"თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, უარი "ეროვნულ პარკს"

gurianews.com

საზოგადოება

"თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, უარი "ეროვნულ პარკს"

2018 ივნ 21 14:16:32

"მთელი კანონმდებლობა _ საერთაშორისო და ადგილობრივი, არის მოსახლეობის მხარეს, მაგრამ მაინც ხისტია ხელისუფლების პოლიტიკა და არ მოდის დათმობაზე. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, სადაც გადაიკვეთება დაცული ტერიტორიების, კონკრეტულად, ეროვნული პარკის და მოსახლეობის ინტერესები, იქ საქმე უნდა გადაწყდეს მოსახლეობის სასარგებლოდ. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, საერთოდ ვიტყვით უარს "ეროვნულ პარკზე", _ დავა კოლხეთის დაცული ტერიტორიების საკითხზე ლანჩხუთში ისევ აქტუალური ხდება. მეტიც, აღნიშნულ თემაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე სოსო კვაჭაძე ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხისადმი ხისტ მიდგომაში ადანაშაულებს და სამომავლოდ ხალხმრავალ აქციებსაც აანონსებს.

"ეროვნული პარკი" ლანჩხუთის ტერიტორიის, დაახლოებით, 12 ათას ჰექტარს მოიცავს, სადაც, ტრადიციული საქმიანობები ან მთლიანად იზღუდება, ან სერიოზული შეზღუდვებია. არსებობს მკაცრი დაცვის და ტრადიციული გამოყენების ზონები.

მკაცრი დაცვის ზონაში ყოველგვარი ტრადიციული საქმიანობა აკრძალულია, ერთადერთი გამონაკლისია მეცნიერული კვლევა მანიპულაციების გარეშე. ტრადიციული გამოყენების ზონაში ნადირობა აკრძალულია; ლიმიტირებულია თიბვა, ძოვება; არ შეიძლება შენობა-ნაგებობების განთავსება. ფაქტობრივად, ამ ზონაშიც აკრძალულია ტრადიციული საქმიანობა, ნადირობა კი ყველგან აკრძალულია.

ადგილობრივი სოციალური ფონი და მოსახლეობის გასაჭირი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ტრადიციული საქმიანობა არ გახორციელდეს ამ ნოყიერ მიწებზე, რადგან სასიცოცხლოდ ვართ დაკავშირებული მასთან", _ ამბობს სოსო კვაჭაძე და მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს ლანჩხუთში მთავრობის იმ წევრთა ჩამოყვანას სთხოვს, ვისი პრეროგატივაცაა ამ საკითხის მოგვარება.

"ვაანონსებთ დიდ აქციას _ შევკრებთ მოსახლეობას, მოვთხოვთ დეპუტატს, ჩამოიყვანოს წარმომადგენლობითი ორგანოდან, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის გადაწყვეტა. ან გადაწყდება საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ და ჩვენ დავიცავთ ჩვენს კანონიერ უფლებას, ან მოვითხოვთ ამ კანონის გაუქმებას ლანჩხუთის ტერიტორიაზე, რის სრული და კანონიერი უფლება გვაქვს. ან დაგვეთანხმებიან ან ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოვაწყობთ აქციებს და ა. შ." _ დასძენს კვაჭაძე.

"კოლხეთის ეროვნულ პარკთან" მიმართებაში პრეტენზიები აქვთ მონადირეებსაც და დაცულ ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვას აპროტესტებენ.

"სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე? ამ ტერიტორიებზე გურული კაცი საუკუნეებია ნადირობს. უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ _ თოფიც გვესროლეს. მდინარე ფიჩორზე წყალში მახეები აქვთ დადგმული. ამ მახეზე რომ ვინმე დამარცხდეს, პასუხი ვის მოვთხოვოთ? ჩვენ ეროვნული პარკის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლიმიტირებული ნადირობა რატომ არ უნდა იყოს დაშვებული?! გვეუბნებიან, რომ შეშის შეგროვება შეიძლება, თევზაობაც, საქონლის ძოვებაც. ტყუილია ეს ყველაფერი! ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ვიღაცამ კაბინეტში დაწერა კანონი და სულ არ იცის, აქ რა ხდება. ჩვენ სხვა სანადირო ადგილები რომ გვქონდეს, პროტესტს არ დავიწყებდით", _ ამბობენ მონადირეები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ აქციაც კი გამართეს.

