ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“

საზოგადოება

ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე: „აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში“

31 მაი. 2020, 16:56:10

პროფესიული განათლების შესახებ, საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ყავლი არ გასვლია  და მისი ცვლილებისთვის ნაბიჯი ზანტად იძვრის, რასაც  თავისი მიზეზ-შედეგობრივი საფუძველიც გააჩნია.   

საქართველოში,  კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“,  2010 წელს დამტკიცდა. კანონთან ერთად არსებობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013–2020 წლები), რომელიც არის  პროფესიული განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც სტრატეგიის ზოგად და კონკრეტულ მიზნებში გამოტანილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ა) ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე, ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბ) პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა ფენისათვის, სოციალურად დაუცველი  მოსახლეობის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართვისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა, რასაც ძირითადად, მხოლოდ ზოგადი განსაზღვრის იერი აქვს.

ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან,  ჩვეულებრვი მოვლენა იყო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან,  ძირითადად, მოსწავლეთა სუსტი ნაკადის გადინება პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში  ან  პირიქით, საკმაოდ კარგი მოსწავლის და უფრო მეტად კი მისი მშობლების უპირობო სურვილი იყო, სწავლის გაგრძელება ასეთ სასწავლებელში მხოლოდ ხელსაყრელი, უმეტესად კი ხუთოსნის  ატესტატის „დათრევის“ მიზნით, რომ შემდეგ გაადვილებულიყო გზა უმაღლესი სასწავლებლისკენ. ეს მიდგომა გაბატონებულ მენტალობად, სტერეოტიპად  მრავალი ათეული წლის მანძილზე იმდენად იყო ჩამოყალიბებული, რომ მიუხედავად ძირეული სახელმწიფოებრივი ცვლილებებისა, პოსტსაბჭოთა ეპოქაშიც ინერციით  სვლას  განაგრძობს და ამჯერდ პროფესიულ კოლეჯებში სერთიფიკატის ძებნის პროცესში გადაიზარდა. უფრო ნაკლებია სურვილი,    პირს  ჰქონდეს პროფესიაში მაღალი  კვალიფიკაცის დამადასტურებელი მოწმობა.

და მაინც ჩვენ მოგვიწევს ძველი და ახალი, პოსტსაბჭოთა პერიოდის  შხედულებების, მიდგომების და პრინციპების გაანალიზება, მიმოხილვა და მათზე დაყრდნობით იმის განჭვრეტა, რა არის საჭირო, რომ მენტალობად ქცეული შეხედულებები პროფესიული განათლების შესახებ, თანდათან უკუგდებულ იქნეს და დამკვიდრდეს  პროფესიული განათლებისკენ მოტივირებული ლტოლვა, რომლის გარეშეც ასე ნანატრ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ!

დღეისთვის საგანგაშოა ისეთი პროფესიების სიმცირე, როგორიცაა ვეტერინარი, აგრონომი, მეფრინველე და ასე შემდეგ, რაც ჰაერივით სჭირდება ჩვენს რეგიონებს. (ამ შემთხვევაში გურიაზე ვსაუბრობთ, სადაც უკვე აგრონომებს და ვეტერინარებს  თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ ნახავთ).

როგორია პროფესიული განათლების მიღებისთვის იდეალური მოწყობა? რა სამუშაო ტარდება როგორც არსებული  შეხედულებების შესაცვლელად უკეთესობისკენ, ისე აუცილებელი მაღალი პროფესიული განათლების მისაღებად?

თუ მოვუსმენთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, მიაჩნიათ რომ კომუნისტურ ეპოქაში მაინც ბევრად უფრო უკეთ იდგა პროფესიული განათლების საკითხი და დღეს უმჯობესი არაფერი შეუქმნიათ.  მათი აზრით, თუ დღევანდელობას ვინმე კარგი სპეციალისტი  შემორჩა, გასაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა თუ   სამშენებლო საქმეში,  საბჭოთა პერიოდში  მომზადებული სპეციალისტებია.

