„ვიცავთ ჩვენს სივრცეს ფიზიკურად, მზადდება სარჩელიც“_ რა ხდება ვარკეთილში

საზოგადოება

„ვიცავთ ჩვენს სივრცეს ფიზიკურად, მზადდება სარჩელიც“_ რა ხდება ვარკეთილში

2019 ნოე 7 11:31:26

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში  11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.


„ვიცავთ ჩვენს სივრცეს ფიზიკურად, ამას გარდა, მზადდება სარჩელი სასამართლოში, სადაც ვიდავებთ თბილისის მერიასთან. ვასაჩივრებთ თბილისის მერიის გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებსა და ბრძანებას, რომლის საფუძველზეც გაიცა სამშენებლო ნებართვა. ანუ, ფაქტობრივად,  გვსურს ნებართვის ბათილად ცნობა. დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების, რადგან, ჩვენი სამართლებრივ-უფლებრივი სიკეთის შელახვა ცალსახად ნათელია“, _ ამბობენ მაცხოვრებლები.

როგორც ფეისბუქზე შექმნილი გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“  ავრცელებს ინფორმაციას  შეხვედრა მერიაში ვიცე-მერ ილია ელოშვილთან და ინვესტორებთან რამდენჯერმე შედგა. ინვესტორები მზად იყვნენ ადგილმონაცვლეობის შესახებ ემსჯელათ, თუმცა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

 „ანას ბაღის ბედთან დაკავშირებით გასულ თვეს მერიაში რამდენიმეჯერ შედგა შეხვედრა ვიცე-მერთან, ბატონ ილო ელოშვილთან და ინვესტორებთან. პირველსავე შეხვედრაზე ინვესტორებმა გამოთქვეს მზადყოფნა გვემსჯელა ადგილმონაცვლეობაზე, ვიცე-მერი კი დაგვპირდა დახმარების გაწევას. ასეც მოხდებოდა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკება შევიდა ჩიხში. თავიდან მერიაში განწყობილნი იყვნენ ადგილმონაცვლეობაზე ემსჯელათ, თუმცა მერე გადათქვეს. მშენებლებისგან შევიტყვეთ, რომ ადგილმონაცვლეობის „წინააღმდეგი“ ყოფილა თავად მერია. ერთადერთი დასკვნა, რის გამოტანაც შეიძლება არის ის, რომ კალაძეს არავინ არ ეკითხება არაფერს. თბილისი, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველო, არის ერთი მუჭა ადამიანების „შ.პ.ს.“  ჩვენ დაკარგული გვაქვს ჩვენი დედაქალაქი! ამჯერად ეს არც მონღოლებს გაუკეთებიათ და არც რუსებს!!! ეს გააკეთეს ქართველებმა!!! ყველას მოგიწოდებთ გავაგრძელოთ ბრძოლა და თბილისის დაბრუნება დავიწყოთ „ანას ბაღიდან“!“_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მერიამ ანას ბაღთან მშენებლობის ნებართვა გააბათილა, კითხვით თუ რატომ დგას მოსახლეობა ისევ აღნიშნული პრობლემის წინაშე „გურია ნიუსი“ დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს  დაუკავშირდა. სადაც გვითხრეს, რომ სამშენებლო კომპანიას პროექტში ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, რის გამოც, ადრე უარი ეთქვა, შემდეგ კი კომპანიამ ხარვეზი გამოასწორა და ნებართვაც თავიდან მისცეს.

„პროექტში ტექნიკური საკითხი იყო არასწორად მითითებული,  რაც გამოასწორეს და ამის გამო გაიცა ნებართვა.  მოხდა ინვესტორის ცვლილება. ინვესტორმა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. ანას ბაღში მშენებლობა არ იგეგმებოდა და არც იგეგმება. საუბარია ბაღის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე. მერია მუდმივ კავშირშია ინვესტორთან და მოსახლეობასთან.  იმედი გვაქვს გამოვძებნით ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს“,_ გვიპასუხეს თბილისის არქიტექტურის სამსახურში.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება.

გარდა ამისა, კორპუსის აშენების შემთხვევაში, სკვერი, რომელიც ისედაც პატარაა, მაგრამ მიმდებარე 5-6  კორპუსის ბავშვებსა და მაცხოვრებლებს იტევს, ახალი კორპუსის მაცხოვრებლებიც შეემატება და კიდევ უფრო პატარა სივრცე გახდება ბავშვებისთვის. ისინი ითხოვენ მოხდეს მშენებლობის შეწყვეტა და გაკეთდეს სკვერი. 

ამავე თემაზე:

„ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...