ვის რაში ადანაშაულებენ წლების განმავლობაში პენსიის გარეშე დარჩენილი სოციალურად შეჭირვებული პენსიონერები

საზოგადოება

ვის რაში ადანაშაულებენ წლების განმავლობაში პენსიის გარეშე დარჩენილი სოციალურად შეჭირვებული პენსიონერები

2019 ივნ 25 15:11:25

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრები ჟორა ბერძენიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც "გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით მომართა. იგი 1945 წელსაა დაბადებული, სოციალურად შეჭირვებულია და უმწეოთათვის განკუთვნილ დახმარებასაც იღებს. თუმცა, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კუთვნილი პენსია არც მას და არც მის მეუღლეს, ლამარა ფხაკაძეს არ მიუღიათ.

ჟორა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის პენსიას სხვა ითვისებდა:

"2013 წლის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს არ აგვიღია პენსია. ჩემი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არის ბათუმი, ასათიანის ქუჩა. ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში მშობლების სახლი მაქვს, სადაც წლების წინ ჩამოვედი, რომ მოხუცებულობის წლები გავატარო. ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავხდი ავად და დიდი ხანი არ შემეძლო სახლიდან გასვლა. ამ დროის განმავლობაში სოციალურ დახმარებას ვიღებდი, პენსია კი არ მიმიღია. ამ დროს მოლარეს სახლში მოჰქონდა დახმარება, მაგრამ, როცა ვკითხე, რატომ არ მოიტანა პენსია, მითხრა, რომ პენსიის მისაღებად ბანკში უნდა მივსულიყავი. კიდევ ვიმეორებ, რომ ამ დროს არც მე და არც ჩემს მეუღლეს სახლიდან გასვლა არ შეგვეძლო", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და აგრძელებს: "თავიდან საქმის კურსში ჩავაყენე "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის მმართველი ლაშა ასათიანი, რომელმაც მირჩია, რომ მიმემართა საპენსიო სააგენტოსთვის. წამოვედი სააგენტოში. ბატონმა ზურაბ კალანდაძემ გადაამოწმა და მითხრა, რომ პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული, არადა, მოწმობაზე გარკვევით აწერია, რომ არის უვადო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვარ სოციალური დახმარების მიმღები. რამდენჯერმე იყო აგენტი გადამოწმებაზე. ხომ არ მოვმკვდარვარ? ცოცხალი ვარ. როგორ შეიძლება, ცოცხალ ადამიანს პენსია არ ეძლეოდეს?!"

ჟორა ბერძენიშვილის თქმით, საქმის შესწავლა პოლიციის ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძეს სთხოვა.

"ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. იქ მესაუბრა გამომძიებელი გიორგი მახარაძე. 25 მარტს ჩამომართვა ჩვენება და დამპირდა, რომ საქმეს მოიკვლევდა. მე მას წარვუდგინე ყველა საბუთი, რაც ხელთ მქონდა, ბანკიდან ამონაწერის ჩათვლით, რომელშიც გარკვევით ჩანს, რომ ჩემი კუთვნილი პენსიის თანხა გაცემულია და ხელს ჩემ ნაცვლად სხვა პიროვნება აწერს (დოკუმენტი, რომლის ასლი ჟორა ბერძენიშვილმა "გურია ნიუსსაც" გადმოსცა, გასავლის ორდერია, რაზეც თანხის მიმღების ხელმოწერა დაფიქსირებული არაა. ავტ.). შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა მახარაძე და მითხრა, რომ ჩემი თანხმობის გარეშე, ბანკიდან არ შეუძლია საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა. თანხმობა გავაფორმეთ 24 აპრილს. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და გამომძიებლის პასუხი არ ჩანს _ არც დადებითი და არც უარყოფითი. თუმცა, მახარაძე შემპირდა, რომ ყველაფერი ნათელი გახდებოდა ერთი კვირის, მაქსიმუმ, 10 დღის განმავლობაში. ალბათ, იმხელა მანძილია საპენსიო სააგენტოს, პოლიციასა და "ლიბერთი ბანკს" შორის, რომ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია", _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და მახარაძის მიერ მომზადებულ გამოკითხვის ოქმს გვაჩვენებს.

ჟორა ბერძენიშვილი ყველა იმ ადამიანის გამოაშკარავებასა და დასჯას მოითხოვს, რომლებიც, მისივე თქმით, წლების განმავლობაში ბერძენიშვილისა და მისი მეუღლის კუთვნილ პენსიას ითვისებდა.

