უძარღვო შუბლი ყველაფერს აიტანს!!! _ საკრებულოს სხდომას მოყოლილი ჟურნალისტის შთაბეჭდილება

საზოგადოება

უძარღვო შუბლი ყველაფერს აიტანს!!! _ საკრებულოს სხდომას მოყოლილი ჟურნალისტის შთაბეჭდილება

2018 ნოე 10 14:06:59

გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის შალვა თავდიშვილის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ლარის გაუფასურების გამო ხელფასის მატება ყველასთვის საჭიროა, მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ალექსანდრე სურგულაძე ოვაციით შეხვდა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან  კარგი აზრია.

ეს მაშინ, როცა ადამიანების უმრავლესობა შიმშილობს, ბიუჯეტიდან, რომელიც ისევ ხალხის ფულით ივსება, დახმარებას ელის და ამ დროს ოზურგეთის მერიაში დანამატებს გასაიდუმლოებულად არიგებენ.

როგორც ჩანს, ვიცე-მერს გული იმაზე დასწყდა, რომ დანამატი მას არ შეხვდა_ ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მერიის მიერ „გურია ნიუსისთვის“  მიწოდებულ ინფორმაციაში, რომელიც საკრებულოზე ოპოზიციის და  პოზიციის კრიტიკის საგანი გახდა.

დეპუტატების მოთხოვნა, რომ სურგულაძეს გაემხილა,  ვინ არის ის 9 ადამიანი, რომელსაც დანამატი მიეცა და მათი დაჯილდოება გადასახადის გადამხდელებს  9 270 ლარი დაუჯდათ, სურგულაძემ უგულებელყო:

_ რაა დასამალი?! ეკუთვნოდათ და მიიღეს. მაგალითად, კულტურის განყოფილებამ მიიღო, _ დაზეპირებული ლექსივით რამდენჯერმე გაიმეორე ეს ფრაზა  სურგულაძემ.

მას სხდომაზე მყოფი საფინანსო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილიც აჰყვა, რომელიც არც „ქართული ოცნების“  დეპუტატის კრიტიკას მორიდებია და არც მის წინა ხელმძღვანელობის. მამაკაიშვილი თითქმის 15 წუთის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დანამატები კანონიერად გაიცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბესო ქათამაძის კითხვაზე, როგორაა ეს კანონიერი, როცა საკრებულოს დადგენილებით დანამატები წლის ბოლო ყველა თანამშრომელზე ერთად უნდა გაიცეს, პასუხი ვერ გასცა.

სამაგიეროდ თქვა ერთი „ფრთიანი“ ფრაზა: _ მოითხოვოს მედიამ და მივცემთ. რა არის დასამალი აქ!

თუმცა, მედიას საჯარო ინფორმაციას რომ არ აძლევენ ამის შესახებ მკითხველს გასულ ნომერში უკვე ვუამბეთ. ისიც აღვნიშნეთ, რომ „გურია ნიუსი“ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას სასამართლოს გზით მიიღებს. თუმცა, მანამდე თქვენს ყურადღებას ორ მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერებთ.

პირველი გია მამაკაიშვილს ეხება _ სწორედ მის სამსახურში გაიცა ერთი თვის განმავლობაში დანამატი სამჯერ. უცნობია, ვისზე, თუმცა ცნობილია, რომ 1400-1400 ლარი, მერიის ფინანსისტებმა აგვისტოში მიიღეს.

ჩვენ მიერ საკრებულოს სხდომაზე დასმულმა კითხვამ _ მიიღო თუ არა პირადად დანამატი და რა დამსახურებისთვის, მამაკაიშვილი გააღიზიანა და გვითხრა, რომ მე მხარე ვარ, ამიტომ კითხვაზე პასუხს ამიტომ არ გამცემს.

საფინანსოს უფროსმა არ დააკონკრეტა, რომელ მხარეს წარმოვადგენდი _ არადა, ძალიან საინტერესო იქნებოდა ეთქვა, ვის გულისხმობდა შევარდნაძის დროინდელ „ობეხეესში“ ნამუშევარი ყოფილი პოლიციელი, რომელიც 2014-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს ედგა სათავეში და როგორც სხდომაზე გამოჩნდა, სწორედ იმ გუნდს უპირისპირდება, რომელმაც მისთვის შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პოლიციის ჩრდილების ჩამოწმენდა სცადა.

თუმცა, როგორც ჩანს უშედეგოდ _ მამაკაიშვილისთვის, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, ჯამაგირი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, წინა ხელისუფლების საჯარო ლანძღვა დამატებითი სტიმულია და ალბათ, ამაში დანამატსაც არ დააკლებენ.

ამ დანამატის  მოლოდინში, მამაკაიშვილს ისიც ავიწყდება, რომ საჯარო მოხელეა, ვალდებულებები აქვს და საკრებულოს სხდომაზე უზრდელობის და „კვინტების“ აყრის ნაცვლად კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება აქვს.

მაგრამ, ალბათ, ასეთი მეთოდებით მამაკაიშვილმა ხელმძღვანელობის გულის მოგება  სცადა _ მით უმეტეს, რომ ეს ხელმძღვანელი ანუ ვიცე-მერი გვერდით ეჯდა და მოხელის, რბილად რომ ვთქვათ, უზრდელურ საქციელს, ღიმილით ადევნებდა თვალს.

არადა, სასაცილოდ მასაც არ ჰქონია საქმე _ საკრებულოს სხდომამ ცხადჰყო, რომ ვიცე-მერმა მერიაში არსებული სამსახურების დასახელებაც კი არ იცის.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩემს კითხვას _ არსებობს თუ არა მერიაში  ცალკე აღებული კულტურის განყოფილება და თუკი კულტურის განყოფილების თანამშრომლებს დაურიგდათ დანამატები, რატომ წერია სიტყვა _ „განათლება“ ოფიციალურად გამოგზავნილ ინფორმაციაში, სურგულაძემ სიტყვების თამაში უწოდა.

_ მომდიეთ ახლა სიტყვებზე, _ თავის დაძვრენა მის მიერ გამოვლენილ უცოდინარობაზე ამ ფორმით სცადა სურგულაძემ, თუმცა, არ გამოუვიდა _ ვიცე-მერს საკრებულოს სხდომაზევე შეახსენეს, რომ მან, მინიმუმ, სამსახურის დასახლება უნდა იცოდეს და როცა საკრებულოს სხდომაზე მიდის, კითხვებზე პასუხის გაცემაც უნდა შეძლოს.

ჰო, არ დამავიწყდეს _  ხსენებული ვიცე-მერი მთელმა საქართველომ საჯარო წერილით გაიცნო, რომელიც ბიზნესმენმა გობრონიძემ „პატივისცემით“ მიწერა და „ნა ხუი“ ყველას გასაგონად გაუშვა... ეს ის ვიცე-მერია, რომელმაც აუდიტის სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის დასასჯელად საკუთარ კაბინეტში სამსახურის უფროსები შეკრიბა, ამხანაგური სასამართლო დააანონსა და მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ხაბალაშვილის სანიმუშოდ დასჯას დაუჭირა მხარი.

როდის უნდა დასაჯონ და რა ფორმით ხაბალაშვილი, ეს საუბრის ცალკე თემაა და შემდგომში გიამბობთ, მანამდე კი ამ ჟურნალისტურ სვეტს საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებული არც თუ სასიამოვნო ინფორმაციით დავასრულებ _ ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, შევარნდაძის კორუფციით სავსე „ობეხეესში“ რომ მუშაობდა, საჯაროდ განაცხადა, ოზურგეთის მერია წელს ინფრასტრუქტურის ნაწილში ბიუჯეტს ვერ შეასრულებს და 3 მილიონი ლარი მაინც დარჩებათ.

მერე რა, რომ უამრავ სოფელში არც წყალია, არც გზა, არც ნორმალური საბავშვო ბაღი და სხვა ბევრი პრობლემაცაა... მთავარი დანამატების აღებაა, რაც ძალიან მარტივია _ ინფორმაცია დამალონ, კითხვებზე პასუხი არ უნდა გასცენ, მერისთვის და ვიცე-მერისთვის არასასურველ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ... მერე რა, რომ ვინმე თუ „ნა ხუი“ გაუშვებს _ უძარღვო შუბლი ყველაფერს აიტანს!!!




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...