ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ

gurianews.com

საზოგადოება

ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ

2018 იან 20 11:45:53

რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ.

Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა.

ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს.

„გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან.

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა.

„სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება.

მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა.

1tv.ge


ნახვა: 212


 ახალი ამბები
  • ,,როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ მაძღარი ხარ, ცოტა უცნაურია“ _ სოსო ცინცაძეექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცინცაძე აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი იმ მაუწყებლის შესანახად, რომლის არსებობა საზოგადოებისთვის  უმნიშვნელოა. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩუმად რომ გაუქმდეს, ვერავინ გაიგებს, რომ აღარ არსებობს. მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, ხალხმა იცის, რომ ტელევიზია 50  მილიონი ლარით ფინანსდება და კიდევ აძლევენ დამატებით მილიონებს და თანაც საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან.  საზოგადოებრივ მაუწყებელს  CNN -თან შედარებით 4-ჯერ მეტი შტატი აქვს. პირველმა არხმა 80 მანქანა შეიძინა ახლა და CNN- ს საერთოდ არ ჰყავს მანქანები, იქ ბიუჯეტის ფულით მანქანებს არ ყიდულობენ. ეს ფული პირველი არხის დირექტორს არ სჭირდება, მთავარია, თანხა არ წაიღონ კერძო ტელევიზიებმა. შემთხვევითი კი არ იყო ნინო ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მწვავე საუბარი. ვისაც უჭირს, ის გრძნობს მეტ საშიშროებას. უცნაურია, როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ შენ მაძღარი ხარ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ როლში გამოდის და ამბობს, თანაც ჩხუბით, ბრაზით _ ინტრიგანი ხარ, რადგან ამბობ, რომ გშიაო. ვინ იცის უკეთესად ვის შია, კობახიძემ თუ წვრილმა მედიასაშუალებებმა? კობახიძემ უკეთ იცის რა დღეშია დღეს მედია?  რა ელით მათ ამ კანონის მიღებით? ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტშიც დარღვეულია ერთიანობა  და გუშინ კობერიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ახალი ფული კი არა იმ 50 მილიონს რაში ხარჯავს მაღლაფერიძე ესეც გასაკვირიაო“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციების მიუხადავად, პარლამენტში ვეტოს დაძლევას პროგნოზირებენ. მედიაორგანიზაციები კი პარლამენტის წევრებს მიუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფლებამოსილებების გაზრდა კერძო მედიასაშუალებებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ... ...
  • ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს-მ "გურია ნიუსთან" განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა ... ...
  • რატომ დაიბარეს გუბერნატორები პარლამენტშიჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების ... ...
  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

ინდური „კომფორტი“

ცნობილია, რომ ინგლისელთა მმართველობის დროიდან...

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...