"მოვითხოვ, გამოძიებული და შესწავლილი იქნას ოქმში მოყვანილი თითოეული სიტყვა და ამინაზღაურონ ჩემი და ჩემი მეუღლის პენსია; აგრეთვე, პასუხი აგონ ამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის", _ ამბობს ჟორა ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილის და მისი მეუღლის, ლამარა ფხაკაძის საქმეში უკეთ გასარკვევად "გურია ნიუსი" "ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის ფილიალის მენეჯერს, ლაშა ასათიანს ესაუბრა:

"ეს პიროვნება მოვიდა ჩემთან, სოციალური დახმარების საკითხზე იყო თუ არ ვცდები. მე ვუთხარი, ამდენი ხანია პენსია რომ არ მიგიღია, ეტყობა, გარდაცვლილად გთვლიან ან რამე სხვა მიზეზია, მიბრძანდით სოცფონდში, დაწერეთ განცხადება და მიიღეთ პენსია-მეთქი. წავიდა, აღადგინა პენსია, მაგრამ დანაკლისი პენსია არ აუნაზღაურეს. კარგი გავაკეთე, მგონია და ეს ადამიანი ახლა აქეთ მიჩივის, რომ თითქოს მე მოვპარე პენსია. როგორ მოვპარავდი, როცა არ ერიცხებოდა?! ეჭვი შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა პენსია ერიცხება. საბანკო ამონაწერიც მივეცი ამ ადამიანს", _ გვითხრა ლაშა ასათიანმა.

ასათიანს ჩვენც ვთხოვეთ გადმოეცა საბანკო ამონაწერი, რაზეც უარი გვითხრა და აღნიშნა, რომ ამონაწერის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კლიენტისთვის ან მისი მინდობილი პირისთვის.

 "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა სოციალური სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ კალანდაძემ:

"ჟორა ბერძენიშვილი არ არის სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების პენსიონერი, რადგან საცხოვრებელ ადგილად ბათუმი უფიქსირდება. ამიტომ ვურჩიე, ბათუმის სააგენტოსთვის მიემართა. თუმცა, ადამიანური მომენტის გამო დავეხმარე და გავარკვიე, რომ მისი პირადობის მოწმობა ვადაგასული იყო, რაც შეიძლება გამხდარიყო პენსიის მიუღებლობის მიზეზი და ვურჩიე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა", _ ამბობს ზურაბ კალანდაძე.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, რომ არც პირადობის მოწმობებს და არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ვადა გასული არ აქვს და პირადობის მოწმობის მოქმედების ვადად აღნიშნულია _ "უვადო".

"გურია ნიუსი" ჟორა ბერძენიშვილის პირადობის მოწმობის ვადიანობის გასარკვევად სამოქალაქო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალს დაუკავშირდა. ფილიალის ხელმძღვანელმა ნონა სიხარულიძემ გაგვიმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე "უვადო" შეცდომითაა დაფიქსირებული:

"პირადობის მოწმობა გაიცემოდა 10-წლიანი ვადით. ამ შემთხვევაში, მოქმედების ვადად _ "უვადო" შეცდომითაა მითითებული. მოქალაქე უნდა მოვიდეს ჩვენთან და განცხადების საფუძველზე გავუაქტიურებთ პირადობის მოწმობას", _ გვითხრა ნონა სიხარულიძემ.

ჩვენ, ასევე, მივმართეთ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს _ ცენტრის უფროსი ნოდარ ფუტკარაძე იხსენებს, რომ 2018 წლის დეკემბერში სააგენტოს მიმართა ჟორა ბერძენიშვილმა:

"ჩვენთან მოსული იყო აღნიშნული პიროვნება. ავუხსენით, რატომ ჰქონდა შეწყვეტილი პენსია _  მას დარიცხული პენსია აღებული არ ჰქონდა 6 თვის განმავლობაში, რამაც შემდეგ ჯერ პენსიის შეჩერება, შემდეგ კი შეწყვეტა გამოიწვია. დავაწერინეთ განცხადება და 2019 წლის იანვრიდან ჟორა ბერძენიშვილიც და მისი მეუღლეც პენსიის მიმღებები არიან", _ გვითხრა ნოდარ ფუტკარაძემ

"გურია ნიუსი" პოლიციის სამმართველოს ჩოხატაურის განყოფილების გამომძიებელს, გიორგი მახარაძესაც დაუკავშირდა, რომელსაც, ჟორა ბერძენიშვილის თქმით, "მისი საქმე აბარია".

