უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობენ

საზოგადოება

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობენ

2017 ნოე 13 12:08:47

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კომისიას წარუდგენს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებზე.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო როჟამაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კონკრეტულად ისაუბრებენ ნასაკირალის საარჩევნო უბანზე განვითარებული მოვლენებზე, ასევე ოზურგეთისადა ბორჯომის ოლქებში მომხდარ ინციდენტზე.

„საუბარი იქნება ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერის გიორგი როყვას მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, ასევე საჯარო მოხელეების ჩართულობაზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ოპოზიციური კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე და იმ პროცედურული დარღვევების შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღეს მოხდა, მათ შორის ბორჯომის და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში“,- განაცხადა როჟამაძემ.

„ეს იყო კიდევ ერთი ტესტი ხელისუფლებისთვის, რომელიც მან ჩააბარა“- ასე შეაფასა არჩევნების მეორე ტური უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები რიგ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნეს.

„საქმე შეეხებოდა მარნეულში ყალბი ბეიჯით პირის გადაადგილების საკითხს და დაველოდებით შემდეგ რეაგირებას.

ყველა საკითხი, თუკი ჩვენთვის არის ცნობილი, ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მცირე პროცედურულ ხარვეზებს. რაიმე მნიშვნელოვანი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მშვიდობიან გარემოში წარიმართა მეორე ტურიც. საარჩევნო გარემოც იყო პლურალისტური, მშვიდი, კონკურენტული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მონაპოვარი“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 




 ახალი ამბები
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...
  • როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი წვიმაა გამოცხადებული. ნალექია მოსალოდნელი 24 თებერვალსაც. „21-22 თებერვალს  საქართველოში მოსალოდნელია  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.  აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.  თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”,_ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის21 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოში მაღალის კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა.  ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 Startups-ია  ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქართულ სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშავონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ასევე,  4 თვიანი აქსელერაციის პროცესში მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. საბოლოო ჯამში კი შექმნან ინოვაციური პროდუქტი,  გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და მოიპოვონ წარმატება. „მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან.  ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 500 Startups  მსოფლიოში ტოპ ბიზნეს აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, „სილიკონ ველიში“ 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა. 500 Startups  ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი  მსოფლიოს მასშტაბით.    (R) ... ...
  • „პარკომატი“ _ გაამართლებს თუ არა პარკირების სამსახურის ელექტრონული სერვისი ოზურგეთში?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,  ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოგიტაურმა ანგარიშის წარმოდგენისას, ძირითადად იმ სიახლეზე ისაუბრა, რასაც „პარკომატი“ ჰქვია. ეს ელექტრონული მოწყობილობა აღნიშნულ სამსახურში შექმნეს და ყუთი, რომელსაც „პარკომატი“ ჰქვია, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს.  დეპუტატებს  კი  აუხსნეს, რომ მას გაუკეთდება ბოძი და დააიდგმება იმ 250 ადგილზე, რომელიც პარკირებისთვის გააცნია აღნიშნულ სამსახურს. _ ჯერ მხოლოდ ერთ ცენტრალურ ადგილზე,  გურიიის ქუჩაზე, უნივერმაღ „იმედის“ წინ დავდგამთ. ავტოსადგომით ვინც ისარგებლებს, თანხას პარკომატში გადაიხდის.  დღის ბოლოს კი ოპერატორი გაათავისუფლებს  ამ ყუთს. ვფიქრობთ, რომ ეს   სისტემა გაამართლებს და შემდეგ ვიმოქმედებთ რომ იმ 250 ადგილზეც განვათავსოთ, რომელიც პარკირების სამსახურს გააჩნია, - თქვა რომან გოგიტაურმა. _მაგ მოწყობილობას  ღია ცის ქვეშ წვიმის და თოვლის არ „ეშინია“?- იკითხა დეპუტატმა  გელა ჩავლეშვილმა. _არა,  ყუთი დაცულია.  ამაზე  თავიდანვე ვიფიქრეთ, როცა ვაკეთებდით, _ უპასუხა გოგიტაურმა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ იდეა მოიწონა, მოუწოდა დეპუტატებს, დადებითად შეეფასებინათ პარკირების სამსახურის ანგარიში და თავად ჩააგდო პარკომატში სიმბოლური თანხა. „პარკომატს“ ნაციონალი დეპუტატების  სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ვრცლად ამის და  ასევე  ახალი სისტემის შესახებ,  რომელიც იმიტომ შეიქმნა,რომ მომსახურებისას გადახდილი თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე,  საგაზეთო სტატიაში ... ...
  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...