“ცნობილ პიანისტობაზე არ ვოცნებობ, მირჩევნია, კარგი პედაგოგი ვიყო“ - ინტერვიუ ოზურგეთელ პიანისტისთან

საზოგადოება

“ცნობილ პიანისტობაზე არ ვოცნებობ, მირჩევნია, კარგი პედაგოგი ვიყო“ - ინტერვიუ ოზურგეთელ პიანისტისთან

2019 ნოე 30 16:17:55

ოზურგეთელი ახალგაზრდა გიორგი ცხომელიძე ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. გიორგი სამი დღის წინ “გურული დღიურების“ სტიპენდიატი გახდა.


“დავიბადე ქ. ოზურგეთში, 2000 წლის 17 სექტემბერს. 2006 წელს შევედი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში. 9 წლის ვიყავი, როდესაც ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში დავიწყე სწავლა. იქ ერთ-ერთმა ჩემმა ნახატმა გაიმარჯვა პოლონურ პროექტში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონკურსზე. არ ვიცი, მაგრამ, რატომღაც ხატვა არ აღმოჩნდა ის სფერო, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი, ამიტომაც დავანებე თავი. 12 წლის ვიყავი, როდესაც შევედი ოზურგეთის გრიგოლ კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. მუსიკის პარალელურად გატაცებული ვიყავი მატარებლებით. გამიმართლა და 11 წლის ასაკში წავიყვანე პირველად მატარებელი და მომდევნო 5 წლის განმავლობაში დამყავდა“, _ მოგვითხრობს თავის შესახებ გიორგი ცხომელიძე.

როგორც გიორგი გვიყვება, თავიდან არ მუსიკა თავიდან მაინცა და მაინც არ ხიბლავდა.

„მუსიკას, რაც შეეხება, თავიდან არ მხიბლავდა მუსიკისადმი პროფესიული, სერიოზული დამოკიდებულება და თავის დანებებასაც ვფიქრობდი. მაგრამ, როდესაც მოვისმინე შოპენის ნაწარმოებთა რაღაც რაოდენობა, მივხვდი, რომ თურმე ძალიან მყვარებია და ამან მაიძულა გამეგრძელებინა... ოზურგეთში გამართულ ერთ-ერთ საანგარიშო კონცერტზე დაესწრო ბატონი თემურ სიმულიდი (დაიბადა ოზურგეთში. საბერძნეთში აქვს გახსნილი თავისი სკოლა). მან მირჩია, რომ თუ გაგრძელებას ვაპირებდი, გამეგრძელებინა ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილთან. ამ ქალბატონმა მომისმინა. მოვეწონე და მიმიღო თავის კლასში... შარშან ჩავაბარე ერთდროულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (100%-იანი გრანტით) და ევგენი მიქელაძის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. ახლა ვემზადები რამდენიმე კონკურსისა და ფესტივალისთვის. აგრეთვე იგეგმება საკმაოდ ბევრი კონცერტი...

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ცხომელიძესთან.

_ გიორგი, ვინ იყო შენი მუსიკის პირველი მასწავლებელი?

_  იზო სიხარულიძე. ნატალია ნაცვლიშვილი არის დღევანდელი ჩემი პედაგოგი. რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი. ოთხჯერ წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული აქვს მინიჭებული და ღირსების ორდენოსანია.

_ რატომ მიატოვე ხატვა და ვინ გირჩია პიანისტი გამხდარიყავი?        

_ ხატვა არ იყო საჩემო საქმე. არ მქონდა იმდენი ინტერესი ხატვის მიმართ, არც სულს უხაროდა დიდად და მუსიკაზე ჩემი მოთხოვნით შემიყვანეს. სმენა ყოველთვის კარგი მქონდა. ფორტეპიანოზეც რაღაცები ვიცოდი, მაგრამ ნოტების გარეშე და ვიფიქრე, ბარემ ნოტებსაც ვისწავლი-მეთქი.

_ სკოლაში უფრო ბეჯითი იყავი თუ სამუსიკო სკოლაში.

_ სკოლაში თავიდან ბეჯითი არ ვიყავი, ვზარმაცობდი, მაგრამ ძალიან კარგი უნარი მქონდა, რომ ერთი მოსმენით დამემახსოვრებინა, ის რასაც მასწავლებელი გვიყვებოდა და რამდენიმე დღის შემდეგ მისი მონათხრობი მომეყოლა. მერე გავბეჯითდი. დაახლოებით, მეათე კლასში და ამან განაპირობა ის, რომ სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე.

_  ორ სასწავლებელში სწავლობ ერთდროულად... თავისუფალი დრო გაქვს? და თუ გაქვს, რას აკეთებ?

_ თავისუფალი დრო ძალიან ცოტაა და ძალიან რთულია ეს ჩემთვის. ფორტეპიანო მოითხოვს ტიტანურ შრომას. ყველა ადამიანს რაღაც აწუხებს, მაგრამ, როცა ინსტრუმენტთან ჯდები, ძალიან დიდ ვალდებულებას იღებ და გიხდება საკუთარი თავი გვერდით გადადო და მთლიანად მიეცე მუსიკას. დიდი შრომის მიუხედავად, თავისუფალი დრო მაინც მაქვს. ვცდილობ, ეს თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გავატარო. არის შემთხვევა, როდესაც მე არ ვარ დაკავებული, მათ არ სცალიათ, ასეთ შემთხვევაში ვზივარ ინსტრუმენტთან და ვარჩევ რამე ისეთ ნაწარმოებს, რაც, უბრალოდ, მსიამოვნებს. მაგალითად, ჩაიკოვსკის წელიწადის დრონი ან შოპენის ნოქტიურნები, ან კიდევ რახმანინოვის რამე ენერგიული.


