"თოთო ბავშვს სცეს პატივი სახელმწიფომ!" _ ჩოხატაურელი ოჯახის გასაჭირი

საზოგადოება

"თოთო ბავშვს სცეს პატივი სახელმწიფომ!" _ ჩოხატაურელი ოჯახის გასაჭირი

2020 თებ 19 11:03:35

ვეფხვია ჭილაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, თუმცა, საკუთარი სახლი არ აქვს და მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, რამდენიმე წელია ქირით უწევს ცხოვრება.

ბინის ქირას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უხდის, მაგრამ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის უქონლობამ, ისედაც შეჭირვებული ოჯახი კიდევ უფრო მეტად დააზარალა.

დამტვრეული ჭურჭელი, დაზიანებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ელემენტარულად ტანსაცმლის კარადის არქონაც კი _ ეს მიზერული ჩამონათვალია, რის დასახელებაც ოჯახს შეუძლია, თუმცა, მათთვის ძირითად პრობლემას საკუთარი სახლის უქონლობა წარმოადგენს.

ვეფხვია ჭილაძე რამდენიმე დღის წინ "გურია ნიუსის" რედაქციას ესტუმრა და გვთხოვა, მისი გასაჭირი ხალხისა და ხელისუფლების ყურამდე კიდევ ერთხელ მიგვეტანა.

როგორც ის გვიყვება, მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია, რადგან მამამ მასთან ერთად ცხოვრებაზე უარი თქვა და სახლი მის დისშვილს მისცა:

"მამაჩემს არ უნდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება, რადგან ალკოჰოლური სასმელის დალევას ვუშლიდი. სახლი ჩემს დას და დისშვილს მისცა.  ჩხუბი არ მინდოდა, გული მაწუხებს  და სახლიდან წამოსვლა მომიხდა", _ ამბობს ვეფხვია.

ვეფხვია ჭილაძისა და მისი მეუღლის "მომთაბარე ცხოვრებაც" მას შემდეგ დაიწყო.

სახელმწიფო უკვე 3 წელია, რაც ოჯახს სახლის ქირას უხდის, მაგრამ უსახლკარო ცოლ-ქმარს პატარა ბავშვთან ერთად საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა არ სურს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მუდმივი საცხოვრებელი ფართის მიცემას ითხოვს.

"3 წელია, მერია ქირას მიხდის. შუა ფარცხმაში ვიყავი, შემდეგ წიფნარში და ახლა გოგოლესუბანში ვცხოვრობ, მაგრამ მეპატრონე საცხოვრებელი სახლის გაყიდვას აპირებს და ქუჩაში ვრჩები. მოელაპარაკოს ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტური პირები სახლის მეპატრონეს და შემიძინონ. ქუჩაში ვარ და თოთო ბავშვს სცეს პატივი სახელმწიფომ, რომ გაიზარდოს. მეპატრონემ შეიძლება დღესვე მომთხოვოს სახლის დაცლა", _ ამბობს ვეფხვია ჭილაძე.

მისი თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართა საცხოვრებელი სახლის შესყიდვაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ:

 "რამდენჯერმე მივედი, შემაძლებინეთ და მაყიდინეთ, ან ერთი ოთახი გამოყავი,-მეთქი. ასე მითხრეს, ხელისუფლება სახლს ვერ გიყიდისო. მაშინ ნივთებს მოვუყრი თავს, გაზს დავტენი და გამგეობის წინ დავდგები,-მეთქი. ახლა ეს სახლიც რომ დავცალო, სად ვიცხოვრო, სად ვატარო ეს თოთო ბავშვი? თუ სახლს მიყიდიან, როგორღაც წამოიწევა ოჯახი წინ, ძროხასაც ვიყოლიებ. ახლა კი ვმუშაობ, მაგრამ გულის პრობლემები მაქვს, ხელფასი წამლებში მიმდის. ლუკმა-პურს მეზობლები გვაწვდიან ზოგჯერ. იმის საშუალება, რომ სახლი თვითონ ვიყიდო, არ მაქვს. აქედან არსად წავალ, ან ეს სახლი მიყიდონ, ან საცხოვრებლად თუნდაც ერთი ოთახი სადმე მომცენ, რომ შვილი პატიოსნად აღვზარდო", _ ამბობს ჭილაძე.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ დუმბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, სოციალურად დაუცველ ოჯახს მერია ქირას უხდის და თუ სხვა თხოვნა ექნება, დაეხმარებიან:

"ქირას ვუხდით, იღებს დახმარებასაც. სახლის შესყიდვას ჩვენ არ ვაწარმოებთ _ ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სხვა სახის დახმარების თხოვნით ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ რაიმე თხოვნა ექნება, კიდევ დავეხმარებით", _ ამბობს დუმბაძე.

შესაძლებელია თუ არა უსახლკარო ოჯახს ბინა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეუძინოს _ ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ.

მერის თქმით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე არანაირი საბინაო ფართი არ გააჩნია და მუნიციპალიტეტს არ აქვს სახლის შესყიდვის და თუნდაც სიმბოლურ ფასად ვინმესთვის გადაცემის უფლება.

"ჩვენ ვუხდიდით ქირას. ვუთხარით, რომ უნდა ენახა რეგისტრირებული სახლი, მოეყვანა მეპატრონე და გავუგრძელებთ ხელშეკრულებას, რომელიც ქირის გადახდას ითვალისწინებს. როგორ უნდა უყიდოს ხელისუფლებამ სახლი? ხელისუფლებას თავის ბალანსზე არანაირი საბინაო ფართი არ გააჩნია, ამიტომ ვთავაზობთ ასეთ ადამიანებს, იპოვნონ გასაქირავებელი სახლი, დოკუმენტებს ვუგვარებთ ჩვენ და ვუხდით ბინის ქირას. 24 ოჯახი გვყავს ასე და 25-ე ჭილაძის ოჯახი. მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, სახლის შესყიდვის და გადაცემის, სიმბოლურ ფასადაც კი არ შეგვიძლია რამის გაცემა", _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვეფხვია ჭილაძესთან რამდენჯერმე შეხვედრას არ უარყოფს _ ზაალ მამალაძის თქმით, ბიუჯეტში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დასახმარებლად წელს 120 000 ლარია განსაზღვრული.

რაც შეეხება ჭილაძის ოჯახის პრობლემის გადაჭრას, სოციალურ საკითხთა კომისია იმ სახლის მდგომარეობას შეისწავლის, სადაც ჭილაძე ახლა ცხოვრობს, რის შემდეგაც, თუ დადგინდება რომ სახლი საცხოვრებლად ნორმალურია და ოჯახს დამატებითი პრობლემა აღარ შეექმნება, მერიისთვის მიმართვას გეგმავს:

"ახლა დავამტკიცეთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი _ 120 000 ლარი იქნება მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფი ოჯახების დახმარებისთვის განკუთვნილი.

კომისია მივა და გადაამოწმებს, თუ რა არის სახლის ნამდვილი ღირებულება და რა მდგომარეობაშია სახლი, იმისთვის, რომ თუ მუნიციპალიტეტი ქირის თანხას გადაიხდის,  ამ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება და ფანჯრის ან კარის არქონის გამო, არ იარონ დამატებით დახმარების სათხოვნელად.

კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წერილობით მივმართავთ  მერიას", _ ამბობს ზაალ მამალაძე.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...