მაშინ ლანჩხუთში მათთან შესახვედრად კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ალექსანდრე ხაბეიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი და მისი მოადგილე, თომა დეკანოიძე ჩამოვიდნენ.

ეს შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო, სადაც მხოლოდ ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაჟღერებულა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, ზემოთ ნახსენები კომისიის შექმნა, რომელშიც საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძეცაა ჩართული.

როგორც გაირკვა, ცოტა ხნის წინ ეროვნულ პარკთან დაკავშირებით, ჩახვაძეს კომისიის სხვა წევრებთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წევრებთან ჰქონდა შეხვედრა.

"ეროვნული პარკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურში ჩავაყენეთ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს შეგვახვედრა. საუბარი გვქონდა იმ პრობლემებზე, რომელიც "ეროვნულ პარკისგანაა" გამოწვეული და ეხება ადგილობრივ მოსახლეობას.

ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 მეურნეობაა. კანონის მიხედვით, ლიმიტირებული ძოვებაა განსაზღვრული, შეზღუდულია სამასალე და საშეშე მასალის მოპოვება-დამზადება. ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის რთულად ასახსნელი და გასაგებია. რომ არა ეს ფერმერული მეურნეობები, ლანჩხუთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა. ჩვენ არსებული სიტუაცია ავუხსენით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს და მივიღეთ პირობა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებოდნენ", _ გვიყვება გიორგი ჩახვაძე.

მისივე ინფორმაციით, იმავე საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილსაც შეხვდნენ:

"მინისტრის მოადგილესთანაც გვქონდა შეხვედრა, რომლისგანაც, პარლამენტარებისგან განსხვავებით, უფრო ხისტი შეხედულებები მოვისმინეთ. ის იცავდა პოზიციას, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ მიდგომას არ გადაუხვევდნენ. ჩვენ შევეცადეთ, დაგვერწმუნებინა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, საჭიროა დათმობაზე წასვლა და მოსახლეობის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.

ჩვენ ჩვენი წინადადებები გავაცანით ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას აწუხებს "ეროვნულ პარკთან" მიმართებით, ჯერჯერობით, სამინისტროსთან ეს მოლაპარაკებები გრძელდება", _ ამბობს გიორგი ჩახვაძე.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, გაიმართოს შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტისა და გუბერნიის წარმომადგენლებს და ლანჩხუთის მოსახლეობას შორის და ზემოთ ნახსენებ საკითხებზე ერთიანი და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდეს.

როგორც ჩახვაძე ამბობს, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ლანჩხუთის სატყეო უბნის აღდგენის საკითხიც გააჟღერა:

"ამ შეხვედრაზე, უპირველესად, ლანჩხუთის სატყეო უბნის აღდგენის მოთხოვნა დავაყენე, რადგან გურიის რეგიონში ყველაზე მეტი ტყე და რესურსი ლანჩხუთს აქვს და ერთი კონკრეტული პიროვნების ახირებას არ უნდა მოერგოს სისტემა. უშუალოდ ამ საკითხზე მინისტრის მოადგილისგან მხარდაჭერა მივიღე", _ ამბობს საკრებულოს დეპუტატი.