_ დავუბრუნდეთ ბავშვობას... ხატვა, მუსიკა და კიდევ მატარებელი... 11 წლის იყავი, რომ წაიყვანე მატარებელი... რადიკალურად განსხვავებული სფეროებია ხელოვნება და ტექნიკა. 11 წლის ბავშვისთვის არ იყო ძნელი?

_ სწორედ თერთმეტი წლის ბავშვისთვის არ არის ძნელი თუ აინტერესებს. ბავშვის ტვინი ყველაფერს ძალიან ჩქარა ითვისებს...

_ ვინ გეხმარებოდა მატარებლის მართვაში?

_ თავიდან მემანქანე მეხმარებოდა. მერე რამდენიმე თვეში უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებდი სამანევრო სამუშაოებს. მგონი, ორ წელიწადში სამტრედიაში წავიყვანე პირველად სამგზავრო მატარებელი, მერე _ სატვირთო.

_ საბოლოოდ, მაინც მუსიკა აირჩიე? როგორც ვიცი, ელისო ბოლქვაძის დიდი მოწონებაც დაიმსახურე...

_ შეხვედრა შედგა ჩოხატაურში. ქალბატონი ელისო და მიშელ სონი ბრძანდებოდნენ ჩამოსული. მე შევასრულე შოპენის რევოლუციური ეტიუდი, რომელიც საკმაოდ რთულია. მარცხენა ხელის ეტიუდია და საკმაოდ მოეწონა.

მუსიკა რომ არ ყოფილიყო, მე ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ... ამიტომაც მუსიკის არჩევის საშუალება არ მქონდა და არც მაქვს... ასე ვთქვათ, “განაჩენია”. მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში მინდა, როგორც მაგისტრატურის ისე დოქტორანტურის გავლა.

_ დაგეგმილ გასტროლებზე რას გვეტყოდი?

_ გეგმებზე ასე საჯაროდ არ მიყვარს საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ იგეგმება სამი დიდი კონცერტი თბილისში. ერთი კონკურსი ბორჯომში და ერთი ფესტივალი თურქეთში.

_ რომელი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება გიყვარს ხშირად და რატომ?

_ კონკრეტულად ერთი დასახელება რთულია... თან დამოკიდებულია ხასიათზე... თუ ენერგიულად ვგრძნობ თავს, უფრო ხშირად შოპენის ეტიუდებს, ბეთჰოვენის სონატებს ან რახმანინოვის რამე ენერგიულს ვუკრავ... თუ სუსტად ვარ,  რომანტიკოსების კანტილენებს ვამჯობინებ. რაც შეიძლება სევდიანს. თუ საშუალოდ ვარ, მაზურკები, ვალსები, რამდენიმე საშუალო სირთულის ეტიუდი. ამ ბოლოს, რატომღაც, რომანტიკოსების კანტილენების შესრულების ხასიათზე ვარ...

_ ნერონ ზაქარიაძის შვილიშვილი ხარ (ნერონ ზაქარიაძე იყო მახარაძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე). ბაბუაზე რას გვეტყვი?

_ ბაბუაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით... იმიტომ, რომ ის გარდაიცვალა 1988 წელს და მე დავიბადე 2000-სში. ბებიასგან, მეორე ბაბუასგან და დედაჩემისგან მხოლოდ კარგი გამიგია ბაბუაჩემზე.  სულ მაინტერესებდა, როგორი იყო, დღესაც მაინტერესებს...

_ გიორგი, რა პრობლემები აქვს დღეს ახალგაზრდებს და  სტუდენტებს?

_ ახალგაზრდების, სტუდენტების ძალიან დიდი პრობლემა დროის უქონლობაა. ძალიან გადატვირთული რეჟიმია. უკვე იმდენად დაკავებულია ყველა, საკუთარ თავზე ფიქრსაც ვერ ასწრებენ. აგრეთვე, ჩამოუყალიბებლობის პრობლემაა ახალგაზრდებში _ სტუდენტებმა, რომლებიც უკვე ამთავრებენ უნივერსიტეტს, არ იციან, რა უნდათ, რისკენ მიილტვიან. ბევრისგან გამიგია _ “სხვა ფაკულტეტი მინდოდა და აქ მოვხვდი”, _ ესეც დიდი პრობლემაა.  მოკლედ, დამიჯერეთ, ახლანდელ ახალგაზრდობას სასაყვედურო არაფერი აქვს. დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან ჩქარია და რა ქნან... ყველას, როგორც შეუძლია და რაც შეუძლია, აკეთებს. პრობლემა, არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, აგრეთვე სოციალური ქსელები, საიდანაც დიდი აგრესია მოდის.

_ გიორგი, აპირებთ თუ არა ოზურგეთში კონცერტის ჩატარებას და ვის მიუძღვნი კონცერტს?

ოზურგეთში კონცერტის ჩატარებას ვაპირებ. მინდა ერთი სოლო კონცერტი გავმართო. აი, ვის მივუძღვნი, ეგ ნამდვილად არ ვიცი... არც მიფიქრია მაგაზე. თუ ვინმეს შეიძლება მიეძღვნას ჩემი სოლო კონცერტი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ეს არის მხოლოდ იზა სიხარულიძე, ჩემი პირველი მასწავლებელი, მაგრამ ამ მიძღვნის ცოტა მეშინია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

_ ოცნებობ, გახდე ცნობილი პიანისტი?

_ ცნობილ პიანისტობაზე არ ვოცნებობ, მირჩევნია, კარგი პედაგოგი ვიყო.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...