"ვისი ბრალია, რომ ეს უცნობია გინესისთვის?" _ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები დენდროპარკში

საზოგადოება

"ვისი ბრალია, რომ ეს უცნობია გინესისთვის?" _ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები დენდროპარკში

2017 მარ 31 16:49:47

"უამრავი ადამიანი იღებს სარგებელს არა მხოლოდ ხეების გაყიდვით, არამედ, ხეების გადარგვის პროცესში ჩართულობითაც.

ასეულობით ადამიანია ჩართული ამ სამუშაოებში აჭარის და გურიის სხვადასხვა ლოკაციაზე, ის ხალხი ადგილობრივია და ხელფასებს იღებენ“, _  გურიის დენდროლოგიური პარკისთვის გამზადებულ ხეების გადაზიდვის პროცესის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს "ქართუს" პრესსამსახურის ხელმძრვანელი გიორგი უძილაური.

მისივე ინფორმაციით, "გარდა 2016 წელს შერჩეული რამდენიმე ხისა, კერძო და იურიდიული პირებიდან შემოდის ბევრი წინადადება ხის გაყიდვის სურვილით".

"ნაწილს, უბრალოდ, სურს ხის გაყიდვა, ნაწილი მის კუთვნილ ტერიტორიაზე ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს და რა თქმა უნდა უფრო აწყობს ხის გაყიდვა მის მოჭრას. სპეციალური ჯგუფები სწავლობენ ხეს, თუ რამდენად საინტერესოა ის დენდროპარკისთვის, შემდეგ მიმდინარეობს მისი ადგილმდებარეობის შესწავლა, სპეციალისტები, მათ შორის, ევროპიდან და ამერიკიდან სწავლობენ ხის და მისი ფესვების სპეციფიკას, შემდეგ ხდება ტრანსპორტირების შესაძლებლობის გამოთვლა, შემდეგ ხელშეკრულების იურიდიული გაფორმება, შემდეგ იწყება მოსამზადებელი სამუშაოები.

საწყის ეტაპზე ტერიტორიას ნახულობენ აგრონომი და არქეოლოგი, შემდეგ იწყება ნიადაგის მოჭრა და ფესვების შეფუთვა, რასაც მოსდევს სარტყელის("ქოთანი") მონტაჟი და ფესვების მორწყვა, შემდეგ მზადდება გზა მტვირთავებისთვის, ტრანსპორტირებაზე მუშაობენ ძირითადად უცხოელები. როცა ხე ტრანსპორტზეა, ხდება მისი გამაგრება და ტრანსპორტირების დაწყება, გზაზე ხის ტოტები შეიძლება გამოედოს სხვა ხეების ტოტებს და ზოგჯერ ხდება მატი გასხვლა(რაც ასევე უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშაა).

ყოფილა შემთხვევები, როცა გზაში დაზიანებულა განათების ბოძი ან ინფრასტრუქტურის სხვა ნაწილი, თუმცა, რამდენიმე საათში ეს პრობლემები გვარდება და დაუყოვნებლივ ხდება დაზიანებულის აღდგენა. შემდეგ ხე მიდის დროებით პირსამდე და ელოდება "ბარჟას" და შესაბამის ამინდს. ხე გადადის ბარჟაზე და ბარჟით მიდის დენდროპარკის პირსამდე. გურიაში ბარჟა საჭირო არაა და ხე უბრალოდ გზაზე მოძრაობს.

რაც შეეხება ნიადაგს, რომელიც რჩება ხის გადატანის შემდგომ. პროცესში ჩართული ყველა კომპანიის ხელშეკრულებაში გაწერილია ნიადაგის აღდგენის და ინფრასტრიქტურის გამართვის ვალდებულება, რაც ასევე მოხდება აგრონომის მეთვალყურეობით. აღდგენილ საფარზე ზოგან, სადაც შესაძლებელია, დაირგვება ხეები(თუ რასაკვირველია, ეს მიწის მესაკუთრეების სურვილი იქნება).

ყველგან, სადაც ტექნიკის ჩარევა ხდება, ტერიტორიები,რასაკვირველია, აღდგება და ამ თემაზე სპეკულირება ნაცების მხრიდან მხოლოდ უსაქმური ნაცარქექიაობაა. თუ საუბარია ზღვის სანაპიროს დაზიანებულ ჯებირზე, რათქმაუნდა ჯებირიც აღდგება და იქნება ბევრად ხარისხიანი ვიდრე ადრე. რაც შეეხება ხეების გადაბელვას, რასაც ნაცები გაჩეხვად ნათლავენ, გადაბელვა გაზაფხულზე ხეებისთვის ბევრად უკეთესია და ეს ცნობილია ნებისმიერი ბოტანიკოსისთვის.
ცალკე თემაა დენდროპარკის მშენებლობის სოციალური ეფექტი. უამრავი ადამიანი იღებს სარგებელს არა მხოლოდ ხეების გაყიდვით არამედ ხეების გადარგვის პროცესში ჩართულობითაც. ასეულობით ადამიანია ჩართულო ამ სამუშაოებში აჭარის და გურიის სხვადასხვა ლოკაციაზე, ის ხალხი ადგილობრივია და ხელფასებს იღებენ.

გარდა ამისა, დენდროპარკის მშენებლობის პროცესში გაჩნდა ახალი, ბეტონიზებული გზები სოფლებში, რომლებშიც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ეს კი მხოლოდ კომფორტი კი არა, ტერიტორიის ფასის მატებაცაა.

მაგრამ ამ ყველაფერთან შედარებით, ყველაზე დიდი საქმეა პროცესის საინჟინრო ნაწილი, ქართველი ინჟინრები და სპეციალისტები დღეს ხეების გადაზიდვის ურთულეს პროცესში შესაძლოა ყველაზე ძლიერებიც იყვნენ, იმ ობიექტებზე მიღებული გამოცდილება კომპანიებისთვისაც და მუშებისთვისაც არის უდიდესი კვალიფიკაცია და შესაბამისად, კაპიტალი.

ამ პერიოდში რამდენიმე უცხოური კომპანიის ხელმძღვანელიც კი ჩამოვიდა გამოცდილების მისაღებად ქართველებისგან. ამ მასშტაბის ხეების გადატანა მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.

ამ სფეროში გინესის რეკორდის მფლობელია ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელმაც გადაიტანა 460-ტონიანი მუხის ხე, მაშინ როცა დენდროპარკში უკვე გადატანილია 650, 800 და 1000-ტონიანი ხეებიც.

ვისი ბრალია, რომ ეს უცნობია გინესისთვის? _ ეტყობა ჩემი.

გინესის რეკორდის სიგელის მიუხედავად, უნიკალური საინჟინრო პროცესი მიდის და მტრების ყმუილის მიუხედავად დენდროპარკი მაინც აშენდება!" _ წერს უძილაური.

 




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...