წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალს


საზოგადოება

წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალს

22 იან. 2019, 16:09:15

წითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

„საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა.

ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება.

წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავესსაპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ აცხადებს ... ...
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....