_რომ დასჭირდეს საქმეს, ჩაის რეაბილიტაციაზე რომ გაიძახიან ყოველ დღე,  ჩაის საკრეფი მანქნის სპეციალისტები გვყავს?   რაიონში არსებობდა სპეციალური პროფსაწავლებელი, სადაც მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებდნენ. საგანგებოდ ისწავლებოდა ჩაის საკრეფი ტრაქტორის  მძღოლის პროფესია, არ იყო ადვილი და ყველა  ტრაქტორისტი ვერ დაჯდებოდა ამ საკრეფ ტრანსპორტზე.  წარსულის გამოცდილების ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება. არსებობდა ძვირფასი ლიტერატურა, რომელიც დღესაც  ხელმისწავდომია და უნდა გადახედონ.  უცხოეთი კარგია და იქ მიღებული განათლების ან იქედან გადმოღებული გამოცდილების გარეშე წინ ვერ წავალთ, თუმცა,  მხოლოდ უცხოურითაც ვერ წავალთ წინ, ესაა ჩემი რჩევა. განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული კიდევ ერთი რამ- საბჭოთა პროფსასწავლებელს გააჩნდა საცხოვრებელი კორპუსი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ ოთხჯერადი კვებით და ბინით. დღეს საკმაო გასაჭირია, ძალიანაც რომ სურდეს,  სამგზავრო ფულის გადახდა ყოვედღიურად,  ნებისმერ ოჯახს გაუჭირდება, რომ შვილი სასწავლებელში გამოუშვას.  არადა, სოფლის ახალგაზრდობა პროფესიას უნდა დაეუფლოს. სხვანაირად საქმე არ გამოვა- გვეუბნება პროფესიით ეკონომისტი, პენსიონერი მზია თავართქილაძე, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში.

_პროფესიული განათლების მიმართ დამკვიდრებულ შეხედულებებს მხოლოდ სურვილი ვერ შეცვლის  ან კარგ სპეციალისტებს კარგი  შენობა-დანადგარები ვერ მოგვცემს. აშენდა და მოეწყო ბევრი კარგი კოლეჯი, თუმცა,  აუცილებელია  პრობლემის  კარგად გააზრება, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, _ გვეუბნება წარმატებული გურული  ფერმერი დავით თენიეშივილი, _ იქ,  სადაც დაწყებითი  (ოთხი კლასი) განათლების შემდეგ ხდება არჩევითობის პრინციპით მიდგომა და  სპეციალიზირებულ სკოლებში პროფესიების გაძლიერებული სწავლება ყალიბდება და ასეა ეს ყველა წარმატებულ ქვეყანაში, კარგ სპეციალისტს რა დალევს?  მცოდნე, კვალიფიცირებული პედაგოგი კარგად ერკვევა და ხვდება, რა მონაცემები აქვს ბავშვს იმთავითვე. ამის შემდეგ ხდება მოსწავლის დაინტერესება, მოტივირება თავისი სურვილის და მონაცეების შესაბამისად. ჩვენთან ასეთი მიდგომისგან შორს ვართ.  ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის მოსწავლეს მეცხრე კლასიდან სთავაზობენ პროფესიის არჩევის შანსს. ამ დროს ასაკის და არაერთი სხვა ფაქტორის გამო, „მისი გონება სხვაგან ქრის“.  ამიტომ სახელწიფომ პირველ რიგში უნდა გააკეთოს კოლეჯი,  რეგიონულ მოთხოვნებზე დაყრდნობით. რა სჯობს იმას, რომ ხელოვნებისთვის, ჩვენი ფოლკლორისთვის სერიოზული ფინანსებია გამოყოფილი, თუმცა, ასეთივე მიდგომა უნდა იყოს პროფესიული განათლების დასამკვიდრებლად და განსამტკიცებლად. პროფესიული დაოსტატება უნდა მოხდეს პრაქტიკულ გარემოში, რის სრული ფუფუნება არ აქვს პროფესიულ კოლეჯს. აუცილებელია თანაბარი თეორიულ-პრაქტიკული სწავლება  დამკვიდრედეს იმ გარემოში, სადაც ვართ. სახელწიფომ უნდა ააშენოს კოლეჯი რეგიონული განვითარებისთვის, სადაც  პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, უწყვეტად ვასწავლით  თეორიაც! მეტ-ნაკლებობა არ უნდა იქნეს. შემდეგ კი სასწრაფოდ გავუშვებთ უცხოეთში უკეთ განვითარებისთვის. ეს იქნება ზედნაშენი განათლება, რომლით შეიარაღებული ახალგაზრდა სპეციალისტი  ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულ  რეგიონს. ვიმეორებ, კატასტროფაა - არ გვყავს ვეტერინარი და აგრონომი. კონკრეტულად გურიის მაგალითზე კი, რეგიონი უამისოდ განვითარდება? გვექნება რაღაც სტიქიური, ნაკლებშედეგიანი  შრომა.  ახლა გვაქვს  მოცემულობა_ თურქეთიდან რომ არ შემოჰქონდეთ, თუნდაც აგრარული პროდუქცია, ჩვენი ბოსტეულითაც ვერ დავაკმაყოფილებთ ელემენტარულ საბაზრო მოთხოვნას. იქნება ნამდვილი შიმშილობა. ესაა სიმართლე.  მართალია, მთავრობა ცდილობს, მიღებულია კანონი პროფესიული განათლების შესახებ, თუმცა მაინც უფრო ფორმალურობასთან გვაქვს საქმე. ამიტომა არის  სასწარაფო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. გლობალური  საკითხია ეს და  ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე. აუცილებელია სტერეოტიპის შეცვლა პროფესიულ სწავლებაში, _ საკმაოდ ლოგიკურ ანალიტიკას გვთავაზობს დავით თენიეშვილი.