ნახვა: 53


 ახალი ამბები
  • სპეცოპერაციამდე სუს-ი აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდაკურიერმა ტერორიზმში ბრალდებული რამაზ მარგოშვილის ჩვენება მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერს შუამავლებსაც უგზავნიდა. ჩვენების მიხედვით, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ჩიმაკაძემ და მისმა მოადგილემ, ხვიჩა ლორიამ, პანკისის ხეობიდან ჩამოსულ რამაზ მარგოშვილს დაავალეს, რომ სირიაში ჩასულიყო და საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულ ჩატაევს შეხვედროდა. ჩვენებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან „ცალხელა აჰმედთან“ შესახვედრად გაგზავნილ პანკისელ რამაზ მარგოშვილს სუს-მა ფული მისცა. თანხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცსახსრებიდან ორჯერ გამოიყო. რამაზ მარგოშვილი ჩვენებაში ყვება, როგორ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე და როგორ მიითვისეს სუს-ის მაღალჩნოსნებმა თანხის ნაწილი ადგილზევე. ბრალდებული რამაზ მარგოშვილი ჩვენებაში წერს, რომ სუს-ის მაღალჩინოსნების დავალებით, აჰმედ ჩატაევს სირიის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა და ქართული სპეცსამსახურების თხოვნა გადასცა - ჩატაევს სირიის ციხეებში ესპანელი რეჟისორები უნდა მოეძებნა და ისინი ტყვეობიდან დაეხსნა. "ცალხელა აჰმედი" სუს-ის მოთხოვნის შესრულებას ერთი პირობით დასთანხმდა, თუ ქართულ სპეცსამსახურები მას ქართველი ბიზნესმენისგან თანხის ამოღებაში დაეხმარებოდნენ. ბრალდებულ მარგოშვილის მტკიცებით, იმ დროისთვის ჩატაევის ვალი ბიზნესმენ ალექსანდრე თალაკვაძეს ჰქონდა. საუბარია 300 ათას დოლარზე. მარგოშვილის მტკიცებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ სუს-ის მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ჩატაევი თანხის დაბრუნებას ითხოვდა, თუ ფულს არ დაუბრუნებდნენ, კუთვნილი თანხის ამოსაღებად ის საქართველოში თავად ჩამოვიდოდა. მტკიცებულების სახით მარგოშვილმა ჩატაევის აუდიოჩანაწერი ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა. ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ სუს-მა მოქმედება დაიწყო, თუმცა, გაირკვა, რომ მაღალჩინოსნების ჩატაევის ფულის მითვისებას თავად აპირებდნენ. ბიზნესმენი ალექსანდრე თალაკვაძე სუს-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ვერ იხსენებს, თუმცა, ადასტურებს, რომ აჰმედ ჩატაევი მისი ახლო მეგობარი იყო. კურიერის მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით, აჰმედ ჩატაევის ვალი პანკისელ შავლეხ, იგივე შახი ქავთარაშვილსაც ჰქონდა. ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთ-ერთი ლიდერი 30 ათასი დოლარის დაბრუნებას მასაც სთხოვდა. ჩვენებაში ბრალდებული თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გამართულ შეხვედრას იხსენებს. მისი მტკიცებით, შეხვედრაზე სუს-მა უცხო ენაზე მოსაუბრე პირი მიიყვანა და მარგოშვილის სთხოვდა, მისი თანდასწრებით ჩატაევის გეგმებზე ელაპარაკა. ბრალდებულს ეჭვი აქვს, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებაში ქართულმა სპეცსამსახურებმა დიდი ფული აიღეს. საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ მარგოშვილის ჩვენების შემდეგ პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, თუმცა, სახელმწიფო მბრალმდებელი დეტალებზე არ საუბრობს.  რამაზ მარგოშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხვებს არ პასუხობენ. წყარო: ... ...
  • ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ე.წ. კინკლაობაში„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ“,_ ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ.  ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.  „ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები და ამ ვადებში დასახელდება, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი შეფასებით, ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები მაშინ, როდესაც თავად პრეზიდენტსაც არ გამოუცხადებია საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ასეულობით წევრისგან შედგება, პრეზიდენტს კონსულტაციების გავლა არ სჭირდება და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს. „აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი თავადაც არ აცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მას არ სჭირდება არავისთან კონსულტაციების გავლა, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც შედგება უამრავი წევრისგან, მათ შორის, პოლიტიკური გუნდი არის წარმოდგენილი ასეულობით ადამიანით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული კონსულტაციების გავლა და ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან, კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება. „ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაკეთდება ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, ნებისმიერ კონკურენტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვეძლება გარეთ განცხადების გაკეთდება“, _ განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ... ...
