ვინ და როდის დაიწყო ჭიათურის მშენებლობა

საზოგადოება

ვინ და როდის დაიწყო ჭიათურის მშენებლობა

23 მაი. 2017, 20:53:16

2017 წლის 14 მაისს Facebook გვერდზე "პოლიტიკანო” გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ჭიათურის მშენებლობას საბჭოთა კავშირს მიაწერს.
პოლიტიკანო: ჭიათურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. მანგანუმის მარაგის აღმოჩენის შემდეგ ჭიათურა ერთ-ერთ ყველაზე მწვანე, ლამაზ და ინდუსტრიულ ქალაქად იქცა საქართველოში.
"მითების დეტექტორის" კვლევის მიხედვით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, "პოლიტიკანოს” მტკიცება ტყუილია, რადგან ჭიათურის მშენებლობა 1879 წლიდან აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო და მანგანუმის მადნის მოპოვებას უკავშირდება.
1. ჭიათურის მანგანუმის მეცნიერული შესწავლა 1840-იან წლებში გერმანელი გეოლოგის, ჰერმან აბიხის მიერ დაიწყო. პირველად ჭიათურის საბადოს შესახებ რუსულ "სამთო ჟურნალში” ინფორმაცია 1845 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1858 წელს იმავე ჟურნალში ჰერმან აბიხმა ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.
2. ჭიათურაში მანგანუმის დამუშავება 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო
ჭიათურის საბადოთი დაინტერესების შემდეგ, აკაკი წერეთელმა მანგანუმისა და ტყიბულის ქვანახიშირს ნიმუშები ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში გაგზავნა, 1879 წელს კი ჭიათურაში კრუპის ქარხნის, ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მოპოვების პროცესში ჩართული იყო საზოგადოება "იმერეთი”-ც.
ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა, რომ ევროპის ბაზარზე ქართული "შავი ქვა” სწორედ წერეთლის სახელით გავიდა:
გიორგი წერეთელი: „შავი ქვის წარმოება პირველად ჩვენმა პოეტმა აკ. წერეთელმა დაიწყო. პირველი ნიმუშები… მანვე გაგზავნა ევროპასა და რუსეთში. პირველი „პარტია" შავი ქვისა ამის სახელით გავიდა ევროპის ბაზარში".
Forbes Georgia-ს ცნობით, 1914 წლამდე ჭიათურის მადნის უმსხვილესი იმპორტიორი გერმანია იყო, რომელზეც მოდიოდა მთელი ექსპორტის 43%, ინგლისზე - 23%, ბელგიაზე - 14%, აშშ-ზე - 6%, საფრანგეთზე - 5%.
აკაკი წერეთელი ჭიათურაში, 1912 წელი. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
 
3. ჭიათურის მშენებლობა 1879 წელს, მადნის მოპოვების განვითარებასთან ერთად იწყება
 
ჭიათურის საბადოს განვითარებასა და მანგანუმის ექსპორტზე გატანასთან ერთად ჭიათურის მშენებლობაც იწყება. 1895 წელს დასრულდა ჭიათურის რკინიგზის მშენებლობა და ის ამიერკავკასიის მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს დაუკავშირდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის ჭიათურაში 6 000--მდე ადამიანი მუშაობდა, ხოლო Forbes-ს ცნობით, ამ პერიოდისთვის მანგანუმის ხვედრითმა წილმა მსოფლიო ექსპორტში 50% მიაღწია, რაც რუსეთში ამოღებული მადნის 75% შეადგენდა.
1894 წელს ჭიათურაში დრამატული თეატრიც აშენდა, რომელსაც 1910 წლიდან მუდმივი დასი ჰყავდა.
ამდენად პოლიტიკანოს გნცხადება იმის შესახებ, რომ ჭიათურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, ტყუილია.
 
ჭიათურის რკინიგზა. 1900-იანი წლების ღია ბარათი
 
ჭიათურა - მაღაროელები.
ფოტო: დავით აბაშიძე (1865-1922)
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
სტატიის წყარო "მითების დეტექტორი"




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...