"უნდა დაანგრევს, უნდა ააშენებს" _ უქმნის თუ არა სადემონტაჟო სამუშაოები საფრთხეს გამვლელებს

საზოგადოება

"უნდა დაანგრევს, უნდა ააშენებს" _ უქმნის თუ არა სადემონტაჟო სამუშაოები საფრთხეს გამვლელებს

22 დეკ. 2017, 17:47:49

თბილისში, ავლაბარში, დმანისის 4 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის, სადემონტაჟო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.

„გურია ნიუსის“ კორესპონდენტი თვითონ შეესწრო ფაქტს და შეძლო გადაეღო, თუ როგორ ისროდნენ მუშები მუშაობის პროცესში ქვებს, რაც შესაძლო იყო, ქვემოთ მომუშავე რომელიმე მუშას, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ მოხვედროდა და რომელიმე მათგანისთვის დაზიანება მიეყენებინა.

გარდა ამისა, ობიექტი ნახევრად შეღობილია, რაც ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.

„ქუჩაზე გავლა ცოტა არ იყოს საშიშია, რადგან ნორმალურად არ არის შეღობილი ტერიტორია. ზემოდან გადმოყრილი აგურის ნამსხვრევები კი იფანტება,  შეიძლება ვინმეს მოხვდეს და დააზიანოს“, _ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

 „საქმის მწარმოებელი ადგილზე არ იმყოფება. ის ობიექტზე 12 საათის მერე მოდის. აღნიშნულ სადემონტაჟო სამუშაოებს კი მერიის სამსახური ასრულებს“, _ ამბობს სადემონტაჟო სამუშაოზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

ობიექტზე მომუშავე კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვინმე დავითი, კი „გურია ნიუსის“ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და  ინტრიგნობაში დაგვადანაშაულა.

სამწუხაროდ, კომპანიის სახელი, რომელიც დმანისის 4 ნომერში სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს, არც ობიექტზეა მითითებული და მისი სახელის დადგენა ვერც ისანის გამგეობასთან და ვერც თბილისის მერიასთან დაკავშირების შედეგად ვერ შევძელით.

როგორც „გურია ნიუსს“ ისანის გამგეობაში განუცხადეს,  გამგეობა აღნიშნულ დემონტაჟში არ მონაწილეობს და მათ მხოლოდ კომპანიას გაუწიეს რეკომენდაცია შესარჩევად.

„მოგვმართა კერძო მესაკუთრემ, რომ შენობა იყო ავარიული, საჭიროებდა დემონტაჟს და ვალდებული იყო, შეეტყობინებინა აღნიშნულის შესახებ. მესაკუთრეს ნებაა რას იზამს _  უნდა დაანგრევს, უნდა ააშენებს. ჩვენ მას გავუწიეთ კონსულტაცია, რომ რომელიმე კომპანიასთან ეთანამშრომლა. შევთავაზეთ კომპანია, რომელთანაც მოხდა გარიგება. სადემონტაჟო სამუშაოებს ასრულებს კერძო კომპანია, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, ეს უკვე კომპანიის ვალდებულებაა, ამასთან გამგეობა არანაირ კავშირში არ არის“ _  განაცხადეს ისნის გამგეობაში

ვის ევალება სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა, ისჯება თუ არა კომპანია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებულ წესებს არღვევს _ ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი ანთაძე ესაუბრა.

,,მოქმედებს მთავრობის დადგენილება N62,  რომელიც  განსაზღვრავს მშენებლობის უსაფრთხოების  წესებს. აღნიშნული  წესის მიხედვით,  აუცილებელია, არსებობდეს  პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს  აგებს უსაფრთხოების  წესების დაცვაზე. სამშენებლო წარმოების უბანი უნდა იყოს სათანადოდო შემოსაზღვრული, რათა  თავიდან იყოს აცილებული  ყოველგვარი  ტრამის  დადგომის შესაძლებლობა. ობიექტი უნდა იყოს ასევე შემოღობილი, უნდა არსებობდეს სპეციალური დამცავი საფარი, რომელიც  ფეხით მოსიარულეთა, უსაფრხოებას და უსაფრთხო  გადაადგილებას უზრუველყოფს. თუ, კომპანია არღვევს აღნიშნულ უსაფრთხოების წესებს, ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერია და ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას მისცეს რეკომენდაცია, რომ გამოასწოროს დარღვევა. ასევე უფლება მოსილია დააჯარიმოს კონკრეტული კომპანია, რომლისთვისაც არის განსაზღვრული სპეციალური ჯარიმები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხობის წესების დარღვევას მოყვება ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, უკვე წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის დასჯად ქმედებას. კომპანიის ხელმძღვანელობა იქნება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგბლობაში მიცემული“, _ ამბობს ანთაძე.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურია პასუხისმგებელი, რომ სამშენებლო კომპანიამ უსაფრთხოების წესები არ დაარღვიოს.

„ზედამხედველობის სამსახურის დებულების მიხედვით, ისინი არიან პასუხისმგებელი, რომ სამშენებლო კომპანიისგან არ მოხდეს არანაირი უსაფრთხოების წესების დარღვევა. თუ მოხდება დარღვვა, ვალდებულები არიან, დააჯარიმონ კონკრეტული კომპანია“, _ ამბობს ანთაძე.

როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის მერიის, ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, დმანისის 4 ნომერში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებზე რეაგირება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ  რომელიმე მაცხოვრებელი მიმართავს.

,,თუ ვინმე მიმართავს ზედამხედველობის სამსახურს, ალბათ, მოხდება შესაბამისი რეაგირება. ზუსტად ვერ მოგახსენებთ კანონს. ყოველ შემთხვევაში,  ეს არის კერძო საკუთრება და მერიას არ ეხება“, _ ამბობენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.




 ახალი ამბები
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...
  • ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას და ვის გადაუვადდება სესხებიიქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში. „რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი,  ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.  ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ  ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში. არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...