  • პოლიტიკური კურიოზი ისაა, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობსსაპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გიორგი მარგველშვილის განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარეძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს. "გიორგი მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება და პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი", - აღნიშნა ... ...
  • ჭე კლასი, ზურგზე დამღა - ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერსსაკანონმდებლო ორგანოში 5 საათია, მამუკა ბახტაძესა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ოპოზიციამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეკითხვები დაუსვა. კითხვა-პასუხის გამართვამდეც და მის შემდეგაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტები განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენას აპროტესტებენ. „ქართული ოცნების გუნდი ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, არასდროს არ ჰყავდათ ვარსკვლავები და ხარისხიანი გუნდი, მაგრამ რაც წლები მიდის, დეკვალიფიკაციაა, მერე გადავიდნენ მესამეში, მეოთხეში, ახლა ეს გუნდი არის ყველაზე სუსტი და ფაქტობრივად, თამაშობენ ჭე-კლასში. რაც შეეხება თავად პერსონალურ შემადგენლობას, ფრთიანი ანგელოზებიც რომ იყვნენ, 11-დან 10, იქ, სადაც ჰყავთ წულუკიანი, მათ ყველას აქვს ზურგზე დამღა - 6-წლიანი წარუმატებლობისა, ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტრ წყალს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ. ოპოზიციის წევრების თქმით, მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტი ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, სამთავრობო პროგრამიდან არის გადმოტანილი.  „ჩვენ ვნახეთ პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, პრაქტიკულად, გადმოწერილია წინა პროგრამებიდან, ხოლო სიახლეები, რომელიც დამატებულია, სრულიად გაუაზრებელი, მაგალითად, იმ ტიპის, როდესაც განათლების მინისტრის მთავარი პრიორიტეტი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება იქნება საქართველოში, ჩვენ ვნახეთ შემადგენლობა, რომელიც ერთი მხრივ, შედგება სახეებისგან, რომლის ნახვაც საზოგადოებას მკაფიოდ აღარ უნდა მთავრობაში, ხოლო მეორე მხრივ, არიან სრულიად უცნობი სახეები და ადამიანები, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის, ხვალინდელი დღიდან იქნებიან პასუხისმგებელი, ასობით ათას ოჯახის ცხოვრებაზე,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ბახტაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით კმაყოფილია. მმართველი გუნდი აპირებს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადოს. „ახალი პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე ისაუბრა, მე გამოვყოფდი მათ შორის მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სამართლიანობის კომპონენტს, რომელიც გამოიხატა ჰუმანურ აქტში - საგადასახდო დავალინების ჩამოწერა 2011-2012 წლებში,“ _ განაცხადა ეკა ბესელიამ. წყარო: ... ...
  • "დადასტურდა, რომ კობალაძესთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები და მათ ეს ფაქტი დამალეს"20 წლის კოკა კობალაძის პოლიციელების მიერ შესაძლო ცემის ფაქტზე პარლამენტარების კითხვას შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საკანონმდებლო ორგანოში უპასუხა. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და, თუ დადასტურდება, რომ სწორედ პოლიციელებმა სცემეს, მათ შსს-ს რიგებიდან გარიცხავენ. „მოგეხსენებათ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად, ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი კონკრეტული, უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან, რამეთუ მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანების, პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის. ყველა მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული გენერალური ინსპექციის მიერ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შსს სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც ახალგაზრდა, კონკრეტულად კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება,“ - განაცხადა შს მინისტრმა. კობალაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელბს შსს. უწყების ცნობით, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა.კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები, უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი იმყოფებოდა. თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი. ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ეჭვები ბინაში პოლიციელთა ყოფნის ფაქტის დამალვის მოტივაციასთან დაკავშირებით, მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლდნენ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურაში", _ ნათქვამია შსს-ს ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...