უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო სოზარ სუბარს შეხვდა (R)

საზოგადოება

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო სოზარ სუბარს შეხვდა (R)

2017 ნოე 7 15:46:39

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ვიცე-პრემიერ მინისტრსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა,  დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „მისაღები ცენტრიც“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები დევნილებს უწევენ.

 „უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა, რათა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც დევნილებთან მიმართებაში საქართველოში დაგროვდა.   ჩვენ დღეს გავაცანით ის პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. ვიზიტის ფარგლებში კი,  ადგილზე ნახავენ  იმ ჩასახლებებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ. იმასაც ვეტყვით, რა შეცდომები იქნა დაშვებული წლების განმავლობაში.  ერთი ისტორიული ბედის ქვეშ აღმოვჩნდით ორივე ქვეყანა,  ერთი ოკუპანტი გვყავს. მინდა ვთქვა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. მე პირადად მაშინ  ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი ვიყავი და ჩემს გვერდით არაერთი უკრაინელი იბრძოდა, ისევე როგორც დღეს,  არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს განცხადებით, უკრაინისთვის ძალიან ფასეული საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

„საქართველოსთან ჩვენ საერთო პრობლემები გვაერთიანებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ და ახლა უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება.   უკრაინაში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და გახდა  იძულებით გადაადგილებული პირი.  საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან ფასეულია, რადგან საქართველოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დევნილებთან მიმართებაში და აქვს თანამედროვე პროგრამები.  კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება  გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“, - განაცხადა პავლო როზენკომ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ ბინებსაც დაათვალიერებს  და წეროვანის ჩასახლებას ესტუმრება.




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...