"თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. ვერაფერს დავუშავებ... არც დავუშავებ," _ გიორგი გაბუნია

საზოგადოება

"თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. ვერაფერს დავუშავებ... არც დავუშავებ," _ გიორგი გაბუნია

2018 მაი 27 22:27:47

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაცემა "პოსტსკრიპტუმს" სპეციალური მიმართვით იწყებს და ბოლო დღეებში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საუბარია რელიგიურ თემებზე მის მიმართ გაჟღერებული ფრაზების შედეგად გამოწვეულ ვნებათაღელვაზე, რასაც საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გაბუნია მისი ბიოგრაფიის დეტალებს ყვება და განმარტავს, რომ იესო მისთვის პირველ რიგში ადამიანია და იმასც ყვება თუ რამდენად მჭიდრო კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან. 

"როდესაც ვუსმენ, რა ვნებათაღელვა მოჰყვა ბოლო პერიოდში ჩემს კომენტარებს რელიგიურ თემებზე, ვხვდები, რომ, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რა ვთქვი იესოს ან მარიამის შესახებ, არამედ უფრო იმას, თუ როგორ ვთქვი; უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ფორმა, რომლითაც მე მათ მოვიხსენიებ ხოლმე - მორწმუნეების დიდ ნაწილს აღიზიანებს ის, რომ მე ქრისტეზე ან ღვთისმშობელზე როგორც უბრალო ადამიანებზე ვსაუბრობ... და ვხუმრობ.

მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, ზუსტად ისე, როგორც მე და თქვენ - ამას ეკლესიაც არ უარყოფს და ღმერთის განკაცებაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ იესო სრულფასოვანი ადამიანი იყო - მას ჩვენსავით შიოდა, წყუროდა, სციოდა, ეშინოდა, ქორწილებშიც დადიოდა, ღვინოსაც სვამდა, სუფრასთანაც იჯდა, მათ შორის, ძალიან ცოდვილ ადამიანებთან ერთად და, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, ალბათ, რაღაც დოზით, ხუმრობდა და იუმორის გრძნობაც ჰქონდა.

დიახ, მე იესოზე ვსაუბრობ, პირველ რიგში, როგორც ადამიანზე; ჩემთვის ის, პირველ რიგში, ადამიანია; დიდი ადამიანი და თანაც, ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელზეც თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო, როგორც ახლო მეგობარზე, რომელსაც, ვიცი, რომ არასდროს ეწყინება ჩემი ხუმრობა.

მორწმუნეთა ნაწილს ახლა ეს დამოკიდებულებაც გააბრაზებს - როგორ ვბედავ, რომ ღმერთზე, არა მარტო როგორც ადამიანზე, არამედ როგორც ჩემს ახლობელზე ვლაპარაკობ! ჩემთვის კი ეს სრულიად ბუნებრივია - მე გავიზარდე ამ ღმერთთან ერთად.

მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად ვიგრძენი ძალიან დიდი მიზიდულობა იმ ორი ხატის მიმართ, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა - ეს იყო ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ხატები. მახსოვს, წმინდა გიორგის ხატი კედელზე ეკიდა, მაღლა და წინ თეთრი ნაჭერი ჰქონდა ჩამოფარებული. მე ჩუმად ვძვრებოდი ხოლმე სკამზე და დიდხანს ვუყურებდი იმ ხატს, ისე, რომ არავის შეემჩნია.

დღესაც ნათლად მახსოვს ის განსაკუთრებული დღე, როდესაც ბებიაჩემმა - დედაჩემის დედამ - ქაშუეთში შემიყვანა. არ მახსოვს როგორ და რატომ მოვხვდი იქ მასთან ერთად, მაგრამ მახსოვს ის ენით აღუწერელი აღფრთოვანება, რომელიც იმ დღეს ტაძარში განვიცადე.

9 წლის ვიყავი, როდესაც მომნათლეს ჩემს და-ძმასთან ერთად, იმიტომ, რომ ბაბუაჩემი გარდაიცვალა და ასე თქვეს - არ შეიძლება, ოჯახში ვინმე მოუნათლავი იყოსო.

რამდენიმე წელიწადში, ბუნებრივად, გამიჩნდა მოთხოვნილება და სურვილი, რომ უფრო მეტი გამეგო ღმერთის შესახებ. მაგრამ მაშინ ტაძრების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო და საეკლესიო ლიტერატურა, ფაქტობრივად, არ იყიდებოდა.

არ მახსოვს საიდან, მაგრამ ჩემი ინტერესის შესახებ მათემატიკის მასწავლებელმა გაიგო და ერთ დღესაც ჩუმად მომიტანა ოთხთავი. როგორც უდიდესი განძი, ისე მოვასვენე ეს წიგნი სახლში. შევეცადე წაკითხვას, მაგრამ ვერაფერი გავიგე, იმიტომ, რომ ოთხთავი ძველქართულად იყო... და ცოტა ხანში დავუბრუნე უკან ჩემს მასწავლებელს.

