თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)

საზოგადოება

თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" გაიხსნა (R)

28 მაი. 2020, 15:04:03

ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი - შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" იწყებს ფუნქციონირებას. პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია.


საწარმო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ტერიტორიაზე განლაგდა. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება. აქ ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები დასაქმდებიან.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეების ე.წ Mელტ Bლოწნ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. საწარმოში პირველი პროდუქციის წარმოება იწყება სახელწოდებით - „Fაცეგუარდ", რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს.

„არსებულ რეალობაში თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელთა მიზანიც ჩOVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაა. აღნიშნული მიმართულებით, თიბისი არაერთი პროექტის როგორც ავტორი, ასევე პარტნიორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" წარმოებული პირბადეები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი პროდუქციაა. ამასთანავე, თიბისისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ეროვნულ წარმოებას ავითარებს და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. (R)




 ახალი ამბები
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...