"უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, ამიტომ ვითხოვ დახმარებას"

საზოგადოება

"უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, ამიტომ ვითხოვ დახმარებას"

2018 ოქტ 16 15:50:06

მედეა ბერიძე ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ოროთახიან ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს. სახლის პატარა აივანი მორყეულია, იატაკზე კი ფრთხილად უნდა გაიარო, რომ ფეხი არ ჩაგივარდეს. ოთახი, რომელიც საძინებლის ფუნქციას ასრულებს, ფაქტობრივად, ჭერის გარეშეა დარჩენილი, წვიმისას წყალი კი მთელ სახლში ჩამოდის.

მედეა ბერიძე ამბობს, რომ არა ერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

"წლებია ამ მდგომარეობაში ვარ ბევრჯერ დავწერე განცხადება, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ახლაც მაქვს მერიაში შეტანილი განცხადება და ველოდები პასუხს. ადრე იყვნენ მოსულები, სურათები გადაიღეს და წავიდნენ _ ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მითხრეს, უსახსრობის გამოა ეს მდგომარეობა შექმნილიო. უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, მაგათი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცი. აბა, ფული და საშუალება რომ მქონდეს, კი არ ვიქნებოდი ამ დღეში. უფულო და გაჭირვებული რომ ვარ, იმიტომ მენგრევა ჭერი თავზე და ვითხოვ დახმარებას.

აქვე ცხოვრობს უმრავლესობის წევრი საკრებულოში ბესო კუპრაძე. ყოველ დღე უწევს გავლა-გამოვლა ჩემს ჭიშკართან და ვერ ხედავს, როგორ ვცხოვრობ ამ ნახევრად დანგრეულ სახლში?! ჭერი ამას არ უვარგა და იატაკი საცაა ჩავარდება. ერთი ღონივრად რომ მიაწვეს ვინმე კედლებს, ნაფოტებად იქცევა აქაურობა. შიშით ვიძინებ და ვიღვიძებ, რომ თავზე არ დამემხოს აგი ფიცრული", _ ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რის გამოც ძვირადღირებული მედიკამენტების მიღება უწევს და სამკურნალო ფული რომ იშოვოს, დროდადრო თურქეთში მიდის სამუშაოდ.

"მკერდზე სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა. წამლის ფული რომ ვიშოვო და სიცოცხლე გავიხანგრძლივო, პერიოდულად თურქეთში გადავდივარ სამუშაოდ. აბა, 180-ლარიანი პენსია პურის ფულად არაა საკმარისი, წამალი ვიყიდო კი არა. უფრო ზამთარში დავდივარ _ ამით გათბობის პრობლემასაც ვიგვარებ, რადგან შეშის ყიდვის საშუალება არ მაქვს და შეშაც რომ მქონდეს, ამ მორყეულ ფიცრულში, სითბოს რა დაიჭერს?!" _ დასძენს მედეა ბერიძე.

 მედეა ბერიძე იმასაც ამბობს, რომ სოციალური დახმარების მისაღებადაც არაერთხელ შეავსო განაცხადი, თუმცა, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა:

"ბევრჯერ შევიტანე განაცხადი, მაგრამ ყოველი გადამოწმების მერე მაღალი ქულა მომივიდა. ამ სახლ-კარის შემხედვარე ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ნახეს ამ დანგრეულ სახლში იმისთანა ღირებული, რომ მაღალი ქულები მომდის. ერთი ნაჩუქარი ტელევიზორი მიგდია და იმასაც ვერ ვრთავ _ ანტენა არ აქვს. ქვეყანაზე რა ხდება რომ გავიგო, მეზობელთან გადავდივარ ტელევიზორის საყურებლად. სოციალური სამსახურიდან აგენტი რომ იყო მოსული, მითხრა, შენ სხვა სახლიც ხომ არ გაქვსო? სხვა სახლი რომ მქონდეს, რა გამაჩერებდა ამ დანგრეულ ფიცრულში?!" _ ამბობს მედეა ბერიძე და ხელისუფლებისგან სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა _ განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ბერიძის განცხადება მერიაში ორი კვირის წინ შევიდა და მას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ბერიძის ოჯახს დახმარებას გაუწევს.




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...