ასე ჰაერში დარჩენილი, ვცდილობდი ჩემი ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან...  და მე მისი ხატვა დავიწყე. ვხატავდი ბიბლიურ თემებზე, რომლებსაც სხვა, დიდი მხატვრების ნამუშევრებიდან ვსწავლობდი - იმიტომ, რომ თვითონ მე ბიბლია არ მქონდა. ალბომები მაქვს გავსებული ნახატებით, რომლებშიც მთავარი გმირი ყოველთვის ღმერთია - მამა ღმერთი, იესო ქრისტე, სულიწმინდა.

ბევრი წელი გავიდა, ვიდრე მე სიონის ტაძარში ჩემი პირველი „ახალი აღთქმის“ ყიდვა შევძელი - ეს ჩემთვის სრულიად დაუჯერებელი სასწაული იყო - ხელში მეჭირა სრული „ახალი აღთქმა,“ ყველა წიგნი - მათეს სახარებიდან იოანეს გამოცხადებამდე. მართლა არ მჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო.

შემდეგ ნელ-ნელა ეს გზები გაიხსნა - მოგვიანებით შევიძინე მთლიანი ბიბლია, რომელიც მალევე რამდენჯერმე წავიკითხე.

იმ პერიოდიდან გამომდინარე ისე მოხდა, რომ მე იძულებული გავხდი, რაღაცნაირად ჩემი, საკუთარი, უშუალო ურთიერთობა მეპოვა ღმერთთან, შუამავლების გარეშე.

შუამავალი გაჩნდა მოგვიანებით, როდესაც მე ეკლესიაში დავიწყე სიარული - ამ დროისთვის მე უკვე ძალიან სერიოზული გეგმები მქონდა: მინდოდა ჩემი თავი სრულიად მიმეძღვნა ღმერთისთვის და ამიტომ წლების შემდეგ ბერად აღკვეცას ვაპირებდი. უფრო მეტიც - განდეგილობა მინდოდა და ამისთვის სერიოზულად ვემზადებოდი - ვკითხულობდი ათანასე ალექსანდრიელის მიერ აღწერილ ანტონი დიდის ცხოვრებას და მის ქადაგებებს და ა.შ.,  მსგავს ლიტერატურას.

ამასობაში სკოლა დავამთავრე და დადგა უმაღლესი სასწავლებლის დრო - მე მინდოდა სემინარიაში ჩაბარება, მაგრამ ჩემი მშობლები კატეგორიულად წავიდნენ ამის წინააღმდეგ: მათთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი მიდრეკილება განდეგილობისკენ. ამიტომ დიდხნიანი კამათის შემდეგ დამითანხმეს, რომ მესწავლა არქიტექტურა; დავთანხმდი შემდეგი მიზნით: გავხდებოდი არქიტექტორი და აღვადგენდი საქართველოს დანგრეულ ტაძრებს და ზოგიერთს ჩემი საკუთარი ხელით მოვხატავდი კიდეც - ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის.

დავიწყე სწავლა... ჩემმა მოძღვარმა შემატყო განსაკუთრებული მონდომება და ისე, რომ ამის შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს, სტიქაროსნად მაკურთხა. ჩემს ბედნიერებას და გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, მართლა სამოთხეში მეგონა თავი. შემდეგ ვისწავლე ნუსხურად კითხვა და გავხდი მედავითნე. ვგალობდი, და მცირე ხნით ლოტბარიც კი ვიყავი. ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი და ა.შ. ყველა წესს ზედმიწევნით ვასრულებდი.

რამდენიმე წელი გავიდა ასე... რა მოხდა შემდეგ?

მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამ წესებში, კანონებში, რიტუალებში მე ღმერთი ვერ ვიპოვე, პირიქით, ნელ-ნელა დავკარგე კიდეც.

ეს იყო ეჭვების და შინაგანი ბრძოლის ძალიან მტკივნეული პერიოდი. ჩემთვის სულ უფრო გაუგებარი ხდებოდა, რა საჭირო იყო ღმერთთან ხალასი, უშუალო ურთიერთობის ასე შეზღუდვა სხვადასხვა წესით და ჩარჩოებით, მაშინ, როდესაც იესო სწორედ ასეთი ხისტი ჩარჩოების დანგრევას ქადაგებდა.

საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მე ეკლესიაში დავკარგე ის ღმერთი, რომელიც მანამდე ასე მიყვარდა... ვიღაც მას ეკლესიაში პოულობს, მაგრამ პირადად მე - დავკარგე. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ მანამდე, ბავშვობაში, მე უკვე ჩემი საკუთარი გზა მქონდა მასთან მისასვლელად ნაპოვნი და ნებისმიერ შუამავალს ბარიერად აღვიქვამდი ამ გზაზე.

