ვინ და რატომ ითხოვს სამხედრო მუზეუმის შექმნას

საზოგადოება

ვინ და რატომ ითხოვს სამხედრო მუზეუმის შექმნას

2019 ნოე 2 16:24:45

 „ვიწყებთ ნულიდან და ვიღებთ ვალდებულებას, გვახსოვდეს სამშობლოსათვის მებრძოლები, წაგებული თუ მოგებული ომები, რამაც განაპირობა დღევანდელი რეალობა“,_ საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც  ისტორიკოსები და ჟურნალისტები შედიან, სამხედრო მუზეუმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.


მათი თქმით, სამხედრო მუზეუმი ეროვნული პროექტია, რომელიც პატრიოტული აღზრდის, სამხედრო ისტორიის დეტალური კვლევის და განათლების მძლავრი კერა უნდა გახდეს. მუზეუმი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას, როგორც  საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული იდეის შესახებ ჯგუფმა თბილისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოფენა „რესპუბლიკის მხედრების“ გახსნისას განაცხადა.

მათი თქმით, გამოფენისთვის შეირჩა 1918-1921 წლების მთავრობის სასახლის შენობა, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და მდებარეობდა სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი.

გამოფენა ,,რესპუბლიკის მხედრები" ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921 წ) მებრძოლებს და უახლესი ისტორიის რეპრეზენტაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯარის და სახალხო გვარდიის არტეფაქტები, იარაღი, დროშები, ინფორმაცია უცნობ მებრძოლთა შესახებ, გრაფიკული მასალა. პირადი ნივთები ხელშესახებს გახდის ისტორიას, რომელიც ბოლშევიზმის პერიოდიდან მიზანმიმართულად ყალბდებოდა.

გამოფენა ტარდება სამოქალაქო მოძრაობის ტექნიკური და საორგანიზაციო მხარდაჭერით.

როგორც ისტორიკოსმა დიმიტრი სილაგაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, საქართველოს გარდა არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც სამხედრო მუზეუმი არ აქვს და თუ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს განვითარება სურს, მაშინ სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას მუზეუმი შექმნას.

„ჩვენი მისია არის ის, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ასეთი მუზეუმის შემქნა აუცილებელია. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ნაბიჯების გადადგმა. ამ შემთხვევაში საუბარია რესურსის გამოყოფაზე და შემდეგ უკვე სამუზეუმო სპეციალისტებმა და ისტორიკოსებმა უნდა მოაბან თავი და შეიქმნას სამხედრო მუზეუმი.  გვაქვს ძალიან ბევრი ექსპონანტი, მაგალითად, ეროვნული მუზეუმის საცავებში, რომელსაც ბუნებრივია ვერ შეძლებს  ყველა სამხედრო მასალის გამოფენა. ამიტომ საჭირო არის სამხედრო მუზეუმი, რომელიც დაქვემდებარება მას. სამხედრო ტექნიკა, იარაღი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის გაბნეული  უნდა გამოიფინოს. თუ გვინდა სახელმწიფოში სამხედრო საქმის განვითარება, თავდაცვისუნარიანობაზე ფიქრი ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები ამით დავაინტერესოთ. დაინტერესების ერთ-ერთი კომპონენტი არის მუზეუმი. არ ვიცი სახელმწიფო, ჩვენს გარდა, სადაც სამხედრო მუზეუმი არ არსებობს. 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ამას ვერ მოვაბით თავი, რაც უფრო გადავდებთ, უფრო გაგვიჭირდება“,_ამბობს სილაგაძე.

შეკითხვაზე თუ სად უნდა განთავსდეს სამხედრო მუზეუმი და როგორი უნდა იყოს ის_  ისტორიკოსი ამბობს, რომ მუზეუმისთვის ცალკე შენობა, რომელსაც ექნება ეზო უნდა გამოიყოს ან უნდა აშენდეს, რადგან ერთ ოთახში სამხედრო ტექნიკა ვერ გამოიფინება.

„ცალკე შენობა უნდა არსებობდეს, რომელსაც ექნება ეზო.  ეს რომ ერთ რომელიმე დარბაზში გამოიფინოს, ეს იქნება უბრალოდ გამოფენა. ამ გამოფენის მიზანია ამ ადამიანების შეხსენება, რომლებიც ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ და მეორე ის, რომ ამ ადამიანების ფონზე გაჟღერებულიყო ეს იდეა. ერთი, ის რომ ქვეყანა თავისუფალია ეს არის მათი ბრძოლის კომპენსაცია და მეორე კომპენსაცია არის ის რომ ესენი დავიწყებულები არ იქნებიან“,_ამბობს სილაგაძე.

სამხედრო მუზეუმის შექმნის პროცესის პარალელურად საინიციატივო ჯგუფი მოაწყობს პერიოდულ გამოფენებს, დაიწყებს ნივთების შეგროვებას მომავალი სამხედრო მუზეუმისთვის, შეიქმნება საიტი, სადაც განთავსდება მოპოვებული არტეფაქტები, ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...