WASH სტანდარტების დანერგვა მრავალეთნიკურ მოსახლეობაში

საზოგადოება

WASH სტანდარტების დანერგვა მრავალეთნიკურ მოსახლეობაში

2019 დეკ 12 16:25:12

„კვირაში ერთხელ, ხან ორჯერ, იშვიათად სამჯერ, მოდიოდა მანქანა, მოქონდა წყალი, ჩვენ ვიდექით რიგში ჩვენი ჭურჭლებით. ან შეგვხვდებოდა წყალი, ან არა.  28 წლის განმავლობაში მოდიოდა ცისტერნები და ვყიდულობდით წყალს, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. ამას გარდა, შორი მანძილიდან გვიწევდა წყლის ხელით ზიდვა ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის დასარეცხად, რამაც, ფაქტორივად, ჩვენი ჯანმრთელობა შეიწირა“, _ რიტა ბერიძე ერთ-ერთია იმ 32 ეკომიგრანტი ოჯახიდან, რომელსაც მარნეულში, ელევატორის დასახლებაში, მსგავს პირობებში უწევდა ცხოვრება.

ეკომიგრანტები ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში 1991 წლიდან, საჩხერეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადმოასახლეს. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გაუსაძლის პირობებთან გამკლავება დღემდე უწევთ. სასმელი წყლითა და ბუნებრივი აირით არც ისე დიდი ხანია სარგებლობენ. როგორც რიტა ბერიძე გვიყვება, წყლის პრობლემა დასახლებაში ანტისანიტარიის პრობლემას წლების განმავლობაში ქმნიდა, რაც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც პროექტი “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” დაიწყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, გახდა შესაძლებელი შენობამდე წყლის შემოყვანა _ „ახლა შემოგვიყვანეს ოთახებში წყალი, გრაფიკით გვაქვს, მაგრამ შედერება არ არის. მას მერე სველი წერტილებიც გავაკეთეთ, მანამდე არც აბაზანისა და არც საპირფარეშოს მოწყობას აზრი არ ქონდა. ბანაობაც კი ოთახებში გვიწევდა, საპირფარეშო მოშორებით გვქონდა და უწყლოობის გამო ძალიან მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება“.


რიტა ბერიძე

პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ CENN-ი 2017 წლიდან (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯამრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ხორციელდება. 

პროექტის მენეჯერი ანა ინასარიძე პროქტის მნიშვნელობაზე საუბრისას, მიმოიხილავს საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ამბობს, რომ ქვეყნის რეგიონებში როგორც სუფთა სასმელი წყლის, ასევე, უშუალოდ წყლის ტექნიკურად მოწოდება არ არის სათანადოდ დარეგულირებული: „ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია ეთნუკურად დასახლებულ თემებში, სადაც სანიტარიისა და ჰიგიენის მართვა, ხშირ შემთხვევაში, არ ხორციელდება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები არასაკმარისია. პროექტმა აჩვენა, რომ საზოგადოებას არ აქვს სათანადოდ გაცნობიერებული WASH საკითხების მნიშვნელობა და მათი პირდაპირი კავშირი ჯამრთელობასა და განათლებაზე. განაკუთრებით  სოციალურად დაუცველ ჯგუფებს არ აქვთ საკმარისი უნარი, დაიცვან თავიანთი უფლება ჯანმრთელობასა და სათანადო საცხოვრებელ პირობებზე”, _  აღნიშნავს ანა ინასარიძე.

ანა ინარიძე

სწორედ, მოსახლეობაში ცნობიერების პრობლემაზე საუბრობს მარიკო წიქორიძეც, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის კოორდინატორია: „ცნობიერება იყო ის ბარიერი, რომელსაც თავად მოსახლეობაში წავაწყდით. გარდა იმისა, რომ ადამიანები ვერ აცნოიერებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი უფლება ერღვეოდათ, ეშინოდათ ამაზე ხმამაღლა საუბრის. ხშირად მოისმენდით მათგან - ამდენი წელია ასე ვართ, ამ წყალს ვსვამთ და არაფერი მოგვსვლია. ეშინოდათ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის. ვცდილობდით, გვეპოვნა თავად დასახლებებში ისეთი ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე, ავტორიტეტით სარგებლოდა და მისი დახმარებით ვცილობდით შემდგომ სხვების დარწმუნებას, რომ დაერეკათ, მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა და ასე ვახერხებდით იმის დამტკიცებას, რომ პროლემებზე საჯაროდ საუბრის შემთხვევაში, შედეგს აუცილებლად მიაღწევდნენ“, _ ამბობს მარიკო.