კოლეჯ „ჰორიზონტის“  დირექტორის,     ნანა ჯოლიას აზრით, გურიაში  პროფესიული განათლების საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მისი პრესტიჟის კიდევ უფრო ასამაღლებლად გამუდმებით იღწვიან.

_პროფესიული განათლების მიმართ დაინტერესება იზრდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა რომ შეწყვიტეს   ან დაასრულეს სწავლა და კონკრეტული პროფესიის მისაღებად ჩვენთან მოვიდნენ.  ასევე შრომის ბაზარი უკვე ითხოვს კვალიფიციურ კადრებს, რომლის მომზადებაც უკვე ჩვენ არ გვიჭირს. გვაქვს მატერიალურ-ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ბაზა. ადგილობრივი ბინესმენები თუ უცხოელი ინვესტორები უკავშირდებიან ხელისუფლებას და ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ იმ პირობითაც, რომ ჩვენ პროფესიაში კარგად მოზადებულ კადრებს მივაწვდით.

ქალბატონმა ნანამ მოიყვანა მაგალითი, რომ როცა ოზურგეთში უცხოელმა ინვესტორმა სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, კადრები კოლეჯიდან მიიწვიეს.

საინტეესო საკითხია ე.წ.  სასკოლო პროექტები, იგივე პროფესიული უნარების განვითარება სკოლებში, რომლის დანიშნულებაა, უფრო სწორად ძირითადი გამოწვევაა მეტი პროფორიენტაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება თითოეულ ადამიანს პროფესიული განათლების შესახებ.

_ამ საქმეს  ჩვენი კოლეჯი აკეთებს. გვაქვს ეს პროექტი, რაც ეხმარება ახალგაზრდას, არ დაკარგოს დრო პროფესიის არჩევაში. ჩვენ სკოლებში ჩვენი აღჭურვილობით შევდივართ. ეს არის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი კურსი, ადგილზე ნახოს, ისწავლოს, დააკვირდეს მოსწავლე ამა თუ იმ პროფესიას. აირჩიოს,  რა უნდა და თუ სურვილი ექნება, გააგრძელოს სწავლა კოლეჯში, _ გვითხრა ქალატონმა ნანა ჯოლიამ.

პროფესიული განათლების შესახებ შეხედულებებსა და მის მნიშვნელობაზე ხაზგასმას მეტ-ნაკლები აზრობრივი დატვირთვით ახდენენ   კონკრეტული მოქალაქეები, წარმატებული ფერმერები, უფროსი თაობის ადამიანები თუ კონკრტულად ამ სექტორში დასაქმებული რიგითი თუ ხელმძღვანელი პირები. თუმცა, როგორც გამოიკვეთა,  პროფესიული განათლების მიმართულებით, გამორჩეულად  უტყუარი ალღო მაინც გამოცდილ ფერმერებს გააჩნიათ. ამიტომ  ძალზე უპრიანი იქნება მათი აზრის გათვალისწინება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებებისას, რაც გლობალური საკითხია და ბუნებრივია,  მისი ხელაღებით და უცებ  ფორმირება არ მოხდება.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...