,,ვისი მითითებით მლანძღავს, თავისი ჭკუით ამას არ გააკეთებდა“

gurianews.com

საზოგადოება

,,ვისი მითითებით მლანძღავს, თავისი ჭკუით ამას არ გააკეთებდა“

2017 დეკ 7 22:44:56

საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჭკადუა აცხადებს, ადვკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ასოციაციაში ახალი რეფორმებია საჭირო.

ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ირმა ჭკადუას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რადგან ის საპროკურორო საბჭოს წევრია. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მისი წინასაარჩევნო კამპანია კრახისთვის არის განწირული.

,,ირმა ჭკადუა არის ჩემი მეგობარი,მაგრამ მე  მხარს არ  დავუჭერ საპროკურორო საბჭოს წევრს. წინასწარ შემოძლია გითხრათ, რომ  მას მხარს არც ადვოკატთა კორპუსი დაუჭერს. მისი საარჩევნო კამპანია, რომელიც ათი დღით ადრე დაიწყო, კრახისთვის არის  განწირული, იმიტომ, რომ ჭკადუა ადამიანებს არ შეხვედრია, საარჩევნო გუნდი არ წარუდგენია და  ადვოკატთა ასოციაციისთვის პროგრამა არ გაუცვნია.  ჭკადუა არ არის მეორეხარისხოვანი ადვოკატი და  ვისი მითითებით მლანძღავს?  ჩვენ მეგობრები ვართ. თავისი ჭკუით ამას არ გააკეთებდა. გეტყვით, რომ ოთხმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, რომლებსაც საარჩევნო გუნდი ჰყავთ, მომართეს,  საარჩევნო ბიულეტენებზე პირადი ბეჭდებს დავარტყამთო, რასაც საბჭოს სხდომაზე მხარი დავუჭირე და ვთქვი, რომ  ეს ჩემი ინიციატივაა. დამისახელეთ მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასე მოიქცეოდა. ყველა კნადიდატი, რომლებიც   განცხადებას შემოიტანს  5 დღით ადრე, მოდით ასოციაციაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ყველა ბიულეტენზე დაარტყით ბეჭდები,  ლუქზე ხელი მოაწერეთ და მერე ერთად გავხსნათ-თქო ვთქვი. ამაზე წავედი, ზაზა ხატიაშვილი,რათა არჩევნები იყოს  უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე“ -განაცხადა ,,გურია ნიუსთან“  ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები შაბათს, 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება. არჩევნებში, ირმა ჭკადუას გადრა, მონაწილეობას მიიღებენ: დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია. 




 ახალი ამბები
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ.  „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, _ აღნიშნა შეხვედრაზე მერაბ ... ...
  • თამრიკო ჭოხონელიძე: "თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო""თურმე ქვეყანაში ისეთი რამე ხდება, რომელიც დაუჯერებელია, არ გინდა დაიჯერო“-ასე ეხმაურება თამრიკო ჭოხონელიძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მათ შორის ის ასახელებს როგორც სკანდალურ ჩანაწერებს, ასევე დავით სარალიძისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. მომღერალმა პარალელი გაავლო 2012 წელთან და აღნიშნა, რომ  მაშინ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გარეთ გამოვიდა და ახლაც ის არის აღშფოთებული იმ მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება. „ფაქტი სახეზეა, რომ აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი. ამას ნამდვილად არ ველოდი. როდესაც თავის დროზე ციხის კადრები აჩვენებს მე პირველი გავედი. აღშფოთებას ვერ ვმალავდი და მოვუწოდებდი დედებს, რომ მოდით აქ და ვისაც შვილები გყავთ ნახეთ რა ხდება  და ა.შ. მერე ზოგი ამბობდა, რომ დადგმულია ...“-განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ და აღნიშნა რომ მაშინ წასასვლელები უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ კიდეც. მომღერალი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ენდობა. თამრიკო ჭოხონელიძისგანცხადებით  ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი საკუთარ თავებს არ დაისჯიან. „ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ საქმეს აუცილებლად გაეცემა პასუხი. ძალიან კარგი, გასცენ პასუხი. მე იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ველოდები მათგან პასუხს. თუმცა  მე ვთვლი, რომ ის გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ არ უნდა ჩაატარონ იმიტომ რომ ეს არ იქნება ნამდვილად ობიექტური, იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ დასასჯელები არიან არ დასჯიან,“-განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ და აღნიშნა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ფონდ „იავნანას“ საქმეს იძიებენ, შეუძლებელია სხვა საქმეებზე ჭეშმარიტება დაადგინოს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად - თქვენი. მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი ... ...
  • „ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ“"საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა. „ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის,  თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია,  გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_  გვითხრა თინიკო ... ...
  • მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას - ზაზა სარალიძე„დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა. „მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება.  „ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ - განაცხადა მალხაზ ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?