უნიკალური საათი, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აჩვენებს

საზოგადოება

უნიკალური საათი, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აჩვენებს

4 ნოე. 2019, 12:48:00

31 ოქტომბერს გამართულ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძეს მრავალჯერ მოუხდა კოლეგების დამშვიდება _ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელების დამტკიცებას მოჰყვა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრებულომ დასტური გასულ ორშაბათს მისცა.

საკითხი დეპუტატებს განსახილველად, წესისამებრ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ წარუდგინა.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესული ცვლილებით, შემცირდა გზების რეაბილიტაციის ხარჯი 1 337 ლარით.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ოფისის ხარჯის 570 ლარის შემცირების ხარჯზე, იზრდება არაფინანსური აქტივების მუხლი 570 ლარით.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სახელფასო ფონდის 24 000 ლარის შემცირების ხარჯზე, იზრდება შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 21 200 ლარით და არაფინანსური აქტივების მუხლი 2800 ლარით.

მცირდება კულტურისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა და შესაბამისად, იზრდება სპორტული ღონისძიების პროგრამა 1 803 ლარით.

სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურის მომართვის საფუძველზე იგეგმება ბიკარბონატული ჰემოდიალეზით თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამის 1 000 ლარით შემცირება და იზრდება ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამა 1 000 ლარით. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების პროგრამა იზრდება 10 000 ლარით.

ა(ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" საქონელი და მომსახურების ხარჯი იზრდება 45 000 ლარით, ა(ა)იპ "კეთილმოწყობისა და დასუფთავების" ხარჯი _ დასუფთავების ღონისძიების საქონელი და მომსახურების მუხლის 40 000 ლარით იზრდება;

შპს ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთის" დაფინანსება იზრდება 15 000 ლარით;

მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯი 13000 ლარით იზრდება.

ზემოთ აღნიშნულის ღონისძიებების (ხარჯების) დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ჯარიმების, სანქციების და საურავების შემოსავლის გეგმის 110 000 ლარით და არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების გეგმის 13 000 ლარით გაზრდის ხარჯზე", _ განმარტა ლაშხიამ.

დეპუტატების გაცხარება წარმოდგენილი საკითხის იმ ეპიზოდს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 500 ათასი ლარი უნდა მიიმართოს.

ლაშხიას მიერ წარმოდგენილი განმარტების მიხედვით, ეს თანხა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ნაპირსამაგრების მოწყობისა და არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ირკვევა, პროექტის მთლიანი ღირებულება, რომლითაც ზემოთ ნახსენები სამუშაოების გახორციელება იგეგმება, ორ მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, დანარჩენი კი მომავალი წლისთვის იქნება გათვალისწინებული.

გარდა ოპოზიციისა, კრიტიკა და ხმამაღალი საუბარი უმრავლესობის წევრი დეპუტატებისგანაც ისმოდა. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს წევრთა ნაწილი სტიქიის თანხების განაწილებამ გააღიზიანა _ ჯერ ოპოზიციური ფრაქციის წევრმა სოსო ჩხაიძემ გამოთქვა ეჭვი მაჩხვარეთსა და ორაგვეში გასაკეთებელი ხიდების ღირებულებაზე:

"გამაგებინეთ, რა ხიდს აშენებთ ასეთს, ამხელა თანხა რომ სჭირდება", _ კითხვა გაუჩნდა ჩხაიძეს, რაზეც უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ამირან ქანთარიამ ადგილიდან უპასუხა: "ეტყობა ბრუკლინის ხიდის ანალოგს აშენებენ და არ გვეუბნებიან".

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრი ლელა ჩახვაძე დაინტერესდა, სოფელ ნინოშვილში, სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემაა, რა კრიტერიუმით გადაწყდა ირემაძეების ეზოს მოწყობა. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ დეპუტატს განუმარტა, ყველაფერი უბრალო დამთხვევითობის ბრალია _ იქ სოფლის გზა კეთდება და ვინაიდან ეს ოჯახიც ამ გზასთან ახლოს ცხოვრობს, ამიტომ მოხდა ასე.

ჩახვაძის თანაფრაქციელმა კახა ასკურავამ სოფელ ჭყონაგორაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის პრობლემა გააჟღერა: "მიცვალებული ვერ აუყვანია ჭირისუფალს სასაფლაომდე, ისეთ დღეშია იქაურობა", _ თქვა ასკურავამ.

