თიბისი საფულე - თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa -სთან ერთად ახალი პროდუქტი შექმნა (R)

საზოგადოება

თიბისი საფულე - თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa -სთან ერთად ახალი პროდუქტი შექმნა (R)

15 მარ. 2018, 17:40:21

თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa-სთან ერთად  ახალი პროდუქტი TBC Wallet, ანუ თიბისი საფულე, შექმნა. ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მიზანი ფიზიკური საფულის ციფრულით ჩაანაცვლებაა. მომხმარებელს საშუალება აქვს, აპლიკაციაში დაამატოს თიბისი ბანკის  ნებისმიერი MasterCard ან VISA ბარათი და მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გამოყენების გარეშე, შეასრულოს სასურველი ტრანზაქცია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც არის POS ტერმინალი. აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის ნახვა. ამასთანავე, თიბისი საფულეში მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ სხვადასხვა კომპანიების ლოიალურობის (დაგროვებითი/ფასდაკლების) ბარათებიც და მარტივად, ტელეფონით გაატარონ ლოიალურობის ბარათები პარტნიორ კომპანიებში.

დღევანდელ დღეს, როდესაც სმარტფონებს ინოვაციური ფუნქციები ყოველდღიურად ემატება, მსოფლიოს წამყვანი ბანკები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მათი პროდუქტების გაციფრულებას და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. სწორედ ამიტომ, თიბისი ბანკი წელს ისეთი ბანკების რიცხვს შეემატა, როგორებიცაა : Bank of America, Wells Fargo, Barclays, Citibank, რომლებიც კლიენტებს უკვე წლებია Wallet-ებს, ანუ ციფრულ საფულეებს, სთავაზობენ.

TBC Wallet -ის შექმნაში დიდი წვლილი თიბისი ბანკის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებს - MasterCard-ს და Visa-ს მიუძღვით. პროექტი სწორედ ამ კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Mastercard Europe-ის საქართველოსა და ცენტარლური აზიის რეგიონული მენეჯერის, იგორ სტეპანოვის თქმით, TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ.

„უკონტაქტო გადახდების მომსახურება ახალ საფეხურზე ავიდა - სმარტფონი კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაც არის და ამავე დროს, უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ, რომელშიც ნაღდ ფულს ელექტრონული ანგარიშსწორება ჩაანაცვლებს. უკანასკნელი წლის განმავლობაში, 100-ზე მეტჯერ გაიზარდა Mastercard-ის ციფრული პლატფორმის (MDES) საშუალებით განხორციელებული გადახდები მსოფლიო მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღიაობას სიახლეებისადმი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება უკონტაქტო გადახდების ტენდენცია“.

ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,  დმიტრო კრეპაკმა, თიბისის ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:  „Visa-ს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს მარტივი ოპერაციები, უსაფრთხოება და გადახდის დროს არჩევანის თავისუფლება Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის. თიბისი ბანკმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს Visa-ს უკონტაქტო ბარათები, სტიკერები და ტოკენის საშუალებით მომსახურება, ისევე, როგორც მომგებიანი მობილური საბანკო სერვისები და ქართველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები. TBC Wallet,  რომელიც Visa Token Service-ის პლატფორმაზე  ფუქნციონირებს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Android-ის სისტემის ტელეფონის საშუალებით ისევე მარტივად განახორციელოს გადახდა, როგორც ბარათით. ამ მომსახურებას აქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მომხმარებლის ცნობადობა და მოთხოვნა მობილურ გადახდებზე ქვეყნის მასშტაბით.  ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს ვულოცავთ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ველით TBC Wallet-ის წარმატებით დანერგვას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც სიახლეებზეა ორიენტირებული”.

თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილის, ვაჟა ბერიაშვილის განცხადებით, პროექტი  მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად განხორციელდა:  „თიბისი ბანკისთვის ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და პროდუქტების საბანკო სერვისებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად შევძელით ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება. TBC Wallet მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფიზიკური საფულე ციფრულით ჩაანაცვლონ და ტრანზაქციები უფრო მარტივად განახორციელონ, რაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებლების კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

აღსანიშნავია, რომ TBC Wallet-ის შექმნისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, MasterCard-ის ტოკენ პლატფორმა (MDES – MasterCard Digital Enablement Service) და VISA-ს ტოკენ სერვისი (VTS – VISA Token Service)

ზოგადად, ტოკენიზაცია არის პროცესი, როდესაც სტანდარტულ გადახდის მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა კოდს) ანაცვლებს უნიკალური „ციფრული ანგარიშის ნომერი“, რაც შემდგომ გამოიყენება Wallet-ით ტრანზაქციების განსახორციელებლად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტოკენ სერვისების გამოყენებით შექმნილი TBC Wallet გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებით. აპლიკაციაში დაცულია ბარათის სენსიტიური ინფორმაცია და შესაბამისად, მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი გადახდის სერვისის გარდა, დაცული გადახდებიც ხელმისაწვდომი ხდება.

TBC Wallet აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან, სახელით TBC Wallet. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა სრულიად უფასოა და განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირი დამატებითი ტარიფები არ მოქმედებს. პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მიღება TBC Wallet -ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

თიბისი საფულე - შენი მობილური საფულე!

https://tbcwallet.ge/    (R)                                   

 

 




 ახალი ამბები
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ ჭიჭინაძე “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. „ როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც! „ - განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაზემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით, : „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls