უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია (R)

საზოგადოება

უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია (R)

2 მარ. 2017, 16:56:58

უძრავ  ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინ სისტემაში აისახება.  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  ელექტრონულ პროგრამებში შესაბამისი  ცვლილებები რეალურ რეჟიმში უკვე აამოქმედა.

 სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება.  ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

აღნიშნული სიახლე საჯარო რეესტრის მხრიდან ამონაწერის ჰეშირებას ითვალისწინებს.  ჰეში სიმბოლოების წყობაა, რომელიც თითოეული დოკუმენტისთვისუნიკალურია.  ამონაწერის უტყუარობას ბლოკჩეინსა  და  საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული ჰეშების იდენტურობა მოწმობს.      შესაბამისად,  ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტად დაცულს,  მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა  და გამჭვირვალეს გახდის.  

 ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info,www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია.

 აღნიშნული  სიახლე მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.    

 ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების  ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. განახლებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია, ავტომატურ რეჟიმში, ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში აისახება.  მოქალაქეებს ამონაწერის განახლება შეუძლიათ ინტერნეტით, ასევე საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში,  იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

ბლოკჩეინი   მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით,  იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები  არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის  ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს. 

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას  უძრავი ქონების რეგისტრაციისას  იყენებს.

სარეგისტრაციო   სერვისების   ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებული ინფრასტრუქტურით, ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში (Doing Business) საქართველოს  წამყვანი პოზიციით კომპანია BitFury Group დაინტერესდა.  "ბიტფური ჯგუფთან" თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და  პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო  ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით დასრულდა.  2017 წლიდან  საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე  გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის  და სმარტ კონტრაქტების დანერგვას  ითვალისწინებს. 

 

რა არის ბლოკჩეინი? იხილეთ ვიდეორგოლი

(R)

 




 ახალი ამბები
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...
  • ტყიბულში ქურდობის 6 ფაქტზე ნასამართლევი პირები დააკავესტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის 6 ფაქტზე პოლიციამ  2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებულ ... ...
  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავესპოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?