"გურიამ" დავალიანება გაისტუმრა

სპორტი

"გურიამ" დავალიანება გაისტუმრა

26 აგვ. 2013, 20:48:29
"წინა საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდის წევრებისა და ადმინისტრაციის მიმართ კლუბს გააჩნდა მიმდინარე წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანება 59 030 ლარის ოდენობით, გასასტუმრებელი იყო 62 თანამშრომელი, მათ შორის, 25 ფეხბურთელი. აღნიშნული თანხის გაცემა უსახსრობის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იყო. საფეხბურთო გუნდი 25-ე ჩემპიონატის დაწყების წინ დატოვა 14-მა ფეხბურთელმა, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ დავალიანების დაუყონებლივ გასტუმრებას. იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც, დავალიანების მიუხედავად, გუნდი არ დაუტოვებიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ არა ერთხელ მიმართა სხვადასხვა ბანკებს კრედიტის თხოვნით, მაგრამ ბანკები უარს ამბობდნენ იმის გამო, რომ კლუბს კისერზე აწევს წინა ხელისუფლების დროს აღებული 400 000 ლარიანი კრედიტი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბატონ ზაზა ურუშაძის ძალისხმევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი გაიზარდა 90 ათასი ლარით საფეხბურთო კლუბ "გურიას" სუბსიდირებისთვის, რაც 16 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ საბიუჯეტო ცვლილებაში ასახა. გამოყოფილი თანხით, მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოსთვის სრულად დაიფარა ყველა ტიპის დავალიანება და გაიცა პრემიალური თანხებიც, რასაც ითვალისწინებდა ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი ხელშეკრულების პირობები. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რიგ საკითხებთან მიმართებაში: კლუბის ძველი ხელმძღვანელობის ნებართვით ორ ფეხბურთელს _ გიგა კვერენჩხილაძეს და მიხეილ კაკალაძეს წინასწარ ჰქონდათ აღებული სახელფასო თანხა და მათ მიმართ არც რაიმე დავალიანება არსებობდა. სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში პრემიალურ თანხებთან ერთად (პლუს კუთვნილი პრემიები თითოეულისათვის _ 200 ლარი) მაისის სახელფასო თანხები გაიცა. ამით საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის "გურიამ" ყველა დავალიანება გაისტუმრა."




 ახალი ამბები
  • ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბანკზე თავდამსხმელს ჯერ კიდევ ეძებენშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...