"დიახ, ჩემთან მოსული იყო ჟორა ბერძენიშვილი. მესაუბრა თავისი პრობლემის შესახებ. მე შევადგინე ზეპირი გამოკითხვის ოქმი. იგი ბრალს დებს "ლიბერთი ბანკსა" და სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი და მისი მეუღლის კუთვნილი პენსიის მითვისებაში; ითხოვს კონკრეტული ადამიანების დასჯას და პენსიის თანხის დაბრუნებას. ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენე. მოვიძიე ინფორმაციები ბატონი ჟორას მიერ მითითებულ ყველა სამსახურში, სადაც განმიმარტეს, პიროვნებისთვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები. სამწუხაროდ, მე სხვა არაფერი შემიძლია და ჟორა ბერძენიშვილს ვურჩიე, სურვილის შემთხვევაში, დავა სასამართლოში გააგრძელოს".

ბერძენიშვილს საქმის სასამართლოში გაგრძელებას ურჩევენ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც:

"მოქალაქე ჟორა ბერძენიშვილს და მის მეუღლეს ლამარა ფხაკაძეს გასული წლების პენსიის ბოლო დარიცხვა უფიქსირდებათ 2015 წლის ოქტომბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა 6 თვის განმავლობაში ბანკიდან თანხის გატანა არ მომხდარა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში სააგენტოსთვის პენსიის აღდგენის თხოვნით არავის მიუმართავს და შეუწყდა. პენსიის აღდგენა ხდება მხოლოდ განცხადების საფუძველზე".

კითხვაზე შეძლებს თუ არა ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დაბრუნებას, სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თანხის დაბრუნება შეუძლებელია:

"სამწუხაროდ, თანხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვერც ბატონი ჟორა და ვერ მისი მეუღლე ვერ დაიბრუნებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პენსიის შეწყვეტიდან გასულია სამ წელზე მეტი. ბატონ ჟორას და ქალბატონ ლამარას შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, რომელიც, ასევე, დაადგენს, რატომ არ მოხდა პენსიის გატანა ხსენებული 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, მიზეზი ქვეყნის დატოვებაც იყო ან სხვა რამ", _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში.

მანამდე კი, სანამ ჟორა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე პენსიის განაცდური თანხის დასაბრუნებლად დავას სასამართლოში განაგრძობენ, კანონში, რომელიც პენსიის გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს არეგულირებს, ვკითხულობთ:

"პენსია შეჩერდება პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ანუ, როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში".

აქვე აღნიშნულია, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლა.

ამავე კანონმდებლობის მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია, აცნობოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

პენსიის დანიშვნა კი მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე ხდება.




 ახალი ამბები
  • მასწავლებელთა გამოცდის შედეგების აპელაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები ცნობილია მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდის შედეგების აპელაცისთვის განაცხადის შეტანის თარიღი ცნობილია. ამისთვის პედაგოგებს შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრი 3 დღეს აძლევს. საგამოცდო ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და naec.ge. საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის  არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. წყარო: ... ...
  • მოუხადა თუ არა ბოდიში რუსეთს ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. „არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ. კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა. რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,"_ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ... ...
  • 9 კრიტერიუმი _ რა უნდა იცოდეს მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებადგარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა. მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა: კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას; კლასის მართვის პროცესს; სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება; მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას; მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის; სწავლების სტრატეგიებს; მოტივაციასა და ჩართულობას; სწავლების დროს შეფასების გამოყენებას; რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული. წყარო: ... ...
  • დაპირისპირება ვაკიჯვარში ჰესის აშენების მომხრეებსა და მოწინააღმედეგეებს შორისდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ვაკიჯვარში, მდინარე  ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან  დაკავშირებით,  სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა,  რაც დარბაზში მყოფ  ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ  შეურაცხყოფაშიც  კი გადაიზარდა. ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად  თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ. მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით  იქნება გამოხატული.  გარდა ამისა, თუ  შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,   250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს. თუმცა, ეს  ადგილობრივებმა  სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა,  ასეც რომ იყოს,  ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.  _ ვინ მოგიწვიათ,  რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ?  _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით. მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად,  დარბაზი დატოვა. _ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე  დარბაზი ნახევრად დაიცალა. ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად ... ...
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს