წლის დარჩენილ დროში რას ვერ დააფინასებს ლანჩხუთის ბიუჯეტი

საზოგადოება

წლის დარჩენილ დროში რას ვერ დააფინასებს ლანჩხუთის ბიუჯეტი

17 ნოე. 2017, 18:34:54

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით  2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი განვლილი 10 თვის მონაცემების მიხედვით 81,3%-ია.

ირკვევა, რომ გადასახადების სახით ბიუჯეტში  807 825 ლარის მობილიზება მოხერხდა, რაც გეგმით გათვალისწინებულის 52,1%-ია. სხვა შემოსავლების კუთხით, ბიუჯეტმა 843 991 ლარი იხეირა, რაც გეგმით გათვალისწინებულის  93%-ია. არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 14830 ლარია შეადგინა, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 5,6%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გრანტის სახით მიღებულია 9612544 ლარი, ანუ წლიური გეგმის 85,7%. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი _ 4 944 600 ლარი, გეგმის 92,3%;  მიზნობრივი ტრანსფერი _ 183000 ლარი, გეგმის 83,2%;  საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები _  2 931 075 ლარი, რაც გეგმის 76,8% მოიცავს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გახარჯულია 103 082 ლარი, გეგმის 47,8-%. სტიქიით მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციოდ კი  1 450 787 ლარი, ანუ გეგმის 90,3%.

ამავე ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის განვლილ ათ თვეში მუნიციპალიტეტმა 11 126 463 ლარი გახარჯა, რაც წლიური ხარჯის 78,6% შეადგენს. აქედან, შრომის ანაზღაურებაზე 1 323 965 ლარი, რაც, ფაქტობრივად, გაწეული ხარჯების 18,9%-ს შეადგენს. შტატგარეშე მუშაკების შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების 3%, ანუ 214 413 ლარი გაიცა. მივლინების ხარჯზე 4 254 ლარი მიიმართა, ოფისის ხარჯებზე _ 232846 ლარი. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, აქ 12 613 ლარია მიმართული, რბილი ინვენტარის მუხლიდან _ 1 251 ლარი, ხოლო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯიდან _ 108 070 ლარი.

სხვა საქონელი და მომსახურების მუხლით გახარჯულია 170 824 ლარი, ანუ ხარჯების 2,44%. არაფინანსური აქტივების ზრდაზე (ინფრასტრუქტურული ობიექტები) 4 127 817 ლარი, საკასო ხარჯების 58,9%. სუბსიდირებით გაიცა 4 188 343 ლარი, რაც ხარჯების 59,84%-ია. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მუნიციპალიტეტში, განვლილ 10 თვეში 285 917 ლარია გახარჯული, ანუ 4%. სხვა ხარჯების მუხლით კი, განვლილ პერიოდში 294 116 ლარია გახარჯული. ვალდებულებების კლებაში ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსებაზე კი 162 034 ლარია მიმართული.

საფინანსო სამსახურის განმარტებით,  იმის გამო, რომ არ შესრულდა არაფინანსური აქტივების კლებიდან და ბუნებრივი რესურსების შემოსავლების წლიური გეგმა, სრულად ვერ დაფინანსდა ბიუჯეტის მიერ აღებული ვალდებულებები.

როგორც ირკვევა, განვლილ 10 თვეში მუნიციპალიტეტში ამოწურულია ტრანსპორტის ხარჯი, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალურ შენობა-ნაგებობებში მოხმარებული წყლის ხარჯი. წლის დარჩენილ დროში დაუფინანსებელი რჩება დასუფთავების ღონისძიებები. გარდა ამისა, დაფინანსების გარეშე რჩება შპს „ლანჩხუთის“ მიერ გასახორციელებელი ღონისძიებებიც.

საფინასო სამსახურის უფროსის განმარტების შესაბამისად, აღნიშნული საკითხების დარეგულირება მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმილი ადგილობრივი შემოსავლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი.




 ახალი ამბები
  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...