკალური ჯილდო. ჩვენთან არ დაშვებულა არცერთი შეცდომა, შედეგები არის ყველაზე მაღალი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

წყარო: იმედინიუსი




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...
  • ჭიჭინაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გაქცევას აპირებს„ „ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება.  ანუ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჩემოდნები ჩალაგებული აქვს და სადღაც გაქცევას აპირებენ.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. ჭიჭინაძის განცხადებითვე, ხელისუფლების მიერ ხალხის ერთჯერადი დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხები, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ იმუშავებს. მისი თქმითვე, „ოცნებას“ არავინ ყავს გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისიდან განსხვავდება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა. მაგრამ „ოცნების მთავრობა“  ეკონომიკური კრიზისის დამარცხებას ისევ ფინანსურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, ხალხს ფულს ურიგებენ დახმარების სახით.  200-300 ლარიან პაკეტების შეთავაზება,  ამ თანხების გამოყოფა ჰგონიათ  კრიზისთან ბრძოლა, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე იმუშავებს მძიმედ! რადგან გამოუმუშავებელი, არა ეკონომიკიდან შემოსული ფულის გამოყრა და დარიგება მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს. მოკლედ, არავინ ყავთ გუნდში, ვინც გაიაზრებს, რომ ფინანსური კრიზისი არის აბსოლუტურად სხვა ფენომენი და ეკონომიკური კრიზისი სულ  სხვა. რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს სამუშაო ადგილების განადგურებას, ფინანსური კრიზისი კი იწვევს ვალის გადაუხდელობას! არადა, დღეს საქართველოში, ტურისტული ბიზნესი, მომსახურების სხვადასხვა სფეროები პრაქტიკულად განწირულია  და  თუ ამას დროულად არ დაუპირისპირდება სახელმწიფოს ქმედითი პოლიტიკა,  თუ არ იქნება  რეზერვები მიმართული როგორ შეიქმნას ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები, როგორ განვითარდეს სხვა მიმართულების ბიზნესები, მაშინ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე კრიზისში აღმოჩნდება. ეს ფულის დარიგება კი, კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“,_ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...