...და მე წამოვედი ეკლესიიდან. მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ათეისტი - ჩემთვის ათეიზმი რელიგიის ნაირსახეობაა, ეს არის რელიგია ღმერთის გარეშე. მე კი წლები დამჭირდა ღმერთთან ჩემი ურთიერთობის ხელახლა დასალაგებლად.

ეს კიდევ ერთი მძიმე, შინაგანი ძიების ხანგრძილივი პროცესი იყო - ამ პერიოდში სრულიად შევიცვალე ვიზუალურადაც: ჩემი თმა გაფერადდა, ყურები დაიხვრიტა, შარვლები დაიხა და უკუღმა შემოტრიალდა - ეს ცალკე, ძალიან გრძელი ისტორიაა, რომლის მოყოლის დროც აქ ნამდვილად არ არის.

მაგრამ როგორც არ უნდა გამოვიყურებოდე, რასაც არ უნდა ვამბობდე ან ვაკეთებდე - მაინც ყველაფერი, რაც ჩემშია, ეფუძნება ქრისტიანობას; შეიძლება, თქვენთვის ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა - ჩემი ინტერესები, ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ესთეტიკა, ჩემი გემოვნება, ყველა ჩემი ჰობი, ჩემი ყველაფერი დგას ქრისტიანულ კულტურაზე, ეხება ქრისტიანობას და ტრიალებს ქრისტიანობის გარშემო - მათ შორის, ჩემი მკვახე იუმორიც; იმიტომ, რომ მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ამ წიაღში. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ჩემია.

არ ვიცი, რატომ თვლის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი და მორწმუნე - მხოლოდ ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება - არ ვიცი, რატომ თვლიან, რომ ღმერთი ექსკლუზიურად მათი საკუთრებაა და არავის აქვს უფლება სხვანაირად შეეხოს ან ახსენოს იესო თუ მარიამი.

არა! იესო ქრისტე ჩემიც არის, მე გავიზარდე მასთან ერთად, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მე მაქვს უფლება, მქონდეს მასთან ჩემებური ურთიერთობა, თუნდაც ეს ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს. მე მაქვს უფლება ვუყურებდე მას, როგორც ჩემს მეგობარს და ვლაპარაკობდე მასზე, როგორც ადამიანზე. მე არ ვიცი და ვერც მეცოდინება, როგორია ქრისტე როგორც ღმერთი, მაგრამ მე შემიძლია წარმოვიდგინო ის, როგორც ადამიანი.

ის ქრისტიანები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ იესოც ადამიანი იყო და მას მხოლოდ ხატებზე გამოსახულ გაყინულ ღმერთად აღიქვამენ, იქცევიან ისეთ არაადამიანურ აგრესორებად, რომლებიც მზად არიან დაგვწყევლონ, თავი გაგიხეთქონ და მოგკლან - რა თქმა უნდა, იმ იესო ქრისტეს სახელით, რომელიც ჯვარზეც კი თავისი მკვლელებისთვის ლოცულობდა.

ამიტომ... ნუ გეწყინებათ, როდესაც მე ვხუმრობ იესოზე, როგორც ჩემს მეგობარზე; მე მას ახლობლად აღვიქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხუმრობა მას არ ეწყინებოდა და არც სწყინს. ის ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ ჩემი ხუმრობით ან რამე დააკლდეს, ან რამე ეწყინოს და რომც ეწყინოს, ის თვითონ მოახერხებს ჩემთან ურთიერთობის გარკვევას; და თუ არ მოინდომებს ჩემთან მეგობრობას, არ იმეგობრებს.

დამიჯერეთ, თქვენი დაცვა მას არ სჭირდება. მე მას ვერაფერს დავუშავებ ...და არც დავუშავებ", _ აცხადებს გიორგი გაბუნია.




 ახალი ამბები
  • მამუკა ბახტაძე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივიაბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. „მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის ... ...
  • ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ვინც ძალას გადაამეტაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის _  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ტავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა: "საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“. შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი; ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", _ განაცხადა ივანიშვილმა. ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება_ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება", _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამო მიიღეს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს", _ განაცხადა ... ...
  • რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის დეპუტატები დაიბარეს (ვიდეო)ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის დეპუტატები ერეკლე მეორეს მოედანზე პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაიბარეს. სხდომას დეპუტატებთან ერთად მინისტრების ესწრებიან. როგორც გვითხრეს, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ.  სხდომის დასრულების პარტიაში ბრიფინგი უნდა ... ...
  • ბერა: მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების სამართლიან პროტესტს"მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე  თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები" _ აღნიშნულია ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...