მარიკო წიქარიძე

სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქნა ადგილობრივი სოფლის ქალთა საბჭოები იგივე WASH  საბჭოები, სადაც ასევე გაერთიანდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ლიდერები. შემუშავდა სხვადასხვა ტრენინგ მოდულები - წყალი და სანიტარია, ჰიგიენის მნიშვნელობა, წყალი და ადამიანის უფლებები და სხვა მოდულები თემატური მიმართულებით. გაიმართა სხვასახვა ღონისძიება მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები და ზღაპარიც კი, მოსწავლეებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს ჰიგიენის ნორმების დაცვას ასწავლის და სანიტარიისა თუ ჰიგიენის, WASH სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

ელევატორის დასახლებაში მიღწეული შედეგი ერთ-ერთია იმ წარმატებულ შემთხვევებს შორის, რაც პროექტის განმავლობაში განხორციელდა.

კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული სამუშაოები. პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია _ ქალი და სამყაროს“ წარმომადგენლების ძალისხმევით, სკოლაში სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაიჭრა.

მე-6 საჯარო სკოლა

ნონა სამხარაძე, რომელიც ახლა WASH  საბჭოს ერთ-ერთი აქტიური წევრია, სწორედ მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს აღწერს, რისი შემსწრეც თავად გახდა: „ეს სკოლა პრესტიჟულად ითვლება მარნეულში. ჩემი შვილი ამ სკოლაში მივიყვანე. პირველივე დღეს, როცა ბავშვს საპირფარეშოთი სარგებლობა დაჭირდა, წყალი ვერ ჩარეცხა, ონკანი და ნიჟარები მონგრეული დახვდა, თან იმდენად, რომ მასში ჩავარდნის საშიშროებაც კი იყო, კარი ვერ დაკეტა, ხელი ვერ დაიბანა,  რიგ შემთხვევაში, სუნის გამო, თავს არიდებდა საპირფარეშოთი სარგებლობას. სველ წერტილებში იდგა კასრი, კასრში იდო მილი, რომელშიც მიედინებოდა წყალი. ბავშვებს უწევდათ კასრიდან მილის ამოღება და ხელების ისე დაბანა. ასევე, არასდროს არ იყო ქაღალდი, რომელზეც მოსწავლეები ხელის გაწმენდას შეძლებდნენ“, _ გვიყვება ნონა, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსი დაწერა.

მისი სტატუსით ადგილობრივი მედია მალევე დაინტერესდა და სკოლის პრობლემები ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. მას დაუკავშირდა პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” პარტნიორი ორგანიზაციის „ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია - ქალი და სამყაროს“ წარმომადგენელი მარიკო წიქორიძე, რომელთან კოორდინაციითაც ნონამ ცვლილებებისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც თავად გვიყვება, ეს მარტივი არ ყოფილა:

„დასაწყისში, თავად სკოლის ადმინისტრაციაც და მშობლებიც კრიტიკულად განეწყნენ ჩემ მიმართ იმის გამო, რომ ასე ღიად დავიწყე პრობლემებზე საუბარი. თუმცა, თუკი მანამდე მშობლების პოზიცია იყო, რომ მათი შვილები მაინც არ სარგებლობდნენ საპირფარეშოებით და იკავებდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მშობლები უკვე თავადვე ინტერესდებოდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რა ეტაპზე იყო ეს საკითხი, გამოიღებდა თუ არა შედეგს და როდის შეიცვლებოდა სკოლაში მდგომარეობა. პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, დირექტორთან და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, შედეგისთვის მიგვეღწია. დღეს ამ სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გაყვანილობა და წყლისა და ანტისანიტარიის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას“, _ აღნიშნავს ნონა სამხარაძე.

ნონა სამხარაძე

მე-6 საჯარო სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა CENN-მა და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეისწავლეს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური საკითხები. შედეგად გამოვლინდა სკოლაში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეული საგანგაშო მდგომარეობა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა  სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა სკოლის დირექტორს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სსიპ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მას შემდეგ რაც, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენცია გახდა, პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა შეხვედრები გამართეს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან, რის შემდეგაც მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის სველი წერტილების,  საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და ეზოს რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტიდან თანხა გამოყო.

„მიუხედავად იმისა, რომ პროეტის განხორციელების პირველ ფაზაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, პირველ რიგში კი, ავღნიშნავდი ნდობის ფაქტორს, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას უჭირდა იმის დაჯერება, რომ ადვოკატირების გზით შეიძლება მოგვარდეს წყლის მოწოდებასთან დაკავშირებული  საკითხები. მათი უმრავლესობა ფიქრობდა, რომ თუ ისინი ხმამაღლა ისაუბრებდნენ  WASH საკითხების გაუმართაობის შესახებ მათ შეექმნებოდათ პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუმცა, პროქტი, მეორე მხრივ, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; ეს კი, იმთავითვე ქმნის თანამონაწილეობისა და კუმინიკაციის საფუძველს WASH სახვადასხვა დაინეტერსებულ მხარეებს შორის, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა“, _ აღნიშნავს პროექტის მენეგერი ანა ინასარიძე.

 პროექტი „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ 2020 წლის ივნისში სრულდება, მანამდე კი CENN-ი ევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ აქტივობებსა და მოსახლეობაში WASH სტანდარტების დანერგვას.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...