"უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან ეფექტურად" _ ეკა ბესელია

საზოგადოება

"უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან ეფექტურად" _ ეკა ბესელია

2017 დეკ 26 15:58:44

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პანკისის ხეობაში გახორციელებულ სპეცოპერაციას გამოახმაურა. მისი განმარტებით, ოპერაცია, რომელიც, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა თბილისში, ასევე ეს, პანკისის ხეობის ოპერაციაც,   ემსახურებოდა საფრთხეების განეიტრალებას.

,,ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებზე როდესაც იწყება სისხლის სამართლებრივი პროცედურები  და მიმდინარეობს გამოძიება, დეტალებს შინაარსს და გამოძიების კონკრეტულ შედეგებს შევეხებით მოგვიანებით, როდესაც  გვექნება დადასტურებული ინფორმაცია ფაქტების თაობაზე, შემაჯამებელი გადაწვეტილების დროს.

თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პრევენციის თვალსაზრისით, მე მართლაც  განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის სამინისტროსთან და სამართალდამცავ  ორგანიოებთან ერთად, მუშაობს ძალიან ეფექტურად. იმიტომ, რომ სააფრხეები, რომელს  განეიტრალებას ემსახურებოდა,  როგორც ის სპეცოპერაცია, რომელიც  ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ თბილისში და ეს ღონისძიებაც, პრევენციის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.  როცა რეაგირება ხდება მაშინ  და იმ ეტპზე, ვიდრე არის კონკრეტული დანაშაულებრივი  ფაქტი გახორციელებული, ამიტომ პრევენციას  ენიჭება მნიშვნელობა.

ამ სამსახურებს აქვს  ნდობა  ჩვენი მხრიდან და გამნსაკუთრებით  დიდი მნიშნელობას  ვანიჭებთ, ისინი მოქმედებდენ პრევენციის ეტაპზე.“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვაზე ,,აღნიშნული საკითხები გავლილი იყო თუ არა ნდობის ჯგუფში“ ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ უსაფროების სამსახური პრევენციის ეტაპზე მუშაობს კოორდინირებულად.

,,ჩენ ვისაუბრეთ  როგორც კონკრეტულ დეტალებზე,  პრევენციებზე, მათ შორის საფრთხეებზე, რომელიც  შესაძლო იყოს და ასევე,  თავიდან  არიდების მექანიზმებზე. ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ  დახურულ ფორმატში.

ძალიან ბევრიმ ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ, უსაფროების სამსახურის უფროსისგან, რომელიც ძალიან ღირებულია იმისათვის რომ დავინახოთ ჩვენი შემდგომი  სტრატეგია, ასე რომ ამ სამსახურს აქვს  ჩვენგან ნდობის მანდატი და პრევენციის ეტაპზე, ისინი მუშაობენ კოორდინირებულად სხვა უწყებებთან ერთად“,  - აღნიშნა ეკა ბესელიამ.




 ახალი ამბები
  • ქურდობა გურიაში _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებულის მიერ ნაქურდალი ნივთები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • არა ნაცებს, არა ბოროტებას _ თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა"არა ნაცებს, არა ბოროტებას" _ ამ სახელწოდების ბანერები თბილისში წუხელ გამოჩნდა. წარწერებთან ერთად ბანერებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან გამოსახული. მათ შორისაა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თქმით,  "მორალური უპირატესობით ტკბება": "აი, ამიერიდან, სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივარის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება და ღიად არ გამოხატავს იმ უკადრებლისთვის, რაც არ უკადრია საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას. p.s. ვტკბები მორალური უპირატესობით და ვმკითხაობ, ერთი "ფაშისტი" ენჯეოები რას იტყვიან", _ წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა და გასაღება _ დაკავებულია რუსეთს მოქალაქეშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილსში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება _ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით ... ...
  • კავშირი საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ პირებთან _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების მიერ დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. "გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია სუს-ის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  სამართალდამცველებმა გ.გ. ცხელ კვალზე, ბათუმში დააკავეს.  გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?