უკონტროლო კარიერი, დაზიანებული გზა და სააგენტო, რომელიც რეაგირებას მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ აკეთებს

საზოგადოება

უკონტროლო კარიერი, დაზიანებული გზა და სააგენტო, რომელიც რეაგირებას მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ აკეთებს

2019 მარ 20 12:56:42

"ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, ასეთი რამ არ მოხდებოდა _ არც გარემოს დაცვა, არც საპატრულო პოლიცია, არც მერი, არც საგზაო დეპარტამენტი. ხალხი არავის აინტერესებს, ყველა ჯიბის გასქელებაზეა გადასული", _ ეს მოქალაქე ჯემალ ლომინაძის კომენტარია, რომლის ავტომობილს, ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე გადაადგილებისას, ე. წ. ნასაკირალის უღელტეხილზე მიმავალი სატვირთო ავტომობილიდან ჩამოყრილი ქვები დაეცა.

როგორც გავარკვიეთ, ბოლო 10 დღეა, ამ გზაზე, რომელიც ძალიან ავარიულია, ასეთი ფაქტები ხშირია.

საქმე იმაშია, რომ ნასაკირალში, ცხავათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარიერიდან სატვირთო ავტომობილები ქვა-ღორღს უწყვეტად ეზიდებიან.

დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 50 დატვირთული ავტომობილი მაინც შეგხვდებათ. სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ ავტომანქანებმა დააზიანეს ცენტრალური საავტომობილო გზა, რადგან მათ ტვირთი განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით გამოაქვთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახური მუდმივად პატრულირებს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვა-ღორის უკანონოდ მოპოვების ფაქტი არ გამოუვლენიათ.

თუმცა, ირღვევა თუ არა ლიცენზიის პირობები, ამაზე პასუხს ვერ გვცემენ _ რამდენიმე თვეა, ეს საკითხი მათ კომპეტენციაში აღარ შედის. სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტო" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამ უწყებაში დეტალების გარკვევა არც თუ ისე იოლია.

მცდელობა, გაგვეგო, ვინ და რა პირობებით მიიღო ლიცენზია, იცავენ თუ არა კანონს და აინტერესებს თუ არა ვინმეს ამის კონტროლი, შეუძლებელი აღმოჩნდა _ სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსმა თემის მოკვლევის პირობა მოგვცა, თუმცა, ოფიციალური წერილის გაგზავნა მოგვთხოვა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ სააგენტოსთვის მედიის მიერ გამოქვეყნებული ფაქტები საკმარისი არ იყო და იმისთვის, რომ გვითხრან, ირღვევა თუ არა კანონი, სააგენტოს უფროსს, მაია ზავრაშვილს ოფიციალური წერილი უნდა გავუგზავნოთ და ამ თემით დაინტერესება ვთხოვოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიის ვალდებულება არ არის და სააგენტომ თავად უნდა გადაამოწმოს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არსებობს ეჭვი კანონდარღვევის შესახებ, ზავრაშვილს წერილი მაინც გავუგზავნეთ:

"ქალბატონო მაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე, ე. წ. ცხავათას მთასთან გაცემულია კარიერის ლიცენზია, საიდანაც დღის განმავლობაში  ათეულობით სატვირთო ავტომობილი გამოდის. ამ ავტომობილებმა ერთ კვირაში ისე დააზიანეს ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომ გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გარდა ამისა, დაზიანებულია კარიერთან მისასვლელი გზა და ტყე. არსებობს ეჭვი, რომ ლიცენზიანტი არღვევს ლიცენზიის პირობებს და ავტომანქანებზე იმაზე მეტი ტვირთია, ვიდრე უნდა იყოს. ამის შესახებ მომზადდა არა ერთი რეპორტაჟი, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.

გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და მოიკვლიოთ, ხომ არ აქვს ადგილი ლიცენზიის პირობების დარღვევას", _ ეს წერილი, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ზავრაშვილთან 19 მარტს გაიგზავნა და იმავე დღეს გვითხრეს, რომ მიიღეს, მაგრამ, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს.

თუმცა, ცნობილია, რომ ავტომობილები ქვა-ღორღის გამოტანას ისევ აგრძელებენ, უფრო მეტიც, როგორც იქ დასაქმებულებმა "გურია ნიუსს" უთხრეს, კარიერზე არ დგას სასწორი, რომლითაც უნდა გაკონტროლდეს გამოსატანი ტვირთის ოდენობა:

"იმდენი მოაქვს, რამდენიც ავტომანქანაზე ეტევა. რასაც გვეუბნებიან, იმათ ვაკეთებთ", _ გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.

იგი ადასტურებს, რომ სწორედ ამ ავტომობილებმა დააზიანეს ცენტრალური მნიშვნელობის გზა, რომლის შეკეთება საავტომობილო გზების დეპარტამენტს აპრილში აქვს დაგეგმილი.

"2019 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება გურიის რეგიონში შესრულების შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის მრავალწლიანი პროექტის გახორციელებაზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვა გზებთან ერთად, დაგეგმილია ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35+00-კმ43+600), სიგრძით 8.6 კმ. ამასთანავე, მიმდინარე წლის აპრილში, დაგეგმილია დაზიანებული მონაკვეთის (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35-კმ40) შეკეთება მოვლა-შენახვის ფარგლებში, კერძოდ, გზის საფუძვლისა და საფარის მოწყობა.

დეპარტამენტის მხრიდან მზადდება წერილი, რათა მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციამ გააკონტროლოს", _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გასაგებია, რომ დაგეგმილია ამ გზის რეაბილიტაცია, რომელიც, თურმე, აპრილში უნდა დაიწყოს, მაგრამ  თუ ისევ გაგრძელდება ზედმეტი წონის ტვირთიანი ავტომობილების გადაადგილება, არანაირ რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. საავტომობილო გზების წერილი, რომ საპატრულო პოლიციამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააკონტროლოს, საქმეს ვერ უშველის, რადგან პატრულს ეს ყოველგვარი წერილის გარეშე ევალება, თუმცა, კარგად ვხედავთ, როგორ ასრულებს ამ მოვალეობას.

სხვა თემაა, რა ეშველება უკვე განადგურებულ ბუნებას _ ამაზე პასუხს, ჯერჯერობით, არავინ გვაძლევს!

p.s. სტატიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში "გურია ნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სსიპ "წიაღის ეროვნული სააგენტო" სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის და შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვესლანჩხუთის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მანამ არ მიიღებენ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, სანამ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ ... ...
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...