ასკურავას მიერ გაჟღერებული თემა კიდევ უფრო განავრცო ნიგოითის მაჟორიტარმა ზაზა წულაძემ და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში არსებულ რიგ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მწვავედ ისაუბრა, რასაც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და დეპუტატს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.

"ჩამონათვალი ვნახე, სად რა კეთდება და ნიგოითი არსადაა ნახსენები. ჭყონაგორაში სასაფლაოზე ვერ ადის ხალხი, ქვიანში ბერაიების უბანში გზა ისეა სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაზიანებულ მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ წყალზე, რომელიც სოფელს არ აქვს. წლებია, ამაზე ვსაუბრობ. მითხარით, იქნებ, მე ვერ მომაქვს ამბავი და ვერ გაგებინებთ ამ ყველაფერს, თუ ვინმე ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხება?! მაშინ რაღა საჭიროა დეპუტატი ან წარმომადგენელი სოფელში?!" _ ცხარობდა ნიგოითის მაჟორიტარი.

პრეტენზია ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართ აკეთის მაჟორიტარმა გოგი მორჩილაძემაც დააფიქსირა: "ჩვენ სხდომის მიმდინარეობის დროს კი არ უნდა ვიწვევდეთ სამსახურის ხელმძღვანელებს, თავიდანვე უნდა იყვნენ აქ. 100 ათასი ლარია აკეთზე გათვალისწინებული, რაც არასაკმარისია. ამაზე კითხვები არის და პასუხებიც მჭირდება, მაგრამ ვისგან?! აგერ დეპუტატი აჟღერებს კითხვას, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა. სად არის მერი?"

კოლეგებს ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემაც აუბა მხარი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში არც ერთი მისი წინადადება არაა გათვალისწინებული და შესაბამისად, კენჭისყრაზე საკითხისთვის მხარის დაჭერასაც არ გეგმავდა.

გაირკვა, რომ მერი შვებულებაშია და სხდომაზეც ამიტომ არ იმყოფებოდა. დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებს თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით კი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა უპასუხა: "ამ პრეტენზიებს ნამდვილად ვერ მივიღებ. ყველა პროექტი თუ პრიორიტეტი შერჩეულია დეპუტატის და რწმუნებულის მიერ. ჩვენს სამსახურს არც ერთი პროექტი არ შეურჩევია. 2018 წელს სტიქიის ზარალი 13 მილიონი ლარის იყო. გაცნობიხართ ამ სიას?! წყალზე საუბრობდა ნიგოითის მაჟორიტარი. რომელ წყალზეა საუბარი, თავად სოფლის მოსახლეობა რომ აზიანებს?! ნაჯახით რომ იყო გადაჭრილი, ამაზე მელაპარაკებით?!"

ჩხაიძის ამ განმარტებას ზაზა წულაძის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა _ "დაანებე ამ ბოდვებს თავი!" _ უთხრა წულაძემ ჩხაიძეს.

სხდომაზე არსებული დაძაბულობა შედარებით დეპუტატ ამირან ქანთარიას გამოსვლამ განმუხტა, რომელმაც ქალაქის ცენტრში მდგარი საათის თემა წამოწია წინა პლანზე: "იცით, ბატონებო, რომ ამ საათის გამო გვაგინებენ?! საათი მართლაც უნიკალურია, რადგან ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აჩვენებს. რა გახდა ამის ამუშავება?! საათია თუ რა უბედურებაა?! დავით აღმაშენებლის ძეგლი ხომ არაა?! თუ არ კეთდება, ავიღოთ და მის ნაცვლად ერთი კაი ყაბალახიანი გურულის ძეგლი დავდგათ", _ თქვა ქანთარიამ.

საბოლოოდ, ჯერი კენჭისყრაზე მიდგა და მიუხედავად ხმაურიანი გამოსვლებისა, საკითხმა დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო, რასაც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ირაკლი მარშანიშვილის შენიშვნა მოჰყვა: "წეღან უბედურება დაათენეთ, ჩვენს სოფლებში არაფერი კეთდებაო და ახლა მხარი დაუჭირეთ. გაოცებული ვარ. ჩოჩხათში სამი ხიდი კეთდება, რადგან არჩევნებზე "ოცნებამ" ბევრი ხმა ვერ მიიღო და ახლა ცდილობენ ხალხის გული მოიგონ", _ უთხრა მარშანიშვილმა კოლეგებს.




 ახალი ამბები
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?