„წყალი გვინდა, ოთხი წელია, ვიხრჩობით“ : ორი სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნა ოზურგეთის მერიასთან

საზოგადოება

„წყალი გვინდა, ოთხი წელია, ვიხრჩობით“ : ორი სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნა ოზურგეთის მერიასთან

16 ივლ. 2020, 14:50:05

დღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ  შრომის  თემში შემავალ, ხრიალეთის მცხოვრებთა ჯგუფი მერიასთან მივიდა და ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის მერთან, კოტე შარაშენიძესთან  შეხვედრა მოითხოვეს.

_ჩვენ , ოთხი წელია, წყალი არ გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ყოველ წელს მცირდება რაოდენობა. კომუნისტების დროს გაკეთებული ხუთი  ოჯახის სამყოფი აუზით,  დღეს მთელი სოფელი ვერ იარსებებს. ამიტომ ახალი უნდა გაკეთდეს ან ჭაბურღილი  გვინდა, _თქვეს   სოფელ შრომის თემში შემავალი ხრიალეთის უბნის  მცხოვრებლებმა.

მათ  შესახვედრად მისულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერმა კოტე შარაშენიძემ თქვა, რომ ბევრგან არის ასეთი მდგომარეობა:

_უცებ არ  კეთდება ყველგან. რეალობა ასეთია. მაქვს პროექტის პრობლემა, თორემ წყალი რომ უნდა გაკეთდეს, ვიცი, _ თქვა მან და კომპანია „სატისის“ ხელმძღვნელს ტელეფონით დაუკავშირდა:

_ნოდარ, აგერ რომ გაიარე დაგინახე, მოდი ახლავე, _ასეთი საუბრის შემდეგ,  მალე გამოჩნდა ნოდარ თოიძე, წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ხელმძღვანელი.   ადგილზე ასევე მოვიდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის წყალმომარაგების უფროსი დათო ცერცვაძე.

_რაღაც უნდა ვქნათ, ინდივიდუალური პროექტი რომ ავიღოთ  ან ჭაბურღილები გავაკეთოთ, მოვიფიქროთ.  ესაა რეალობა, აგერ არის ეს ხალხი, - უთხრა შარაშენიძემ თოიძეს და ცერცვაძეს.

_ჭაბურღილი რომ გავაკეთოთ, დაიხარჯოს სოლიდური თანხა და მერე  წყალი არ იქნეს, ასე არ შეიძლება, - თქვა ცერცვაძემ, რაზეც გაისმა რეპლიკა, რომ არსებობს საამისო ხელსაწყო-აპარატურა, რომელიც ჭაბურღილის ჩასმამდე დადგენს,   კონკრტეულ ადგილზე იქნება წყალი თუ არა.

გარკვეული  საუბრის შემდეგ, შარაშენიძემ დაავალა „სატისის“ ხელმძღვანელს,  ახლა გაჰყოლოდა ხრიალეთის მცხოვრებთა ამ ჯგუფს სოფელში და ადგილზე ენახა,  რა მდგომარეობაა და რის  გაკეთება შეიძლება.

_მადლობას გიხდით, რომ ასე სასწაფოდ მოხვედით და   კომპანიის უფროსიც გამოიძახეთ, მაგრამ  ეს არ გვშველის.  წყალი  დაახლოებით  როდის გვექნება, ეს გავაინტერესებს. ოთხი წელია, ვიხრჩობით,  -  წასვლის წინ კითხვებს სვამდნენ ხრიალეთელები.

_ ახლა ამას დაზუსტებით როგორ გეტყვით, - უთხრა მათ  შარაშენიძემ.

როცა ხრიალეთელები,  „სატისის“ ხელმძღვანელთან ერთად, სოფელში წავიდნენ, შარაშენიძეს სოფელ მერიის   თემის, გოგიეთის რამდენიმეკაციანი ჯგუფი იგივე პრობლების-წყალგაყვანილობის გაკეთების  თაობაზე უცდიდა:

_შარშანდელს  მერე ვიცდით. იქით პანდემიაო, აქეთ  ტენდერი  ცუდმა კაცმა მოიგოო და კი ვართ ასე, - თქვეს გოგიეთელებმა.

_ამ  სოფელში წყალგაყვანილობის  მოსაგვარებად  ორი  ტენდერი იყო გამოცხადებული.   ერთი  თებერვალში   ჩაიშალა. მერე პანდემიის პირობებში, არ მოგვცეს ტენდერების ჩატარების უფლება. ახლა ვინც მოიგო ტენდერი, თბილისში არსებული კომპანიაა.   აკლია და შესასრულებელია  გარკვეული პროცედურები, რომ დაიწყოს მუშაობა. მალე მოგვარდება ყველაფერი, - უთხრა გოგიეთელებს მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ.

ორივე სოფლის  მცხოვრებლები, დაპირების  შემდეგ, შინ დაბრუნდნენ.

ვრცლად აღნიშნული პრობლემის შეახებ  საგაზეთო სტატიაში  გიამბობთ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...